მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 4:25

24. რომელი-იგი არს იგავად, რამეთუ ესე არიან ორნი შჯულნი: ერთი იგი სინა მთით, შობილი მონებად, რომელ არს აგარ.25. რამეთუ აგარ სინა მთაჲ არს არაბიას, ხოლო თანა-შეეტყუების ამას იერუსალჱმსა, რამეთუ ჰმონებს იგი შვილთა მისთა თანა.26. ხოლო ზეცისა იგი იერუსალჱმი აზნაურ არს, რომელ არს დედაჲ ჩუენ ყოველთაჲ.
გალატელთა მიმართ თავი 4
25. რამეთუ აგარ სინა მთაჲ არს არაბიას, ხოლო თანა-შეეტყუების ამას იერუსალჱმსა, რამეთუ ჰმონებს იგი შვილთა მისთა თანა.
გალატელთა მიმართ ეპისტოლე თავი 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: თანა-შეტყუების ამას იერუსალჱმსა (4,25).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ახლოს არს იერუსალიჱმს, რამეთუ იერუსალჱმი მახლობელ არს მთისა მის, მჴევლისა სახელითა წოდებულისა, და მუნ მოეცა მას მთასა აღთქუმაჲ. ხოლო ზეცისა იერუსალჱმი არა რჩულსა მოსესსა ქუეშე არს, არამედ აზნაურ, და აწ უკუე, რომელნიცა ქრისტეს სარწმუნოვებასა შინა იყვნენ, ზეცისა იერუსალჱმისა შვილნი არიან, რომლისა სახე არს სარრა. რომელნი ძუელსა რჩულსა ქუეშე იყვნენ, შვილნი არიან ქუეყანისა იერუსალჱმისა, რომლისა სახე არს აგარ.

თავი თ̂. ვითარმედ, რომელთა აზნაური იგი ცოლი აბრაჰამისი და ჭეშმარიტი ძე სახე-გუექმნნეს, არა ჯერ-არს დამონებაჲ შჯულისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ერთი იგი სინა-მთით შობილი მონებად, რომელ არს აგარ; რამეთუ აგარ სინაჲ-მთაჲ არს არაბიას; ხოლო თანაშეეტყუების ამას იერუსალჱმსა, რამეთუ ჰმონებს იგი შვილთა მისთა თანა (4,25).:

თარგმანი: ვინაჲთგან ძუელი იგი შჯული სინას მოცემულ იყო, ხოლო იერუსალჱმს ჰმონებდა, რამეთუ მას შინა აღესრულებოდა. და ამის ძუელისა შჯულისა სახე იყო ისმაელ, შობილი აგარისგან, რამეთუ მთასა სინასა აგარ სახელედების არაბთა ენისა მიერ, რამეთუ თჳთ ქუეყანაჲცა იგი არაბიაჲ არს. ხოლო გამოითარგმანების სახელი აგარისი მსხემ გინა მჴევალ. და ამით სახითა წინა-გამოსახვიდა აგარისგან შობაჲ ისმაელისი სინას მოცემასა შჯულისასა, რამეთუ ვითარ-იგი ისმაელ დაღაცათუ მისვე აბრაჰამის ძე იყო, არამედ მჴევლისაგანი იყო. ეგრეთვე ძუელი შჯული დაღაცათუ მისვე თავადისა ღმრთისაჲ არს, რომლისაჲ — ახალი ესე, არამედ ეგრეცა მჴევლისაგანად ითქუმის, რამეთუ სინას მოცემული არს, და ვითარ-იგი სინაჲ სამთავრო არს იერუსალჱმისა, ეგრეთვე მუნ მოცემული იგი შჯული ჰმონებს ქუეყანისა იერუსალჱმისა, რამეთუ მას შინაღა აღესრულებოდა, და შვილთა თანა იერუსალჱმისათა ჰმონებდა აღსრულებასა შჯულისა წესთასა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის