...უეყანასა... ტჳრთვად მათა სიმრავლისაგან მონაგებთა მათთასა. და დაეშენა ესავ მთასა სეირსა"** (დაბ 36:6–8). ესავისგან წარმოშობილთა და მისგან მომდინარე ხალხების შესახებ ამბის თხრობის შემდეგ საღვთო წერილი ამბობს: „ხოლო იაკობ დამკჳდრებულ იყო ქუეყანასა მას, სადაცა დამკჳდრებულ იყო მამაჲ მისი ქუეყანასა მას ქანანისასა" (). აქედან კი იწყება უკვე სხვა თხრობა საკვირველი იოსების შესახებ.
3. მართალთა მიბაძვა და სულიერი სიწმინდის ძალა
აქ, თუ გნებავთ, სიტყვაც დავამთავროთ, ხოლო იაკობის ძის ამბავი სხვა საუბრისთვის გადავდოთ. საყვარელნო, მხოლოდ იმას გთხოვთ, რომ ნათქვამს ყურადღებით მოუსმინოთ, საღვთო წერილში გადმოცემულიდან უდიდესი სარგებელი ამოიღოთ და არაფერი უყურადღებოდ დატოვოთ. ღვთის სიტყვა სულიერი საუნჯეა. და როგორც ვინც ნივთიერი საუნჯიდან ერთ ძვირფას ქვასაც რომ მიიღებს, ხშირად დიდ სიმდიდრეს იძენს, ისე აქაც მართალთა სათნოებანი, თუ ყურადღებიანები ვიქნებით, ისეთ დიდ სარგებელს მოგვიტანს, რომ ჩვენშიც მათი მიბაძვის მოშურნეობაც გაღვივდება. ხოლო ამგვარად, ჩვენც შეგვიძლია მართალთა მსგავსი ღვთის კეთილგანწყობის ღირსნი გავხდეთ. „არა არს თუალთ-ღება ღმრთისა თანა, არამედ ყოველთა შორის თესლთა რომელსა ეშინის მისა და იქმს სიმართლესა, სათნო მისა არს" (საქმ 10:34–...