თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ: რომელნიცა ურწმუნო ექმნეს ქრისტესა ჰურიანი, იგინი იტყჳან, ვითარმედ შჯულსა აღვასრულებთ, არამედ შჯულსა გარდასრულ არიან. და რასაღა სცთებიან და ეძიებენ შჯულისა აღსრულებასა, რომლისაგან განვრდომილ არიან, ვინაჲთგან ქრისტე უვარ-უყოფიეს? ხოლო რჩეულნი იგი, რომელნი კეთილნი იყვნეს, იგინი მოიქცეს და მათ აღასრულეს ჭეშმარიტად შჯული. და მიემთხჳნეს ძალსა მისსა, რაჲთა ვერვინ თქუას თუ შეუძლებელ იყო მოქცევად ქრისტესა.
6. ხოლო უკუეთუ მადლით, არღარა საქმეთაგან; უკუეთუ არა, მადლი იგი არღარა შეირაცხების მადლად; უკუეთუ კულა საქმეთაგან, არღარა არს მადლი, ვინაჲთგან საქმე იგი არღარა არს საქმე.7. აწ უკუე რაჲ? რომელსა ეძიებს ისრაჱლი, ამას ვერ მიემთხჳა; ხოლო რჩეული იგი მიემთხჳა, და სხუანი იგი დაბრმეს.8. ვითარცა წერილ არს: მოსცა მათ ღმერთმან სული მწუხარებისაჲ, თუალნი, რაჲთა არა ჰხედვიდენ, და ყურნი, რაჲთა არა ესმოდის, ვიდრე დღენდელად დღედმდე.
ჰრომაელთა მიმართ თავი 11