თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: რომლისათჳს-ესე ვიოხ ჯაჭუთა შინა. ესე იგი არს, ვითარმედ: სახარებისა ამისთჳს აღგძრავ თქუენ, კაცთა, ოხად მე, ჯაჭუთა შინა მყოფი ესე, რაჲთა ქადაგებასა მისსა შინა ჯეროვნად განვცხადნე და ღირსებით მიუთხრა იგი ჟამსა მას, ოდეს წარმომადგინონ სიტყჳსგებად მეფისა, რამეთუ აჰა ეგულების განკითხვად წარდგინებაჲ ჩემი, ჯაჭჳთა შეკრულისაჲ ამის.
ეფესელთა მიმართ 6:20
19. და ჩემთჳსცა, რაჲთა მომეცეს მე სიტყუაჲ აღებასა პირისა ჩემისასა განცხადებულად უწყებად საიდუმლოჲ იგი სახარებისაჲ,20. რომლისათჳს-ესე ვციქუ ჯაჭჳთურთ, რაჲთა მას შინა განვცხადნე, ვითარ-იგი ღირს ჩემდა სიტყუად.21. ხოლო თქუენცა რაჲთა უწყოდით ჩემთჳს, რასა-იგი ვიქმ, ყოველივე გაუწყოს თქუენ ტჳქიკოს, საყუარელმან ძმამან და სარწმუნომან მსახურმან უფლისა მიერ,
ეფესელთა მიმართ თავი 6