თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ თხრობაჲ იგი მართა მათ ძუელთა საქმეთაჲ სახედ და იგავად შემოიღებვის ორთა შჯულთა — ძუელისა და ახლისა.
გალატელთა მიმართ 4:24
23. არამედ მჴევლისაგანი იგი ჴორციელად შობილი იყო, ხოლო აზნაურისაჲ იგი - აღთქუმისაგან.24. რომელი-იგი არს იგავად, რამეთუ ესე არიან ორნი შჯულნი: ერთი იგი სინა მთით, შობილი მონებად, რომელ არს აგარ.25. რამეთუ აგარ სინა მთაჲ არს არაბიას, ხოლო თანა-შეეტყუების ამას იერუსალჱმსა, რამეთუ ჰმონებს იგი შვილთა მისთა თანა.
გალატელთა მიმართ თავი 4