მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 10:17

16. არამედ არა ყოველთა ისმინეს სახარებისაჲ მის, რამეთუ ესაია იტყჳს: უფალო, ვის-მე ჰრწმენა სასმენელი ჩუენი?17. აწ უკუე სარწმუნოებაჲ სამე სმენისაგან არს, ხოლო სმენაჲ - სიტყჳთა ღმრთისაჲთა.18. არამედ ვთქუა: ნუუკუე არა ესმაა? არამედ იტყჳს, ვითარმედ: ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი, და კიდეთა სოფლისათა - სიტყუანი მათნი.
ჰრომაელთა მიმართ თავი 10
17. აწ უკუე სარწმუნოებაჲ სამე სმენისაგან არს, ხოლო სმენაჲ - სიტყჳთა ღმრთისაჲთა.
თავი ი̂ე. ვითარმედ ურწმუნოებისაგან იქმნა დაცემაჲ მათი, უმეცრებისათჳს სიმართლესა ღმრთისასა, რამეთუ არა დაემორჩილნეს იგინი მადლსა მას ქადაგებისასა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არამედ არა ყოველთა ისმინეს სახარებისაჲ მის, რამეთუ ესაია იტყჳს: "უფალო, ვის-მე ჰრწმენა სასმენელი ჩუენი?" აწ უკუე სარწმუნოებაჲ სამე სმენისაგან არს, ხოლო სმენაჲ — სიტყჳთა ღმრთისაჲთა (10,16-17).:

თარგმანი: რომელთანი-იგი ზემო ფერჴნი შეიმკვნეს სახარებითა მით მშჳდობისაჲთა, რაჲთა არავის უკჳრდეს, თუ რაჲსათჳს არა ყოველთა ჰრწმენა ღმრთივ მოვლინებული იგი ქადაგებაჲ მათი, ამისთჳს მისვე ესაიაჲს მიერ შემოიღებს სიტყუასა წინამოსწავებისასა. და ამითცა ჯერითა გულსავსე ჰყოფს მსმენელთა, ვითარმედ ღმერთი არაოდეს დაჰჴსნის თჳთმფლობელობასა კაცთასა, არცა ვის იძულებით მიიყვანებს მორჩილებად ქადაგებისა თჳსისა. რამეთუ ყოველივე ნებსითი უჴმს მას, და არარაჲ იძულებითი. ხოლო ვინაჲთგან მარადის დასაბამად ქადაგებისა სასწაულთა მეძიებელ არიან ჰურიანი, ამისთჳს მასვე წინაჲსწარმეტყუელსა შემოიყვანებს მოწამედ სასმენელი ჩუენი? — რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ არად საძიებელ არიან სასწაულნი, არამედ მხოლოდ სმენასა შეუდგს რწმუნებაჲ; ხოლო სმენაჲ იგი არა ცუდისა რაჲსაჲმე არს, არამედ სიტყჳთა ღმრთისაჲთა; რამეთუ არა კაცობრივ არიან თქუმულნი იგი, არამედ ღმრთისა მიერ.

თავი ი̂ე
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ უკუე სარწმუნოებაჲ სმენისაგან არს, ხოლო სმენაჲ — სიტყჳთა ღმრთისაჲთა. არამედ ვთქუათ-მე: ნუ-უკუე არა ესმაა? და ვითარ, რამეთუ ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი და კიდეთა სოფლისათა — სიტყუანი მათნი (10,17-18).:

თარგმანი: ვინაჲთგან ჰურიანი მარადის სასწაულთა ითხოვდეს, ამისთჳს მიზეზად პოვა სიტყუაჲ წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რომელი იტყჳს, ვითარმედ: უფალო, ვის ჰრწმენა სასმენელი ჩუენი? და ამით შეარცხუენს მათ, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ არა ჯერ-არს სასწაულთა ძიებაჲ, რამეთუ სარწმუნოებაჲ სასმენელითა იქმნების და არა სასწაულთა მიერ. ხოლო ვინაჲთგან სარწმუნოებაჲ სასმენელითა არს, ნუ-უკუე ჰურიათა არა ესმაა? და ვითარ არა ესმაო, ვინაჲთგან ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი. მაშა ჰურიათა, რომელთა შორის იყო ძირი ქადაგებისაჲ, არამცა ასმიოდაა?

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელსა აქუს სძალი, იგი სიძჱ არს; ხოლო მეგობარი სიძისაჲ რომელი დგას და ესმის მისი, სიხარულით უხარის ჴმითა სიძისაჲთა“ (3,29).:

...ის“? გარნა რამეთუ იგავისა მისგან სიტყუაჲ ესე საქმისა ამის მიმართ მოიღო, და ვინაჲთგან სიძჱ და სძალი აჴსენნა, გამოაჩინებს, ვითარმედ ესრეთ ჴმითა და სიტყჳთა იქმნების შეერთებაჲ მეუღლეთაჲ, და ესრეთვე ეკლესიაჲ შეერთო ღმერთსა. ამისთჳსცა პავლე იტყოდა, ვითარმედ: „სარწმუნოებაჲ სმენისაგან არს, ხოლო სმენაჲ - სიტყუათაგან“, და მის ჴმისაგან მე ვიხარებო. და ესეცა სიტყუაჲ, ვითარმედ: „დგას“, არა ცუდად თქუა, არამედ რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ მისი ყოველივე დაცხრომილ არს, და მიერითგან მიუთუალავს სძალი სიძისადა, რომელ არს კრებული კაცთა მორწმუნეთაჲ, და თჳთ უჴმს ოდენ დგომაჲ და სმენაჲ. ამისთჳსცა იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე სიხარული ჩემი აღსრულებულ არს“ (3,29).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: აღმისრულებიეს საქმჱ, რომელი ჯერ-იყო ჩემდა ქმნად, და არღარას ძალ-მიც უმეტესისა ქმნად. და უჩუენა მათ წინაჲსწარ დიდი იგი დიდებაჲ მისი, რომელი ყოფად იყო შემდგომად ვნებისაცა, და ჰრქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მისა ჯერ-არს აღორძინებად, ხოლო ჩემდა მოკლებად“ (3,30).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: რომლისაგან-ეგე თქუენ გეშინის, არა აწ ოდენ არს, არამედ შემდგომად მცირედისა ფრიად უმეტესად ყოფად არს, არამედ ამას ყოველსა ზედა მე მიხარის, რამეთუ მისი დიდებაჲ ჩე...

სრულად ნახვა