1.და თქუენცა, რომელნი-ეგე მკუდარ იყვენით ბრალითა და ცოდვითა თქუენითა,2.რომელთა შინა ოდესმე ხჳდოდეთ მსგავსად ჟამთა მათ ამის სოფლისათა, მთავრისა მისებრ ჴელმწიფებისა აერისა, სულისა, რომელი-იგი აწ იქმს ნაშობთა მათ შორის ურჩებისათა,3.რომელთა შინა და ჩუენცა ყოველნი ვიქცეოდეთ ოდესმე გულის თქუმათა შინა ჴორცთა ჩუენთასა, ვჰყოფდით ნებასა ჴორცითა და გონებათასა და ვიყვენით ბუნებით შვილნი რისხვისანი, ვითარცა-იგი სხუანი.4.ხოლო ღმერთმან, რამეთუ მდიდარ არს წყალობითა, მრავლითა სიყუარულითა მისითა, რომლითა-იგი შემიყუარნა ჩუენ,5.და რამეთუ ვიყვენით ჩუენ მკუდარ შეცოდებითა, ქრისტეს თანა განგუაცხოველნა, - მადლითა ხართ თქუენ გამოჴსნილ, -6.და თანა-აღმადგინნა და თანა-დამსხნა ზეცათა შინა ქრისტე იესუჲს მიერ,7.რაჲთა აჩუენოს ჟამთა მათ მომავალთა გარდამატებული იგი სიმდიდრე მადლისა მისისაჲ სიტკბოებით ჩუენ ზედა ქრისტე იესუჲს მიერ.8.რამეთუ მადლითა ხართ გამოჴსნილ სარწმუნოებისა მიერ, და ესე არა თქუენგან, არამედ ღმრთისა ნიჭი არს:9.არა საქმეთაგან, რაჲთა არავინ იქადოს.10.რამეთუ მისნი შექმნულნი ვართ და დაბადებულნი ქრისტე იესუჲს მიერ საქმეთათჳს კეთილთა, რომელთათჳს წინაწარ განჰმზადა ღმერთმან, რაჲთა მათ შინა ვიდოდით.11.ამისთჳს მოიჴსენეთ, რამეთუ თქუენ, ოდესმე წარმართნი ეგე ჴორცითა, რომელთა გერქუა წინა-დაუცუეთელ მის გამო, რომელსა-იგი ერქუა წინადაცუეთილება ჴორცითა მით ჴელით ქმნულითა,12.რამეთუ იყვენით მას ჟამსა შინა თჳნიერად ქრისტესა, უცხო-ქმნულნი მოქალაქეობისა მისგან ისრაჱლისა და უცხო რჩულთა მათგან აღთქუმათაჲსა, სასოებაჲ არა გაქუნდა, და უღმრთო იყვენით სოფელსა შინა.13.ხოლო აწ ქრისტე იესუჲს მიერ თქუენ, რომელნი-ეგე ოდესმე იყვენით შორს, იქმნენით მახლობელ სისხლითა მით ქრისტესითა.14.რამეთუ იგი თავადი არს მშჳდობაჲ ჩუენი, რომელმან შექმნა ორივე ერთად და შუა-კედელი ზღუდისაჲ მის დაჰჴსნა,15.მტერობაჲ იგი ჴორცითა მისითა, შჯული იგი მცნებათაჲ მათ ბრძანებითა განაქარვა, რაჲთა ორივე იგი დაჰბადოს მას შინა ერთად ახლად კაცად ყოფად მშჳდობისა16.და დააგნეს ორნივე იგი ერთითა მით ჴორცითა ღმერთსა ჯუარისა მიერ, მოკლა მტერობაჲ იგი მას შინა,17.და მოვიდა და გახარა მშჳდობაჲ თქუენ, შორიელთა და მახლობელთა,18.რამეთუ მის მიერ მაქუს ჩუენ მიახლებაჲ იგი ურთიერთას ერთითა სულითა მამისა მიმართ.19.ამიერითგან უკუე არღარა ხართ უცხო და მწირ, არამედ თანა-მოქალაქე წმიდათა და სახლეულ ღმრთისა,20.აღშენებულ საფუძველსა ზედა მოციქულთასა და წინაწარმეტყუელთასა, რომლისა თავ საკიდურთა მისთა არს ქრისტე იესუ,21.რომლითა ყოველი შენებული, შენაწევრებული, ორძის ტაძრად წმიდად უფლისა მიერ,22.რომელსა ზედა თქუენცა თანა-აღშენებულ ხართ სამკჳდრებელად ღმრთისა სულითა.
თარგმანი: ეშმაკსა მთავრობაჲ ჰაერისაჲ აქუნდა, ხოლო გამო-რაჲ-ვარდა მიერ უკეთურებითა თჳსითა, იქმნა მოძღუარ ურჩულოებისა, გარნა არა თუ ყოველთა ეუფლების რაჲთ, არამედ მათ ოდენ, რომელთა დაუტევნენ მცნებანი ღმრთისანი, რამეთუ მათ სახელ-სდვა "ნაშობ ურჩებისა" (2,2).
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო თქუენ ესრეთ ილოცევდით: მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა“ (6,9).:
...ვერ შესაძლებელ არს უკეთურისა და არაწმიდისა და ცოდვათა შინა განფრდილისა მამად წოდებად სახიერსა მას და ყოვლადწმიდასა, უხილავსა და ნათელსა მას შინა სამარადისოსა მყოფსა. რამეთუ ძედ ნათლისა ეწოდების, რომელთა საქმენი ნათლისანი ჰქონან, ხოლო ვნებულ-თა და ბილწთა შვილ რისხვისა და წარწყმედისა სახელ-სდვა მოციქულმან.
აწ უკუე ბრძანებითა ამით, რომლითა გჳბრძანა უფალმან მამად ჩუენდა სახელ-დებად ღმრთისა ლოცვასა შინა, სრულსა მას და მაღალსა მოქალაქობასა გუაუწყებს, რაჲთა ყოვლითავე საქმითა კეთილითა განვაბრწყინვნეთ სულნი ჩუენნი. და კმა იყო, ვითარცა ვთქუ, ესე ხოლო სიტყუაჲ სწავლად ჩუენდა ყოვლისავე კეთილისა, არამედ აჰა ესერა სხუაჲცა წინაგჳყო მოძღურებაჲ სიწმიდისაჲ და გუაუწყა, თუ რაჲ ჯერ-არს თხოად ღმრთისაგან, და თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წმიდა იყავნ სახელი შენი“ (6,9).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ღირს არს და მართალ ესევითარისა ამის ლოცვისა შეწირვად ღმრთისა, რაჲთა რომელნი-იგი ღირს ვიქმნენით მამად ჩუენდა წოდებად მეუფისა მის და დამბადებელისა, არარაჲ იყოს პირველ ყოვლისა თხოაჲ ჩუენი, გარნა მისი იგი დიდებაჲ და ქებაჲ და ამაღლებაჲ, და ესე იყოს ჩუენდა საწადელ და სასურველ უფროჲს ყოვლისა.
რამეთუ სიტყუაჲ ესე, თუ: „წმიდა იყავნ სახელი შენი”, ამას მოასწავებს, ვითარმედ: დიდე...
...იბაძვა არ შეგვეძლებოდა. „მე ვმბრძანებლობ ანგელოზებზე, — ამბობს, — და შენც — პირველნაყოფის მიერ".„მე სამეფო ტახტზე ვზივარ; და შენც ერთად ზიხარ — პირველნაყოფის მიერ; „და თანა-აღმადგინნა და თანა-დამსხნა ზეცათა შინა ქრისტე იესუჲს მიერ“ () — ამბობს".„გცემენ თაყვანს ქერუბიმნი და სერაფიმნი, ყოველი ანგელოზებრივი ძალა — მთავრობანი, ხელმწიფებანი, ტახტნი, ბატონობანი — პირველნაყოფის მიერ".ნუ აბრალებ სხეულს, რომელიც ასეთ პატივს ზიარდება, რომელსაც უხორცო ძალნიც კი ეთრთოლებიან.
მაგრამ რა ვთქვა?„არა მხოლოდ ამათ მიერ ვაცხადებ სიყვარულს, არამედ — იმათ მიერაც, რაც გადავიტანე".„შენთვის შემაფურთხეს, ცემა მომაყენეს, დიდება დავაცარიელე, მამა დავტოვე და შენთან მოვედი — შენთან, რომელსაც ვძულდი, შენთან, რომელიც პირს მაქცევდი და ჩემი სახელის სმენაც არ გნებავდა; გედევნე და გამოგეკიდე, რათა შენ შეგპყრო; შეგიერთე და ჩემს თავთან შეგაერთე; „მჭამე, — ვთქვი, — მსვი"...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო გეტყჳ თქუენ: არღარა ვსუა მე ამიერითგან ნაყოფისაგან ამის ვენაჴისა ვიდრე მუნ დღედმდე, რაჟამს-იგი ვსუა ახალი სასუფეველსა მას მამისა ჩემისასა“ (26,29).:
...მკუდრეთით, სუფევს ღმერთი წარმართთა ზედა, რომელნი-იგი პირველ განდგომილნი იყვნეს და წარწყმედულნი, ვითარცა პავლე იტყჳს: „უცხო ცხორებისაგან, სასოებაჲ არა აქუნდა და უღმრთო იყვნეს სოფელსა შინა. ხოლო აწ ეგერა ქრისტე იესუჲს მიერო თქუენ ეგე, რომელნი იყვენით ოდესმე შორს, იქმნენით მახლობელ სისხლითა ქრისტესითა“. ამას სახელ-სდებს აწ სასუფეველად - აღდგომასა თჳსსა, ოდეს-იგი სუფევდა ღმერთი წარმართთა ზედა და იჴსნნა იგინი მონებისაგან ეშმაკისა. და ეტყჳს მოციქულთა, ვითარმედ: „არღარა ვსუა მე ამიერითგან ნაყოფისაგან ამის ვენაჴისა ვიდრე მუნ დღედმდე, რაჟამს-იგი ვსუა ახალი თქუენ თანა სასუფეველსა მამისა ჩემისასა“.
ხოლო რაჲსათჳს სუა უფალმან შემდგომად აღდგომისა? რაჲთა არა თქუან უგუნურთა, თუ: უცნებაჲ იყო აღდგომაჲ იგი. რამეთუ სახედ აღდგომისა აღესრულებოდა და დასამტკიცებელად მიღებაჲ იგი ჭამადისა და სასუმლისაჲ. ამისთჳს მოციქულნი იტყოდეს: „რომელი-იგი ღმერთმან აღადგინაო მესამესა დღესა და მისცა მას განცხადებულებაჲ, არა ყოველსა ერსა, არამედ მოწაფეთა მათ, რჩეულთა წინაჲთვე ღმრთისათა, რომელნი-ესე ვართ ჩუენ, რომელნი მის თანა ვჭამდით და ვსუემდით შემდგომად მკუდრეთით აღდგომისა მისისა“.