მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 2:6

5. და რამეთუ ვიყვენით ჩუენ მკუდარ შეცოდებითა, ქრისტეს თანა განგუაცხოველნა, - მადლითა ხართ თქუენ გამოჴსნილ, -6. და თანა-აღმადგინნა და თანა-დამსხნა ზეცათა შინა ქრისტე იესუჲს მიერ,7. რაჲთა აჩუენოს ჟამთა მათ მომავალთა გარდამატებული იგი სიმდიდრე მადლისა მისისაჲ სიტკბოებით ჩუენ ზედა ქრისტე იესუჲს მიერ.
ეფესელთა მიმართ თავი 2
6. და თანა-აღმადგინნა და თანა-დამსხნა ზეცათა შინა ქრისტე იესუჲს მიერ,
თავი გ̂. წარმართთა და ჰურიათა განკუთნვისათჳს ღმრთისა მიმართ ქრისტეს მიერ სასოებით და მადლით
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და თანა-აღმადგინნა და თანა-დამსხნა ზეცათა შინა ქრისტე იესუჲს მიერ (2,6).:

თარგმანი: ვინაჲთგან ქრისტე არს თავ გუამისა ჩუენ ყოველთაჲსა, ამისთჳს უეჭუელ არს, ვითარმედ აღდგომასა მისსა თანა აღდგომილ ვართ, ასონიცა ესე მისნი, და მუნვე დასხმულ, სადა-იგი მან თავადმან დასუა დასაბამი თბისა ჩუენისაჲ, რომლისათჳს მოწაფეთა ეტყოდა: დასხდეთ თქუენ ათორმეტთა საყდართა, განშჯად ათორმეტთა ტომთა ისრაჱლისათა. და კუალად იტყჳს: მნებავს, რაჲთა, სადაცა მე ვიყო, მუნცა - მსახურნი ჩემნი.

ჰომილია 15
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4.:

...იბაძვა არ შეგვეძლებოდა. „მე ვმბრძანებლობ ანგელოზებზე, — ამბობს, — და შენც — პირველნაყოფის მიერ". „მე სამეფო ტახტზე ვზივარ; და შენც ერთად ზიხარ — პირველნაყოფის მიერ; „და თანა-აღმადგინნა და თანა-დამსხნა ზეცათა შინა ქრისტე იესუჲს მიერ“ () — ამბობს". „გცემენ თაყვანს ქერუბიმნი და სერაფიმნი, ყოველი ანგელოზებრივი ძალა — მთავრობანი, ხელმწიფებანი, ტახტნი, ბატონობანი — პირველნაყოფის მიერ". ნუ აბრალებ სხეულს, რომელიც ასეთ პატივს ზიარდება, რომელსაც უხორცო ძალნიც კი ეთრთოლებიან.

მაგრამ რა ვთქვა? „არა მხოლოდ ამათ მიერ ვაცხადებ სიყვარულს, არამედ — იმათ მიერაც, რაც გადავიტანე". „შენთვის შემაფურთხეს, ცემა მომაყენეს, დიდება დავაცარიელე, მამა დავტოვე და შენთან მოვედი — შენთან, რომელსაც ვძულდი, შენთან, რომელიც პირს მაქცევდი და ჩემი სახელის სმენაც არ გნებავდა; გედევნე და გამოგეკიდე, რათა შენ შეგპყრო; შეგიერთე და ჩემს თავთან შეგაერთე; „მჭამე, — ვთქვი, — მსვი"...

სრულად ნახვა