მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 4:9

8. და თქუა კაინ აბელის მიმართ, ძმისა თჳსისა: განვიდეთ ზოგად ველად. და იყო, ყოფასა მათსა ველს, აღდგა კაინ აბელის ზედა, ძმისა თჳსისა, და მოკლა იგი.9. და თქუა უფალმან ღმერთმან კაინის მიმართ: სადა არს აბელ, ძმაჲ შენი? და თქუა: არა უწყი, ნუ მცველი ძმისა ჩემისა ვარ მე?10. და თქუა ღმერთმან: რაჲ ესე ჰყავ? ჴმაჲ სისხლისა ძმისა შენისა ღაღადებს ჩუენ-და-მო ქუეყანით.
დაბადებისა თავი 4
9. და თქუა უფალმან ღმერთმან კაინის მიმართ: სადა არს აბელ, ძმაჲ შენი? და თქუა: არა უწყი, ნუ მცველი ძმისა ჩემისა ვარ მე?
საუბარი 19. „და ჰრქუა კაინ აბელს, ძმასა თჳსსა: წარვიდეთ ველად" (დაბ 4:8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ღვთის კაცთმოყვარეობა და კაინის თავხედური პასუხი (4:9-11):

მაგრამ ვნახოთ, ამ უღმრთო საქციელისა და ამ მიუტევებელი დანაშაულის შემდეგ, რა შემწყნარებლობასა და კაცთმოყვარეობას იჩენს ყოველთა ღმერთი. „და თქუა უფალმან ღმერთმან კაინის მიმართ" (). უკვე ეს ერთი, რომ ასეთი დანაშაულის ჩამდენს ღმერთმა საუბარი ღირსყო, რა სახიერებას ამჟღავნებს? თუ ჩვენ ხშირად გვძაგს ჩვენი მსგავსი ადამიანებიც, როცა ასეთ ბოროტმოქმედებას ჩადიან, მით უმეტეს უნდა გავუკვირდეთ სახიერ ღმერთს, რომელმაც ასეთი მოთმინება გამოიჩინა, — და სრულიად სამართლიანად. ის მკურნალი და მოსიყვარულე მამაა. როგორც მკურნალი, ყველა ზომასა და საშუალებას იყენებს, რათა სასტიკი სნეულებებით დაავადებულთ ჯანმრთელობა დაუბრუნოს; ხოლო როგორც მოსიყვარულე მამა, მამობრივი სიყვარულის ძალით, სურს უზრუნველობის გამო თავიანთი კეთილშობილება დაკარგულთ პირვანდელ კეთილდღეობაში დააბრუნოს. ვინაიდან მისი სახიერება უზომოდ დიდია, სურს ასეთი ურჯულოების ჩამდენის მიმართაც გამოავლინოს თავისი დიდი კაცთმოყვარეობა და ეუბნება: „სადა არს აბელ, ძმაჲ შენი?" (). დიდია და უსაზღვროა ღვთის მოწყალება!...

სრულად ნახვა
ჰომილია 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...ა, თუ გსურთ, ამას სხვაგვარადაც, მაგალითით გავხადი ცხადს.

კაენმა ძმა შეურაცხყო და მაშინვე ღმერთიც შეურაცხყო. როგორ შეურაცხყო? იხილე, როგორ კადნიერად მიუგებს ღმერთს: „ნუ მცველი ძმისა ჩემისა ვარ მე?" (). ისავმაც კვლავ ძმა შეურაცხყო და ღმერთიც შეურაცხყო. ამიტომ ამბობდა ღმერთი: „იაკობი შევიყუარე, ხოლო ესავი მოვიძულე" (). ამიტომ პავლეც ამბობს: „ნუვინ მეძავ და ბილწ არნ, ვითარცა-იგი ესავ" (). იოსები ძმებმა შეურაცხყვეს და ღმერთიც შეურაცხყვეს. ისრაელიანებმა მოსე შეურაცხყვეს; ამიტომ ღმერთიც შეურაცხყვეს. ასევე ელის ძეებიც ხალხს შეურაცხყოფდნენ და ღმერთსაც შეურაცხყოფდნენ.

გსურს, საწინააღმდეგო მხრიდანაც იხილო? აბრაამმა ძმა დაინდო და ღმერთსაც...

სრულად ნახვა