მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 11:8

7. აწ უკუე რაჲ? რომელსა ეძიებს ისრაჱლი, ამას ვერ მიემთხჳა; ხოლო რჩეული იგი მიემთხჳა, და სხუანი იგი დაბრმეს.8. ვითარცა წერილ არს: მოსცა მათ ღმერთმან სული მწუხარებისაჲ, თუალნი, რაჲთა არა ჰხედვიდენ, და ყურნი, რაჲთა არა ესმოდის, ვიდრე დღენდელად დღედმდე.9. და დავით იტყჳს: იქმენინ ტაბლაჲ მათი მათ წინაშე საფრჴე და სანადირო და მისაგებელ და საცდურ მათდა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 11
8. ვითარცა წერილ არს: მოსცა მათ ღმერთმან სული მწუხარებისაჲ, თუალნი, რაჲთა არა ჰხედვიდენ, და ყურნი, რაჲთა არა ესმოდის, ვიდრე დღენდელად დღედმდე.
თავი ი̂ვ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვითარცა წერილ არს: მისცა მათ (11,8).:

თარგმანი: სიტყუასა ამას თუ "მისცა" — ნუ ესრეთ გულისჴმა-ჰყოფ, თუ მან მოიყვანა იგი მათ ზედა, არამედ მიუშუაო და შეუნდო ესრეთ ყოფად.

ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მისცა მათ სული მწუხარებისაჲ (11,8).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: იხილა მათი სიბოროტჱ და მოუდრეკელობაჲ, და მიუშუა წარწყმედად.

თავი ი̂ვ. მიზეზისათჳს, რომლისა ძლით განვარდეს, რამეთუ მრწემობად და შეურაცხებად შეჰრაცხეს, შურისათჳს წარმართთაჲსა, რომელთა უაღრეს მათსა პატივ-ეცა და დაიწერნეს მორწმუნისა მის ისრაჱლისა თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ უკუე რაჲ? რომელსა ეძიებს ისრაჱლი, ამას ვერ მიემთხჳა? ხოლო რჩევითი იგი მიემთხჳა, და სხუანი იგი დაბრმეს, ვითარცა წერილ არს: მოსცა მათ ღმერთმან სული მწუხარებისაჲ; თუალნი, რაჲთა არა ხედვიდენ, და ყურნი, რაჲთა არა ესმოდის, ვიდრე დღენდელად დღედმდე. და დავით იტყჳს: იქმენინ ტაბლაჲ მათი მათ წინაშე საფრჴე და სანადირო და მისაგებელ და საცთურ მათდა. დაუბნელდედ თუალნი მათნი, რაჲთა არა ხედვიდენ, და ზურგი მათი მარადის შედრიკე (11,7-10).:

თარგმანი: კუალად ამასცა საძიებელსა ჰურიათა მაგიერ შემოიღებს და ცხად ჰყოფს მათსა მას თავსა შორის თჳსსა ქონებულსა განზრახვასა, ვითარმედ ჰნებავს ძიებაჲ, ხოლო არა ჯეროვნად ეძიებენ, რამეთუ ამისთჳს ვერ მიემთხჳნეს, რომელ ენება ოდენ მიმთხუევაჲ, არამედ არა ჴელ-ჰყოფდეს-ცა ღონისძიებად, სლვად გზათა, მიმყვანებელთა მისსა. ამისთჳსცა დაშთომილთა მათ ჰურიაობასა შინა კადნიერად ამხილებს სიტყჳთა ესაიაჲსითა, და დააშჯის სიბრმესა, ვითარმედ: "მისცა მათ ღმერთმან სული მწუხარებისაჲ". მიცემაჲ ესე მიშუებად გულისჴმა-ყავ, რამეთუ მარადის მიშუებასა ღმრთისასა "მიცემად" ჩუეულ არიან წერილნი წოდებად. ხოლო სულ მწუხარებისა აწინდელსა ამას ადგილსა ბოროტებად მიდრეკილსა და ჩუეულებითა უწესოებათაჲთა განყინულსა სულსა იტყჳს, ვითარცა უქმ-ქმნილსა კეთილისა და ბოროტისაგან, რომლისათჳსცა უქმ ყვნეს ჰურიათა ღმრთივ მოცემულნი იგი ორღანონი თუალთა და ყურთანი, არა ხედვად და არცა სმენად დიდებულებათა უფლისათა. რამეთუ, მოსწრაფე იყვნეს, რაჲთა არა ცხონდენ მათ მიერ. ამისთჳსცა მოციქულმან ვითარ-იგი სიბრმისა მათისათჳს ესაიაჲსგან, ეგრეთვე ტანჯვისა მათისათჳს დავითის სამეოცდამერვისა ფსალმუნისაგან შემოიღო...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამას ეტყოდა იესუ და წარვიდა და დაიმალა მათგან“ (12,36).:

...ეს გულნი მათნი, რაჲთა ვერ იხილონ თუალითა, ვერცა გულისხმა-ყონ გულითა. ; ; ; ; (საქმე 28, 26-27); ესე თქუა ესაია, ოდეს იხილა დიდებაჲ მისი და მისთჳს იტყოდა“ (12,37-41). აჰა ესერა კუალად სიტყუაჲ ესე, ვითარმედ არა მიზეზისანი არიან, არამედ აღსასრულისანი, რამეთუ არა თუ, რომელ ესაია თქუა, თუ: „არა ჰრწმენეს“, ამისთჳს არა ჰრწმენა, არამედ ვინაჲთგან არა ეგულებოდა რწმუნებად, ამისთჳს თქუა ესაია. ხოლო რაჲ არს, რომელ მახარებელი არა ესრეთ იტყჳს, არამედ იტყჳს, თუ: ურწმუნოებაჲ წინაჲსწარმეტყუელებისაგან იყო და არა წინაჲსწარმეტყუელებაჲ - ურწმუნოებისაგან? რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ამისთჳს ვერ ეძლო რწმუნებად, რამეთუ თქუა ესაია“. რამეთუ ამას ადგილსა ჰნებავს გამოჩინებად უტყუველობასა მას წერილისასა, ვითარმედ რომელი-იგი თქუა, ყოველივე იქმნა. რაჲთა ვერვინ იტყოდის, თუ: რაჲსათჳს მოვიდა ქრისტე, ვინაჲთგან იცოდა, ვითარმედ არა უსმენდეს მას? ამისთჳს წინაჲსწარმეტყუელთაცა შემოიყვანებს, რომელთა იცოდეს ესე. ხოლო იგი მოვიდა, რაჲთა მიზეზი არა აქუნდეს ცოდვისა მათის...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თჳსისა და ასული - დედისაგან თჳსისა და სძალი - დედამთილისაგან თჳსისა. და მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თჳსნი“ (10,35-36).:

...ნ იქმნა მიზეზ განყოფისა მის მათისა? რომელმან-იგი მიუპყრა ნათელი და მოუწოდა ბნელისაგან, ანუ რომელნი-იგი არა შეუდგეს მას? ჰე, ჭეშმარიტად იგინი იქმნეს მიზეზ სიბნელისა და წარწყმედისა თჳსისა. გარნა ესე ჩუეულება არს წერილისაჲ ამის ესევითარისა სახისა თქუმად, ვითარცა იტყჳს: „მისცნა მათ ღმერთმან თუალნი არა ხედვად“. არა თუ ღმერთმან დაუყვნა თუალნი, - ნუ იყოფინ! - არამედ მათმან უკე-თურებამან. ეგრეთვე აქა განყოფილებისა მის მიზეზ უკეთურებაჲ იგი უშჯულოთაჲ მათ იქმნა. არამედ ამისთჳს უფალმან ესრეთ მიუთხრა მოციქულთა, რაჲთა ოდეს საქმე იქმნებოდის და მრავალნი მაცთურით ხადოდინ მათ და განმყოფელად მამა-დედათა შვილთაგან და მეუღლეთა ერთმანერ-თისაგან, არა შეშფოთნენ, არამედ გულისჴმა-ყონ, ვითარმედ პირველვე უთხრა ესე უფალმან. ეგრეთვესახედ იქმნა ძუელსაცა შინა შჯულსა, რაჲ-თა სცნა, ვითარმედ ესევე იყო მისცა შჯულისა განმგებელი.

რამეთუ ოდეს-იგი ჰურიათა ქმნეს ჴბოჲ და თაყუანის-სცეს, და უბრძანა მოსე სიტყჳთა უფლისაჲთა ურთიერთას მოწყუედაჲ მახჳლითა ლევიტელთა მათ, და მაშინღა იქმნა მშჳდობაჲ; ეგრეთვე, ოდეს-იგი ბელფეგორეს ჰმსახურეს, იქმნა, დაღაცათუ უკუე სისხლნი მრავალნი დაითხინეს მაშინ. არამედ ვიცით, ვითარმედ კაცთმოყუარებისათჳს იყო ბრძანებაჲ იგი, რაჲთა შეთქუმულებაჲ ბოროტისაჲ...

სრულად ნახვა