მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 11:22

21. უკუეთუ ღმერთმან ბუნებითთა მათ რტოთა არა ჰრიდა, ნუუკუე შენცა არა გრიდოს.22. აწ უკუე იხილე სიტკბოებაჲ და სასტიკებაჲ ღმრთისაჲ: დაცემულთა მათ ზედა - სასტიკებაჲ, ხოლო შენ ზედა - სიტკბოებაჲ, უკუეთუ ეგო სიტკბოებასა მას ზედა; უკუეთუ არა, შენცა მო-ვე-ეკუეთო.23. და იგინი, თუ არა დაადგრენ ურწმუნოებასა მათსა ზედა, და-ვე-ემყნენ; რამეთუ შემძლებელ არს ღმერთი კუალად დამყნად მათდა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 11
22. აწ უკუე იხილე სიტკბოებაჲ და სასტიკებაჲ ღმრთისაჲ: დაცემულთა მათ ზედა - სასტიკებაჲ, ხოლო შენ ზედა - სიტკბოებაჲ, უკუეთუ ეგო სიტკბოებასა მას ზედა; უკუეთუ არა, შენცა მო-ვე-ეკუეთო.
თავი ი̂ვ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ნუ პმაღლოი, არამედ გეშინოდენ! უკუეთუ ღმერთმან ბუნებითთა მათ რტოთა არა ჰრიდა, ნუ-უკუე შენცა არა გრიდოს. აწ უკუე იხილე სიტკბოებაჲ და სასტიკებაჲ ღმრთისაჲ: დაცემულთა მათ ზედა — სასტიკებაჲ, ხოლო შენ ზედა — სიტკბოებაჲ (11,20-22).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: იხილე საქმე საკჳრველი, ვითარ ღმერთი ჩუენ კაცთა ნებასა შეუდგს! რამეთუ შენ, წარმართთაგანო, არცა ერთი კეთილი გაქუნდა და ვინაჲთგან ოდენ ნებაჲ კეთილი აჩუენე და გრწმენა, აჩუენა ღმერთმანცა შენ ზედა მიუთხრობელი სიტკბოებაჲ, ვითარცა არს ბუნებით. ხოლო მათი იხილა რაჲ უკეთური ნებაჲ და ამპარტავანებაჲ, აიძულა მისი სიტკბოებაჲ და შეიცვალა სასტიკებად.

ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: უკუეთუ ეგო სიტკბოებასა მას ზედა... (11,22).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ ღირსნი სახიერებისა და ქველისმოქმედებისა მისისანი ჰქმნნე საქმენი.

თავი ი̂ვ. მიზეზისათჳს, რომლისა ძლით განვარდეს, რამეთუ მრწემობად და შეურაცხებად შეჰრაცხეს, შურისათჳს წარმართთაჲსა, რომელთა უაღრეს მათსა პატივ-ეცა და დაიწერნეს მორწმუნისა მის ისრაჱლისა თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ უკუე იხილე სიტკბოებაჲ და სასტიკებაჲ ღმრთისაჲ; დაცემულთა მათ ზედა — სასტიკებაჲ, ხოლო შენ ზედა - სიტკბოებაჲ, უკუეთუ ეგო სიტკბოებასა მას ზედა; უკეთუ არა, შენცა მო-ვე-ეკუეთო, და იგინი, თუ არა დაადგრენ ურწმუნოებასა მათსა ზედა, და-ვე-ემყნნენ, რამეთუ შემძლებელ არს ღმერთი კუალად დამყნად მათდა (11,22-23).:

თარგმანი: ღმრთისა მიმართ მიაგდებს საქმესა და მადლისა მიმართ მისისა, რამეთუ არავისთა საქმეთაგან, თჳნიერ მხოლოდ მადლისა მიერ მისისა იტყჳს ცხოვნებასა, ხოლო შემდგომად ცხოვნებისა ჩუენ ზედა დასდებს ტჳრთსა დადგრომისა და არა-დადგრომისასა სიტკბოებასა მას შინა, რამეთუ შემდგომად სარწმუნოებით განმართლებისა გჳჴმს მოგებაჲ კეთილთა საქმეთაჲ, რაჲთა მათ მიერ ვეგნეთ სიტკბოებასა შინა ღმრთისასა, მარადის მივლტოლვითა კაცთმოყუარებისა მიმართ მისისა, რამეთუ არცა ჩუენი დგომაჲ დაუცემელ არს, არცა მათი დაცემაჲ აღუდგომელ, არამედ ჩუენ უკუეთუ უკრძალველ ვიყვნეთ, კუალად მოვეკუეთებით; რამეთუ არა ღმერთი, არამედ ჩუენ თჳთ ვართ მომკუეთელ თავთა ჩუენთა; და იგინი, უკუეთუ განიფრთხონ და მოიქცენ, კუალად დავე-ემყნნენ; არა თავით თჳსით, არამედ ღმრთისა მიერ, ყოვლისავე შემძლებელისა, რამეთუ დაცემისა და მოკუეთისა ჩუენ ვართ მოქმედ, ხოლო აღდგომისა და დამყნისა — ღმერთი.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის