მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 18:1

1. ხოლო ეჩუენა მას ღმერთი მუხასა თანა მამბრესსა, ჯდა რაჲ იგი კართა თანა კარვისა თჳსისათა შუადღე.2. და აღმხილველმან თუალთა მისთამან იხილა, და აჰა, სამნი კაცნი ზედა მოადგეს მას. და იხილნა რაჲ, მირბიოდა შემთხუევად მათდა კარისაგან კარვისა თჳსისა და თაყუანის-სცა ქუეყანასა ზედა.
დაბადებისა თავი 18
1. ხოლო ეჩუენა მას ღმერთი მუხასა თანა მამბრესსა, ჯდა რაჲ იგი კართა თანა კარვისა თჳსისათა შუადღე.
საუბარი 41. „ეჩუენა ღმერთი აბრაჰამს მუხასა თანა მამბრისასა" (დაბ 18:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. ქანქართა იგავი და მასწავლებლის მოვალეობა

ნელა და უხალისოდ ვიწყებ დღეს სიტყვის წარმოთქმას. როცა ვფიქრობ, რომ ყოველდღიურად ვასწავლით, ვაფრთხილებთ, სულიერ ტაბლას გთავაზობთ, მაგრამ ამის მიუხედავად ბევრი მათგანი, ვინც აქ მოდის და ამ სულიერ აღშენებაში, ამ საკვირველსა და საშინელ ტაბლაზე მონაწილეობს, მთელ დღეებს ცხენის რბოლებზე ატარებს და ამგვარად ჩვენი მზრუნველობისგან ვერანაირ სარგებელს ვერ იღებს, არამედ ჩვევისამებრ, ეშმაკის პირველივე ჩაგონებით, ამ ურჯულო სანახაობებზე ჩქარობს და თავის თავს ბოროტი ეშმაკის მახეებში ნებაყოფლობით აგდებს, ისე, რომ არც ჩვენი შეგონებანი, არც თავად საშინელება, არც იქ ფუჭად დახარჯული დრო ვერაფერს უშველის მათ, — მაშინ რა გულმოდგინებით უნდა ვთავაზობდე სწავლებას ადამიანებს, რომელთაც სრულიად არ სურთ ჩვენი სიტყვებისგან სარგებლის მიღება? ნუ გაიკვირვებ! მიწათმოქმედიც, როცა ხედავს, რომ მიწა მისი მრავალი მზრუნველობისა და მძიმე შრომის შემდეგ უნაყოფო რჩება და ღვაწლს საკმარისად არ აზღაურებს, უკვე არა წინანდელი გულმოდგინებით იწყებს თესვასა და არა წინანდელი მოშურნეობით ეკიდება მიწის დამუშავებას. ასევე მკურნალიც, როცა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვიცი, რამეთუ მესია მოვალს, რომელსა ჰრქჳან ქრისტე. ოდეს მოვიდეს იგი, მითხრას ჩუენ ყოველი. ჰრქუა მას იესუ: მე ვარ, რომელი გეტყჳ შენ“ (4,25-26).:

..., რომელი გეტყჳ შენ“ (4,25-26).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და ვინაჲ აქუნდა სამარიტელთა ქრისტეს მოლოდებაჲ? გარნა მოსეს წიგნთაგან, რამეთუ ფრიად გამოაცხადებს იგი ძესა. რამეთუ „ვქმნეთ კაცი ხატად ჩუენდა“ ძისა მიმართ თქუმულ არს, და აბრაჰამს კარავსა შინა ძჱ ჰზრახვიდა, და იაკობ მისთჳს თქუა, ვითარმედ: „არა მოაკლდეს მთავარი იუდაჲსგან, არცა წინამძღუარი წყვილთაგან მისთა, ვიდრემდის მოვიდეს, რომელი-იგი წინამდებარე არს, და არს იგი მოლოდებაჲ წარმართთაჲ“. და თჳთ მოსე თქუა, რამეთუ: „წინაჲსწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან, ვითარცა მე; მისი ისმინეთ“. და გუელი რვალისაჲ და კუერთხი მოსესი და ისაკის დაკლვაჲ და სხუაჲ მრავალი ესევითარი მოსლვისა მისისა სახენი იყვნეს. ხოლო თუ ვინ თქუას, თუ: რაჲსათჳს არა მოართუა მას სახჱ წერილთაგან, ვითარ ნიკოდემოსს და ნათანაელს? გულისხმა-ყავთ, რამეთუ იგინი წერილთა მეცნიერნი იყვნეს, ხოლო ესე დედაკაცი იყო გლახაკი და უსწავლოჲ, და ამისთჳს წყლისა მის ცხოველისა ჴსენებითა მოიზიდა იგი, და ესრეთ მცირედ-მცირედ მოეჴსენა მას, ვითარ ასმიოდა სამე წერილი, და მერმეღა გამოუცხადა თავი თჳ...

სრულად ნახვა