1.ამისთჳს ჯერ-არს უმეტესად კრძალვაჲ ჩუენი, რომელთა-ესე გუასმიეს, რაჲთა არა მოუძლურდეთ.2.რამეთუ უკუეთუ რომელი-იგი ანგელოზთა მიერ ითქუა სიტყუაჲ, იქმნა მტკიცე და ყოველმან შჯულისა გარდამავალმან და ურჩმან მიიღო საშჯელი კუალად-გებისაჲ,3.ვითარ-მე ჩუენ განვერნეთ, უკუეთუ ესოდენი-ესე უდებ-ვყოთ ცხორებაჲ, რომელმან-იგი დასაბამი მოიღო სიტყუად უფლისა მიერ, მსმენელთა მათგან ჩუენდა მომართ დამტკიცნა,4.თანა-მოწამებითა ღმრთისაჲთა, სასწაულებითა და ნიშებითა და ფერად-ფერადითა ძალითა და სულისა წმიდისა განყოფითა ნებისაებრ მისისა?5.რამეთუ არა ანგელოზთა დაამორჩილა მერმე იგი სოფელი, რომლისათჳს-ესე ვიტყჳთ.6.ხოლო უწამებიეს სადამე ვისმე და იტყჳს: რაჲ არს კაცი, რამეთუ მოიჴსენე იგი? ანუ ძე კაცისაჲ, რამეთუ მოხედე მას?7.დააკლე იგი მცირედ რაჲმე ანგელოზთა შენთა; დიდებითა და პატივითა გჳრგჳნოსან ჰყავ იგი,8.ყოველივე დაამორჩილე ქუეშე ფერჴთა მისთა. რამეთუ დამორჩილებასა მას ყოვლისასა არარაჲ დაუშთა მისა დაუმორჩილებელად. ხოლო აწ არღა ვხედავთ ყოველსავე დასამორჩილებელად.9.ხოლო მცირედ რაჲმე ანგელოზთა დაკლებულად ვხედავთ იესუს ვნებითა მით სიკუდილისაჲთა და დიდებითა და პატივითა გჳრგჳნოსანსა, რაჲთა მადლითა ღმრთისაჲთა ყოვლისავეთჳს იხილოს გემოჲ სიკუდილისაჲ.10.რამეთუ შე-ვე მისა-ჰგვანდა მისა, რომლისათჳს არს ყოველი და რომლისაგან არს ყოველი, რომელმან მრავალნი შვილნი დიდებად მოიყვანნა, და წინამძღუარი იგი ცხორებისა ჩუენისაჲ ვნებითა სრულ ყოფად.11.რამეთუ განმწმედელი იგი და განწმედილნი იგი ერთისაგან არიან ყოველნი, რომლისათჳსაცა არა ჰრცხუენის ძმად წოდებაჲ მათი და იტყჳს:12.მიუთხრა სახელი შენი ძმათა ჩემთა და შორის კრებულსა გიგალობდე შენ.13.და მერმე იტყჳს: მე ვიყო მოსავ მისსა; და კუალად: აჰა ესერა მე და ყრმანი, რომელნი მომცნა მე ღმერთმან.14.რამეთუ ყრმათაცა ეზიარა ჴორცითა და სისხლითა, და თავადმან მსგავსად მოიღო მათივე, რაჲთა სიკუდილითა მით განაქარვოს, რომლისა-იგი ჴელმწიფებაჲ აქუნდა სიკუდილისაჲ, ესე იგი არს ეშმაკი,15.და განათავისუფლნეს ესენი, რაოდენნი შიშითა სიკუდილისაჲთა სამარადისოდ ცხორებად თანა-მდებ იყვნეს კირთებისა.16.რამეთუ არასადაჲთ ანგელოზთაჲთ იწყო, არამედ ნათესავისაგან აბრაჰამისა იწყო.17.ამისთჳს ჯერ-იყო მისა ყოვლითავე ძმათა მსგავსებაჲ, რაჲთა მოწყალე ექმნეს და სარწმუნო მღდელთმოძღუარ ღმრთისა მიმართ, რაჲთა ულხინებდეს ცოდვილთა ერისათა.18.რამეთუ რომლითა-იგი ივნო თავადმან და გამოიცადა, ძალ-უც, რომელნი-იგი განიცადებოდიან, მათდაცა შეწევნად.
თარგმანი: რამეთუ ვიდრემდის-იგი ნათლისღებაჲ არა მოცემულ იყო, ყოველნივე ყოველთა დღეთა ცხორებისა მათისათა თანამდებ იყვნეს მონებასა, რამეთუ ამისთჳს თქუა, ვითარმედ: "მარადის ცხორებად", ესე იგი არს, ვითარმედ: ყოლადვე ცხორებასა მათსა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:
...და ცნეს ყოველთა, ვითარმედ არა უძლურებითა ბუნებისაჲთა მოკუდა უფალი, არამედ რაჲთა შემუსროს და განაქარვოს სიკუდილი და „რომელსა-იგი ჴელმწიფებაჲ აქუნდა სიკუდილისაჲ“, ვითარცა მოციქული იტყჳს, „ესე იგი არს ეშმაკი, და განათავისუფლნეს იგინი, რომელნი შიშითა სიკუდილისაჲთა მარადის ცხორებად თანამდებ იყვნეს კირთებასა“.
მან თავადმან დაჰჴსნნა სალმობანი ჯოჯოხეთისნი, ვითარცა იტყჳს ესაია, ვითარმედ: „ჯოჯოხეთი ქუეშე შენსა განმწარდა შემთხუევასა შენსა“, მი-რაჲ-ხჳდოდე შენ; და აღდგომითა თჳსითა აღადგინნა დასაბამითგანნი მკუდარნი და ეშმაკი საკიცხელ და საცინელ ყო. რამეთუ ვითარცა ბზიკმან, სცის რაჲ კლდესა, კლდესა მას ვერაჲ ავნის, არამედ თჳსი იგი საწერტელი შემუსრის, ეგრეთვე სიკუდილი შეიმუსრა, მოუჴდა რაჲ კლდესა მას ცხორებისასა, რომელ არს ქრისტჱ, და საწერტელი თჳსი წარწყმიდა; ვიდრეღა რომელთა იგი პირველ აშინებდა, აწ ვეტყჳთ მას: „სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაჲ შენი?“ და კუალად ვიტყჳთ: აჴოცა ღმერთმან ყოველივე ცრემლი პირისაგან ჩუენისა.