თარგმანი: სიმართლედ ღმრთისად უწოდს სარწმუნოებასა ქრისტეს მიმართსა, რომელი-იგი ზეგარდამოჲსა მადლისა მიერ მოენიჭების კაცსა. ხოლო თჳსად სიმართლედ მათდა იტყჳს შჯულისა მას წესსა, რომელი-იგი ანუ ყოვლად შეუძლებელ ანუ ფრიადითა შრომითა და ოფლითა წარსამართებელ არს. ამისთჳსცა, ვინაჲთგან ურჩ იპოვნეს სიმართლისა ღმრთისა და სარწმუნოებისა იესუ ქრისტესსა, ამისთჳს შჯულისაჲცა იგი ბრძანებაჲ ვერვე აღასრულეს და განვარდეს მისგან, რამეთუ მისი აღსრულებაჲ იყო სარწმუნოებაჲ ქრისტესი.
ჰრომაელთა მიმართ 10:3
თარგმანი: მომადლებისა მათისათჳს იტყჳს ამას, ვითარმედ ვეწამებიო, რომელ არა კაცთათჳს განყოფილ არიან ქრისტესგან, არამედ ჰგონებენ თუ: საღმრთოჲ შური გუაქუს. გარნა უგულისჴმოებით არს გულისსიტყუაჲ მათი, რამეთუ არა ჭეშმარიტისა მის კეთილისა ისწრაფიან ცნობად, არამედ თჳსი იგი გულისსიტყუაჲ მიუდრეკელად აქუს ცუდი იგი და არა დაემორჩილნეს ჭეშმარიტსა მას სიმართლესა და ძალსა ღმრთისასა —ქრისტეს.
განმარტება კვირიაკის სამოციქულიოსა (რომ. 10, 1-11).
ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! საღმრთო ლიტურღიის, ანუ წირვის აღსრულებასა შინა, უმთავრესთა წესთაგანი არის წაკითხვა სახარებისა და სამოციქულოისა. მაშასადამე, ვისაც ჰსურს ჯეროვნად და სასარგებლოდ მოსმენა წირვისა და მიღება მადლისა, მან ყოველთვის საკუთარი ყურადღება უნდა მიაქციოს რიგის სამოციქულოსა და სახარებასა ზედა და ეცადოს, რომ კარგად გაიგოს აზრი და დარიგება, რომელნიც არიან მათ შინა.
აწინდელთა კვირიაკეთა შინა, ესე იგი შემდგომად სულის წმინდის მოფენისა, ყოველს წირვაზედ წაიკითხებიან სამოციქულოსაგან რომაელთა მიმართ წმინდისა პავლე მოციქულისა ისრეთნი თავნი და მუხლნი, რომელნიც იპყრობენ თვის შორის დიდსა და ღრმასა სწავლასა. მეტადრე დღეს წაკითხული სამოციქულო წინა-დაგვიდებს ერთობ ღრმასა სწავლასა, რომელსა ყოველი ქრისტიანე ვერ გაიგებს ჯეროვნად, უკეთუ არ ეყოლა ხელმძღვანელი. ამისათვის, შეწევნითა ღვთისათა, ავხსნათ აზრი დღეს წაკითხულის სამოციქულოისა, ხოლო ხელმძღვანელად ჩვენდა მოვუწოდოთ დიდსა და წმინდასა მამასა ჩვენსა იოანე ოქრო-პირსა, რომელმან დაგვიტოვა ჩვენ ვრცელი და მშვენიერი განმარტება...
...ითარსა გულისხმის-ყოფასა მოვიდეს მეყსა შინა? და ცნეს, ვითარმედ ყოვლისა სოფლისაჲ მისა ეგულებოდა მოქცევაჲ, და არა ჰურიათა ოდენ თანა დაუტეობდა თჳსსა განგებულებასა, არამედ ყოველსა სოფელსა განანათლებდა. არამედ ჰურიათა არა ესრეთ ქმნეს, გარნა „თჳსსა სიმართლესა ეძიებდეს დამტკიცებად და სიმართლესა ღმრთისასა ვერ მისწუდეს“. ხოლო ესენი აღიარებენ, ვითარმედ: „ყოველთა ცოდეს, არამედ განმართლდებიან უსასყიდლოდ მადლითა ღმრთისაჲთა“, და: „ესე არს ჭეშმარიტად მაცხოვარი სოფლისაჲ, ქრისტე“, წარწყმედულისა მის ბუნებისა მჴსნელი და ჭეშმარიტისა ცხორებისა მომნიჭებელი. ესე არს საქმჱ მჴურვალისა სარწმუნოებისაჲ, რამეთუ საკჳრველ არს მათთჳს, ვი-თარმედ თჳნიერად სასწაულთა ხილვისა სწავლითა ოდენ ესრეთ მჴურვალედ ჰრწმენა. ხოლო სწავლაჲ თუ რაჲ უთქუამს მუნ, არღარას იტყჳს მახარებელი, რაჲთა სცნა, ვითარმედ მრავალსა რას თანაწარჰჴდებიან მახარებელნი სიტყუათა მისთა და სასწაულთა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და შემდგომად ორისა დღისა გამოვიდა მიერ და წარვიდა გალილეად. რამეთუ თავადი იესუ წამებდა, ვითარმედ: წინაჲსწარმეტყუელსა თჳსსა სოფელსა პატივი არა აქუს“ (4,43-44).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რადღა სწერია ამას ადგილსა ესე, თუ: „თჳსსა მამულსა პატივი...
...ისმინე პავლესი, რამეთუ მან ნეტარმან ფრიად გამოიძია საქმე ესე და პოვა მიზეზი მისი და გუასწავა. ისმინე უკუე მისი, რომელი იტყჳს მიზეზსა ესევითარისა მის სიბრმისა მათისასა და ღაღადებს, ვითარმედ: „უმეცარ იყვნეს იგინი სიმართლესა ღმრთისასა და თჳსსა ნებასა ეძიებდეს დამტკიცებად და სიმართლესა ღმრთისასა არა დაემორჩილნეს“, და ამისთჳს შეემთხჳა მათ ესე ყოველი. და კუალად იგივე სხუასა ადგილსა სიტყუასა ამას გამოსთარგმანებს და იტყჳს: „აწ უკუე რაჲ-მე ვთქუათ? წარმართნი, რომელნი არა ეძიებდეს სიმართლესა, ეწინეს სიმართლესა, ხოლო სიმართლესა სარწმუნოებისაგან. და ისრაჱლი სდევდა შჯულსა მას სიმართლისასა, და შჯულსა მას სიმარ-თლისასა ვერ მისწუთა. რაჲსათჳს-მე? რამეთუ არა სარწმუნოებისაგან, რამეთუ შებრკოლდეს ლოდსა მას შებრკოლებისასა“. ხოლო სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს, ესევითარი არს, ვითარმედ ურწმუნოებაჲ ექმნა მათ მიზეზი ესოდენთა მათ ბოროტთა, ხოლო ურწმუნოებაჲ შვა ამპარტავანებამან. რამეთუ ვინაჲთგან პირველ უპატიოსნეს იყვნეს წარმართთასა, ვინაჲთგან ღმერთი იცოდეს, და სხუათა მათთჳს საქმეთა, რომელთა იტყჳს მოციქული, ხოლო შემდგომად ქრისტეს მოსლვისა იხილეს, რამე-თუ სწორითა პატივითა იყვნეს ორნივე, ჰურიანიცა და წარმართნი, და არ...
...ვე. რამეთუ არა თქუა, თუ: თხოაჲ ისმინე და ამისთჳს გამოუცხადე, არამედ: „ესრეთ სათნო-იყოო შენ წინაშე“; ესრეთ ინებე, ესრეთ სათნო-იჩინე.
ხოლო რაჲსათჳს დაეფარა ბრძენად საგონებელთა მათგან უგუნურ-თა? ისმინე პავლესი, რასა იტყჳს, ვითარმედ: „თჳსსა მას ნებასა ეძიებდეს დამტკიცებად და სიმართლესა ღმრთისასა არა დაემორჩილნეს“.
ხოლო ლუკა ეგრეთ იტყჳს, ვითარმედ: ოდეს მიიქცეს სამეოცდაათნი იგი და უთხრეს დამორჩილებისა მისთჳს ეშმაკთაჲსა, მას ჟამსა იხარებდა იესუ სულითა წმიდითა და თქუა ზემოწერილი ესე მადლობაჲ, რაჲთა უმეტესი ასწაოს მათ მოსწრაფებაჲ და სიმდაბლე, რაჲთა არა აღზუავნენ განსხმისა მისთჳს ეშმაკთაჲსა. ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: ესე საქმე არა თუ თქუენისა მოსწრაფებისაჲ არს, არამედ მადლი არს ზეგარდამოჲ, მოცემული თქუენდა სარწმუნოებისა და უმანკოებისა თქუენისათჳს, რამეთუ ჩჩჳლთა მსგავსად განშორებულ იქმნენით ყოვლისა ბოროტისაგან და გონებითა მარტივითა შეიწყნარეთ საიდუმლოჲ ღმრთისაჲ. ხოლო მწიგნობართა და ფარისეველთა, რომელნი ჰგონებდეს თავთა თჳსთა ბრძენ და მეცნიერ, ანპარტავანებისა თჳსისათჳს არა შეიწყნარეს საიდუმლოჲ მადლისა ღმრთისაჲ. ვინაჲთგან უკუე მათ ანპარტავანებისაგან დაეფარა, დაადგერით თქუენ სიმდაბლესა ზედა, რაჲთა არაოდეს დაგეფაროს გამოცხადებაჲ ესე მადლისაჲ, რამე...
...თავთა თჳსთა განიმართლებდეს. და ამან საქმემან უფროჲს ყოვლისა წარწყმიდნა იგინი და განაშორნა სარწმუნოებისაგან ქრისტესისა. და ამას მოასწავებს პავლე, ვითარცა იტყჳს მათთჳს ბრალობით, ვითარმედ: „უმეცარ იყვნეს იგინი სიმართლესა ღმრთისასა და თჳსსა მას ნებასა ეძიებდეს დამტკიცებად და სიმართლესა ღმრთისასა არა დაემორჩილნეს“. და კუალად იტყჳს: „აწ უკუე რაჲ-მე ვთქუათო? წარმართნი, რომელნი არა ეძიებდეს სიმართლესა, ეწინეს სიმართლესა, და ისრაჱლი შეუდგა შჯულსა მას სიმართლისასა და შჯულსა მას სიმართლისასა ვერ მისწუთა. რაჲსათჳს-მე? რამეთუ არა სარწმუნოებისაგან, არამედ ვითარცა საქმისაგან შჯულისა“. ვინაჲთგან უკუე ესე იყო მიზეზი ბოროტთა მათთაჲ, უმეცრებაჲ ცოდვა-თა თჳსთაჲ და არა სინანული, ამისთჳს მოვიდა იოვანე, რაჲთა მოიყვანნეს იგინი მეცნიერებად ცოდვათა თჳსთა, და სახეცა მისი ამას მოასწავებდა, რამეთუ სინანულისა და აღსაარებისა მომასწავებელი იყო; და ქადაგებაჲ მისი ამას გამოაჩინებდა, რამეთუ ესრეთ იტყოდა, ვითარმედ: „ყავთ ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ“.
ვინაჲთგან უკუე არამეცნიერებაჲ ცოდვათა თჳსთაჲ განაშორებდა მათ ქრისტესგან, სიტყჳსა მისებრ მოციქულისა, ხოლო მეცნიერებაჲ ბრალთა თჳ...