მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 4:26

25. რამეთუ აგარ სინა მთაჲ არს არაბიას, ხოლო თანა-შეეტყუების ამას იერუსალჱმსა, რამეთუ ჰმონებს იგი შვილთა მისთა თანა.26. ხოლო ზეცისა იგი იერუსალჱმი აზნაურ არს, რომელ არს დედაჲ ჩუენ ყოველთაჲ.27. რამეთუ წერილ არს: იხარებდ, ბერწი ეგე, რომელი არა შობდ; აღიმაღლე და ჴმობდ, რომელსა არა გელმოდა, რამეთუ მრავალ არიან შვილნი ოჴრისანი უფროჲს, ვიდრე რომელსა-იგი ესუას ქმარი.
გალატელთა მიმართ თავი 4
26. ხოლო ზეცისა იგი იერუსალჱმი აზნაურ არს, რომელ არს დედაჲ ჩუენ ყოველთაჲ.
გალატელთა მიმართ ეპისტოლე თავი 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

პავლესი: ვიდრე ყრმაღა ვიყვენით, წესსა ქუეშე ამის სოფლისასა ვიყვენით დაკირთებულ (4,3).

თარგმანი: რაჟამს-იგი ქრისტე არა მოსრულ იყო და ჩუენ ვიყვენით ჩჩჳლ გონებითა რჩულისა მონანი ვიყვენით, ხოლო აწ სრულ ვართ და არღარა მონანი ვართ რჩულისანი.

პავლესი: დღეთა იზმნით და თუეთა და ჟამთა და წელთა (4,10).

თარგმანი: რამეთუ წინააღმდგომნი იგი ასწავლიდეს, რაჲთა ჰურიაებრივ იმარხვიდენ თჳს-თავთა და შაბათთა და წელიწდის თავთა.

პავლესი: იცით, რამეთუ უძლურებითა ჴორცთაჲთა გახარე თქუენ, და განსაცდელი ჴორცთა ჩემთაჲ არა შეურაცხ-ჰყავთ (4,13-14).

თარგმანი: იცითო, ვითარმედ ფრიადითა ჭირითა და სიგლახაკითა და სნეულებითა ვიყავ თქუენ თანა და თქუენ სიგლახაკე და სნეულებაჲ ჩემი არა შეურაცხ-ჰყავთ.

პავლესი: გეშურობენ თქუენ არა კეთილისათჳს (4,17).

თარგმანი: არა თუ მათსა გულსა ქრისტიანობაჲ არსო, არამედ იჩემებენ ქრსტიანობასა, რაჲთამცა უფრო მიგდრიკნესო.

პავლესი: მინდა მისლვად თქუენდა აწ და ცვალებად ჴმაჲ ჩემი (4,20).

თარგმანი: ცვალებაჲ ჴმისაჲ ესე არს, ვითარმედ უკუეთუმცა მოვედ და რომელნიცა მიდრეკილ ხართ, თქუენთჳსმცა ვიგლოვდი, და რომელნიცა მტკიცედ სდგათ,...

სრულად ნახვა
თავი თ̂. ვითარმედ, რომელთა აზნაური იგი ცოლი აბრაჰამისი და ჭეშმარიტი ძე სახე-გუექმნნეს, არა ჯერ-არს დამონებაჲ შჯულისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ზეცისა იგი იერუსალჱმი აზნაურ არს, რომელ არს დედაჲ ჩუენ ყოველთაჲ; რამეთუ წერილ არს: "იხარებდ, ბერწი ეგე, რომელი არა ჰშობდ; აღიმაღლე და ჴმობდ, რომელსა არა გელმოდა, რამეთუ მრავალ არიან შვილნი ოჴრისანი უფროჲს, ვიდრე-იგი რომელსა-იგი ესუა ქმარი" (4,26-27).:

თარგმანი: ვინაჲთგან ძუელი შჯული მონა ყო ქუეყანისა იერუსალჱმისა, ვითარცა სინაჲ სამთავრო არს ქუეყანისა იერუსალჱმისა, ხოლო ზეცისა იგი იერუსალჱმი სახე არს სარრაჲსი, თავისუფლებით და აზნაურებით დედაჲ ჩუენ ყოველთაჲ. რამეთუ არღარა არს მის შორის მონებაჲ ზრქელისა რაჲსმე და ჴორციელისაჲ. და კუალად, ზეცისა იერუსალჱმ და აზნაურ წესთაგან ძუელისა შჯულისათა - ქუეყანისაცა ამას უწოდს ეკლესიასა, ვითარცა გამომსახველსა ზეცისა იერუსალჱმისასა, რამეთუ ესეცა, მსგავსად სარრაჲსსა, ბერწ და უშვილო იყო პირველ, ხოლო აწ ფრიად რაჲმე სძლო აგარის მსგავსსა მას შესაკრებელსა ჰურიათასა, სიმრავლითა შვილთსხმისაჲთა, რომლისა მოწამედ მოციქულსა შემოჰყავს წინაჲსწარმეტყუელი ესაია, რომელი ბრძანებით ეტყჳს: იხარებდ, უდაბნოჲ ეგე ცალიერი და ბერწი ყოველთაგან ნაყოფთა ღმრთისმეცნიერებისათა; აღიმაღლე და ჴმობდ, რომელსა არაოდეს გელმოდა შობაჲ შვილთა ღმრთისმსახურებისათაჲ, რამეთუ მრავალ არიან აწ შვილნი შენ, უდაბნო ოჴერ ქმნულისანი, უფროჲს მისსა, რომელსა-იგი მაშინ აქუნდა მეუღლებაჲ შჯულისაჲ წინამხედველად და განმგებელად ყოვლისა, რამეთუ მას შესაკრებელსა ჰურიათასა ერთი ხოლო ნათესავი ისრაიტელთაჲ აქუნდა....

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის