მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 5:32

31. ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც.32. საიდუმლოჲ ესე დიდ არს; ხოლო მე ვიტყჳ ქრისტესთჳს და ეკლესიისა.33. გარნა თქუენცა კაცად-კაცადმან თჳსი ცოლი ეგრეთ შეიყუარეთ, ვითარცა თავი თჳსი; ხოლო ცოლსა მას რაჲთა ეშინოდის ქმრისა.
ეფესელთა მიმართ თავი 5
32. საიდუმლოჲ ესე დიდ არს; ხოლო მე ვიტყჳ ქრისტესთჳს და ეკლესიისა.
თავი თ̂. განწესებაჲ სახლეულთაჲ წესიერებისათჳს და უფალთა და მონათაჲ ქრისტეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: საიდუმლოჲ ესე დიდ არს, ხოლო მე ვიტყჳ ქრისტესთჳს და ეკლესიისათჳს (5,32).:

თარგმანი: ესე არს სიდიდე საიდუმლოჲსა ამის, ვითარ დაუმდაბლებელად დაიმდაბლა თავი თჳსი მხოლოდშობილმა6 ძემან და სიტყუამან ღმრთისამან, რამეთუ არა განეჴუა ღმრთეებისაგან და ყოვლითურთ იქმნა კაც, და ესრეთ შეიერთა ეკლესიაჲ ერთჴორც ყოფად მის თანა, რამეთუ რომელი შეეყოს უფალსა, ერთსულ არს მის თანა. ამათ ყოველთათჳს იტყჳს მოციქული, ვითარმედ: "საიდუმლოჲ ესე დიდ არს", უკუეთუ კაცობრივითა გულისსიტყჳთა გენებოს მიწთომაჲ მისი. ხოლო მე არა კაცობრივ, არცა კაცთათჳს მითქუამს, არამედ ქრისტესთჳს (რომელი-იგი ჭეშმარიტებით ღმერთ არს და კაც) და ეკლესიისათჳს (რომელი მადლით განღმრთობილ არს შეერთებითა ყოვლისავე შემ ძლებელისაჲთა). ამისთჳს შეუორგულებელად გრწმენინ სიმაღლე საიდუმლოჲსაჲ ამის.

საუბარი 56. „ჰრქუა იაკობ ლაბანს: მომეც მე ცოლი ჩემი" (დაბ 29:21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. იაკობის ქორწინება და ეშმაკური ჩვეულებების მხილება (29:21-23):

...შინელი და გამოუთქმელი საიდუმლოების ღირსქმნილნი, ამ მხრივ ლაბანზე უარესნი ვართ, რომელიც ჯერ კიდევ კერპებს თაყვანს სცემდა? ნუთუ არ გსმენია პავლეს სიტყვები, რომ ქორწინება საიდუმლოა — იმ სიყვარულის ხატი, რომელიც ქრისტემ ეკლესიის მიმართ გამოავლინა: „საიდუმლოჲ ესე დიდ არს; ხოლო მე ვიტყჳ ქრისტესთჳს და ეკლესიისა" ()? ნუ შევარცხვენთ ჩვენს თავს, ნუ შევურაცხყოფთ ქორწინების ღირსებას. თუ რამე კარგი და სასარგებლო მოიფიქრეს, თუმცა ჩვეულებაში არ იყო, ეს მაინც გაკეთდეს; ხოლო თუ ის, რასაც აკეთებთ, მავნე და დამღუპველია, თუნდაც ჩვეულება ასეთი იყოს, უარი უნდა თქვათ. თუ ამას დავუშვებთ, მაშინ ქურდიც, მეძავიც და ყოველი სხვა ბოროტმოქმედიც ჩვეულებას მოიშველიებს; მაგრამ არანაირი სარგებელი არ ექნება ამისგან, არც შენდობა, არამედ მძიმე მსჯავრი — იმისთვის, რომ ცუდი ჩვეულება ვერ სძლია.

2. ქორწინების სიწმიდე და კეთილი ჩვეულებების აღდგენა (29:23–29)

თუ გვსურს ფხიზლად ვიყოთ და ჩვენი ცხონების შესახებ მეტი მზრუნველობა გვქონდეს, შეგვიძლია ცუდ ჩვეულებასაც მოვშორდეთ და კეთილ ჩვეულებებს მივუბრუნდეთ: ამგვარად, შთამომავლობასაც არამცირე წახალისებას მივცემთ ჩვენი მიბაძვისთვის, თანაც მათი კეთილი საქციელისთვის თავადაც ჯილდოს მივიღებთ. ვინც კეთილი გზის დასაწყისი აჩვენა, ის...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და მერმე მიუგო მათ იესუ იგავით და ჰრქუა (ვისმინოთ ესეცა იგავი, ვითარ შუენიერ არს და საშინელ): ემსგავსა სასუფეველი ღმრთისაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ყო ქორწილი ძისა თჳსისაჲ. და წარავლინნა მონანი თჳსნი მოწოდებად ჩინებულთა მათ ქორწილსა მას, და არა ინებეს მოსლვად. კუალად წარავლინნა სხუანი მონანი და ჰრქუა: არქუთ ჩინებულთა მათ: აჰა ესერა პური ჩემი მზა-მიყოფიეს, ზუარაკები ჩემი და უსხები ჩემი დაკლულ არიან, და ყოველივე მზა არს, მოვედით ქორწილსა ამას. ხოლო მათ უდებ-ყვეს და წარვიდეს: რომელიმე თჳსსა აგარაკსა, რომელიმე სავაჭროსა თჳსსა. ხოლო სხუათა შეიპყრნეს მონანი იგი მისნი, აგინეს და მოსწყჳდნეს. ხოლო მეუფე იგი განრისხნა და მიავლინა ერი თჳსი და მოსრნა კაცისმკლველნი იგი და ქალაქი იგი მათი მოწუა ცეცხლითა. მაშინ ჰრქუა მონათა თჳსთა: ქორწილი ესე მზა არს, ხოლო ჩინებულნი იგი არა ღირს იყვნეს. წარვედით მებოძირთა გზა-თასა და რავდენნიცა ჰპოოთ, მოუწოდეთ ქორწილსა ამას. და განვიდეს მონანი იგი მისნი გზათა ზედა და შეკრიბეს ყოველი, რავდენი პოეს ბოროტი და კეთილი. და აღივსო ქორწილი იგი მეინაჴითა. და შე-რაჲ-ვიდა მეუფე იგი ხილვად მეინაჴეთა მათ, იხილა მუნ კაცი, რომელსა არა ემოსა სამოსელი საქორწინე. და ჰრქუა მას: მოყუასო, ვითარ შემოხუედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე? ხოლო იგი დუმნა. მაშინ ჰრქუა მეუფემან მან მსახურთა თჳსთა: შეუკრენით მაგას ჴელნი და ფერჴნი და განაგდეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. რამეთუ მრავალ არიან ჩინებულნი, და მცირედ - რჩეულნი“ (22,1-14).:

...ახენი მიემსგავსებიან საღმრთოთა მათ საქმეთა, არამედ უაღრესსა ვერარას ჰპოებს სახედ ენაჲ კაცობრივი. ეგრეთვე, რაჲთამცა სახარულევანებაჲ და განგებულებაჲ გულისჴმა-გჳყო ამის საქმისაჲ, ქორწილად სახელ-სდვა და სიძედ თქუა და სძლად, ვითარცა პავლე იტყჳს: „საიდუმლოჲ ესე დიდ არსო, ხოლო მე ვიტყჳ ქრისტესთჳს და ეკლესიისათჳს“.

ხოლო უკუეთუ ვინ ეძიებდეს, თუ რაჲ არს ესე, რომელ ქორწილად ძისა ეწოდების საქმესა მას, და ძესა მიეთხოვაა ეკლესიაჲ, ხოლო მამასა არა?

ესე წერილთა შინა, საყუარელო, განუყოფელ არს. გინა თუ ძესა თქუას მითხოებად, მამისაჲ არს, გინა თუ მამისაჲ თქუას, ძისაჲ არს. რამეთუ განუყოფელობისათჳს ბუნებისა მათისა ითქუმის ესრეთ.

და ჭეშმარიტად შუამდგომელობითა ძისაჲთა დავეგენით მამასა ჩუენ, განდგომილნი ესე. კეთილად უკუე მოასწავებს აქა აღდგომასა, რამეთუ ზემოსა მას იგავსა შინა აჴსენა სიკუდილი და აწ ესერა თქუა ქორწილი, რაჲთა გუასწავოს, ვითარმედ შემდგომად ჯუარ-ცუმისა და სიკუდილისა ითქუმის აღსრულებაჲ იგი ქორწილისაჲ და სიძედ წოდებაჲ მისი.

ხოლო შენ იხილე სიბრმე ჰურიათაჲ. პირველად წინაჲსწარმეტყუელნი მოსწყჳდნეს, მერმე ძე მოკლეს. და ამას ზედა იწოდნესვე ქორწილსა მათ მიერ მოკლულისა მის უფლისასა. და არავე მივიდეს, არამედ მიზეზნი ცუდნი შემოიხუნეს: უღელნი ჴართანი დ...

სრულად ნახვა