მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 4:10

9. და თქუა უფალმან ღმერთმან კაინის მიმართ: სადა არს აბელ, ძმაჲ შენი? და თქუა: არა უწყი, ნუ მცველი ძმისა ჩემისა ვარ მე?10. და თქუა ღმერთმან: რაჲ ესე ჰყავ? ჴმაჲ სისხლისა ძმისა შენისა ღაღადებს ჩუენ-და-მო ქუეყანით.11. და აწ წყეულ იყავ შენ ქუეყანისაგან, რომელმან განაღო პირი თჳსი შეწყნარებად სისხლისა ძმისა შენისასა ჴელისაგან შენისა.
დაბადებისა თავი 4
10. და თქუა ღმერთმან: რაჲ ესე ჰყავ? ჴმაჲ სისხლისა ძმისა შენისა ღაღადებს ჩუენ-და-მო ქუეყანით.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 19. „და ჰრქუა კაინ აბელს, ძმასა თჳსსა: წარვიდეთ ველად" (დაბ 4:8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ღვთის კაცთმოყვარეობა და კაინის თავხედური პასუხი (4:9-11):

...მის მცველი ვერ გახდი, მაშინ რატომ გახდი მკვლელი, მოკალი ის, ვინც შენ არაფრით შეგაწუხა, და კიდევ იფიქრე, თითქოს არავინ იყოს შენი მამხილებელი? მაგრამ მოიცადე და ნახავ, რომ თავად მოკლული შენი მამხილებელი იქნება, მკვდრად მწოლარე ხმამაღლა დაგადანაშაულებს შენ, ცოცხალსა და მოარულს. „და თქუა ღმერთმან: რაჲ ესე ჰყავ?" (). მრავალმნიშვნელოვანია ეს სიტყვებიც. რისთვის, ამბობს, გააკეთე ეს? რისთვის ჩაიდინე ეს უღმრთო თავხედობა, საძაგელი საქციელი, მიუტევებელი საქმე, აუტანელი სიშლეგე, ახალი და უწინარესი მკვლელობა, შენი ხელით პირველად შემოტანილი კაცობრიობაში? რისთვის ჩაიდინე ეს დიდი და საშინელი საქმე, რომელზე მძიმეც ცოდვათა შორის არ არსებობს? „ჴმაჲ სისხლისა ძმისა შენისა ღაღადებს ჩუენ-და-მო ქუეყანით". განა მე ადამიანი ვარ და მხოლოდ ბაგეებით წარმოთქმულ ხმას ვისმენ? მე ღმერთი ვარ და სისხლის მეშვეობით მღაღადებლისა და მიწაზე მწოლარეს მოსმენაც შემიძლია. აჰა, როგორ შორს მიაღწევს ამ სისხლის ხმა, მიწიდან ცამდე ადის და, ცათა ცას გასცილდება რა და უმაღლეს ძალებს გაივლის, თვით მეუფის ტახტს აღწევს და შენს მკვლელობაზე უჩივის, უღმრთო საქმეს ამხელს. „ჴმაჲ სისხლისა ძმისა შენისა ღაღადებს ჩუენ-და-მო ქუეყანით". განა უცხოსა და გარეშეს მიაყენე ასეთი შეურაცხყოფა? არა,...

სრულად ნახვა