...არეობის განსაკუთრებულ სიმაღლესაც და იმდროინდელ ადამიანთა ბოროტების დიდ გაძლიერებასაც. „ნოე იყო ექუსასთა წელთა". საღვთო წერილმა უმიზეზოდ კი არ გვითხრა მართლის წლების რიცხვი, და არა მხოლოდ იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რამდენი წლისა იყო მართალი, არამედ იმიტომ, რომ მანამდე უკვე გვამცნო: „ნოე იყო წელიწადთა ხუთასთა" (). ხოლო ამ წლების რიცხვის შემდეგ, მოგვითხრო ადამიანთა მანკიერებისკენ ძლიერი მისწრაფების შესახებ, როგორ „შეყოფილ არს მომგონებელობაჲ კაცისა მოსწრაფებით ბოროტთა და სიჭაბუკითგან მისით" (), რის გამოც ღმერთმა ბრძანა: „არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის... ყოფისათჳს მათისა ჴორც" (), ამ სიტყვებით მათ თავისი დიდი რისხვის წინასწარ აცნობებდა. შემდეგ, რათა მათ სინანულისა და რისხვის თავიდან აცილებისთვის საკმარისი დრო მიეცა, ამბობს: „იყვნენ ასოც წელ", ესე იგი, ხუთასი წლის შემდეგაც მოვითმენ, რადგან ეს მართალი ხუთასი წლის განმავლობაში არ წყვეტდა ყველას შეგონებას თავისი სახელითვე, და, მხოლოდ ისურვებდნენ მოსმენას, ურჩევდა ცოდვას მოშორებოდნენ და სათნოებისკენ მიქცეულიყვნენ. ამის მიუხედავად, ამბობს ღმერთი, ახლაც კიდევ ასოცი წლის მოთმინებას აღვუთქ...
დაბადებისა 5:32
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...ე სამნი ძენი: სემი, ქამი, იაფეთი"**, — ნათქვამია. უმიზეზოდ არ მიუთითა საღვთო წერილმა მართლის ძეთა დროზეც და რიცხვზეც; არა, ამითაც მას სურდა ჩვენთვის, თუმცა არა პირდაპირ, ეჩვენებინა მისი სათნოების საკვირველი სიდიადე. ზემოთ მან თქვა, რომ „იყო ნოე წელიწადთა ხუთასთა", და მაშინვე დაუმატა: „და შვნა სამნი ძენი" (), გვასწავლის რა, რა საკვირველი იყო მისი თავშეკავება, თანაც ისეთ დროს, როცა იმ დროის ხალხი ასეთ აუზღუდაობასა და გარყვნილებას იყო მიცემული და ყოველი ასაკი, ასე ვთქვათ, ბოროტებისკენ იყო მიმართული. ხომ გსმენიათ, როგორ ამბობს საღვთო წერილი: „იხილა უფალმან ღმერთმან, ვითარმედ განმრავლდეს უსჯულოებანი კაცთანი ქუეყანასა ზედა. და ყოველი ვინ გონებს გულსა შინა თჳსსა მოსწრაფებით ბოროტთა ყოველთა დღეთა" სიყრმიდანვე (), და ამით ნათლად გვიჩვენებს, რომ ჭაბუკნი ცდილობდნენ უღმრთოებაში ასაკით უფროსებს გადაეჭარბებინათ, მოხუცნი ჭაბუკებზე ნაკლებ არ უგუნურობდნენ, და ყველაზე უმანკო ასაკიც კი ძლიერად იზიდებოდა მანკიერებისკენ.
2. ნოეს თავშეკავება და ქვეყნის განხრწნა (6:12-13)
მაშასადამე, რათა ვიცოდეთ, როგორ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხალხი ასეთ აღვირახსნილობასა და გარყვნილებას მისცემოდა, მართალი მარტო იღვწ...
...ელი, არც ამას — სათნოების ჯილდო. მაგრამ, რადგან ყოველივე, ზეციური მადლის შემდეგ, ჩვენი ნებისყოფიდან გამომდინარეობს, ამიტომ შემცოდეთათვის სასჯელი არის განმზადებული, ხოლო სათნოებით მცხოვრებთათვის — მისაგებელი და ჯილდო. „და იყო ნოე წელიწადთა ხუთასთა, — ამბობს წერილი, — და შვნა ნოე სამნი ძენი: სემ, ქამ და იაფეთ" (). შენიშნე საღვთო წერილის ზედმიწევნითობა. მართლის წლების რიცხვი რომ გვითხრა, რათა უფლის სულგრძელობის სიდიადე გვეჩვენებინა, ახლა კიდევ სურს აგვიხსნას უფლის მოწყალების სიუხვე და ადამიანთა უღმრთოების გაძლიერება.
2. „ძენი ღმრთისანი" — ანგელოზები თუ ადამიანები? (6:1-2)
მაგრამ მოვისმინოთ თავად მოსეს სიტყვები, რომელიც, სულის შთაგონებით მეტყველი, ყველაფერს ზუსტად გვასწავლის. „და იყო, რაჟამს იწყეს განმრავლებად კაცთა ქუეყანასა ზედა, და ასულნი იშვნეს მათდა" (). უმიზეზოდ არ დაუმატა: „და ასულნი იშვნეს მათდა", არამედ იმიტომ, რომ ხალხის დიდი გამრავლების შესახებ წარმოდგენა მოგვეცა. სადაც ასეთი დიდი რაოდენობის ფესვია, იქ აუცილებლად ბევრი ტოტიც იზრდება. „ხოლო იხილნეს რაჲ ძეთა ღმრთისათა ასულნი კაცთანი, რამეთუ შუენიერ არიან, მიიყვანეს თავთა თჳსთა ცოლებად ყოველთაგან, რომელნი გამოირჩინეს" (...
...ვთის რისხვაზე შეახსენებდა. და, რათა ზედმიწევნით ვიცოდეთ, რამდენი ხნის მანძილზე ეს ძე (ლამექისა) თავისი სახელით ყველას მოუწოდებდა, რომ უკეთურება დაეტოვებინათ, სათნოებას მისცემოდნენ და ამგვარად ღვთის ესოდენ დიდ რისხვას აეცილებინათ თავიდან, (წერილი) ამბობს: „და იყო ნოე წელიწადთა ხუთასთა. და შვნა ნოე სამნი ძენი" (). აი, კიდევ ერთი მართალი, ცოლითა და შვილებით ძალიან სათნო ეყო ღმერთს, ყველას საწინააღმდეგო სათნოების გზა აირჩია და არავითარი დაბრკოლება არ შეხვდა არც ქორწინებისგან, არც შვილების აღზრდისგან. მაგრამ ამასთან არ შეიძლება არ გაგიკვირდეს ღვთის გამოუთქმელი სულგრძელობა და იმდროინდელი ადამიანების უკიდურესი უმადურობა. აი, ხუთასი წლის მანძილზე ეს მართალი თავისი სახელით ღაღადებდა და მოწმობდა, რომ მთელი დედამიწის წარღვნა მოვა უკეთურების გამრავლების გამო; და მათ მაინც არ ისურვეს უკეთურებისგან განშორება. მაგრამ კაცთმოყვარე ღმერთი ასეთი წინასწარმეტყველების შემდეგაც და ამდენი წლის გავლის შემდეგაც ჯერ არ სჯის, არამედ, უფრო დიდი სულგრძელობის ჩვენების სურვილით, თავისი შემწყნარებლობის ზომას კიდევ არა მცირე წლებსაც უმატებს. ის კაცთა მოდგმა არა იმისთვის შექმნა, რომ დაესაჯა, არამედ, სრულიად პირიქით, რათა უთვალავ კეთილთა მოხვეჭა ებოძებინა. ამიტომ ხედავ...