თარგმანი: საქმედ ბნელისა — ცოდვათა იტყჳს, ხოლო საჭურველად ნათლისა — სათნოებათაჲ.
ჰრომაელთა მიმართ 13:13
თარგმანი: ზემო მახლობელობაჲ ოდენ თქუა დღისა მის საშჯელისაჲ, ხოლო აქა ვითარცა აწვე მოწევნულობითა მისითა შეაძრწუნებს მსმენელთა. და კუალად, რაჲთა არა დაუმძიმოს მათ მარტოებაჲ, ამისთჳს თავსა თჳსსა მათ თანა შეჰრთავს, ვითარმედ: ესრეთ ვიდოდით კრძალულებით, ვითარმცა აწვე მას დღესა შინა ვიყვენით, ხოლო სლვა შუენიერ არს კეთილი მოქმედებაჲ სათნოებათაჲ.
ძმანო მართლ-მადიდებელნო! დღესა პირველ დაწყებამდე ჩვეულებრივისა სწავლისა და ქადაგებისა, მსურს აღვასრულო საზოგადო ქრისტიანული ჩვეულება აწინდელისა დღისა. იცით თქვენცა, რომ დღეს მწუხრზე ყოველნი ბეჯითნი და ერთგულნი ქრისტიანენი, თანახმად დღევანდელი სახარების ბრძანებისა, გამოითხოვენ შენდობასა პირველად სულიერთა მამათაგან, მერმე ერთი მეორისაგან, რათა ყოველ კაცთან შერიგებულნი, დამშვიდებულითა გულითა და სულითა შეუდგნენ სულიერსა მოღვაწებასა დიდისა მარხვისასა. მეცა, აღმასრულებელი ამ მშვენიერისა ჩვეულებისა და წესისა სიმდაბლით და მორჩილად, გთხოვთ მომიტევოთ ვისაც რა ვსცოდე, და რაც ვაწყენინე წარსული წლის განმავლობაში სიტყვით, გინა საქმით, ნებით გინა უნებლიდ. ჩემის მხრითგანაც ვაძლევ შენდობასა ყოველთა ვინც რა შემცოდა და მაწყენინა.
ახლა შეუდგეთ ჩვეულებრივსა უბნობასა, ანუ მოძღვრებასა. დღეს მე აღვარჩიე განმარტება ანუ აღსნა დღევანდელისა სამოციქულოისა, რადგანაც დღევანდელი სამოციქულოს სწავლა შეადგენს მშვენიერსა შესავალსა, ანუ დასაწყისსა, დიდისა მარხვისა. იქნება ზოგიერთმა თქვენ შორის არ იცის, რომ წმინდამან ეკლესიამან ყოველი დღესასწაულისათვის და კვირიაკესათვის...
ესრეთ მისწერა ოდესმე რომაელთა წმიდამან პავლე მოციქულმა; ხოლო წმიდამან ეკლესიამან განგებ დააწესა წაკითხვა სიტყვათა ამათ თვით შესავალსა დიდისა მარხვისასა და მით გვასწავლა ჩვენ, რომელ იგინი უმეტესად შეეფერებიან პატიოსანთა ამათ დღეთა დიდისა მარხვისათა.
ჭეშმარიტად, ძმანო ქრისტიანენო, თუ ოდესმე შესაძლებელი არის განღვიძება ცოდვილისა ძილისაგან ცოდვათასა, ეს ახლა, დღეთა ამათ შინა მარხვისათა; თუ ოდესმე შეიძლება სთქვას კაცმა, ახლა არის ჟამი განღვიძებად და ახლა არის უმახლობელეს ჩვენდა ცხოვნება, ეს იქნება აწ, განმავლობასა შინა დიდისა მარხვისასა. რისთვის? მისთვის, რომელ წმიდამან ეკლესიამან ისე კეთილად და ბრძნად დააწესა წმიდასა მარხვასა შინა კითხვა, ლოცვა, გალობა და ყოველივე დაწყობილება საღმრთოსა მსახურებისა, რომელ შესაძლებელი არ არის არ გაიღვიძოს და არ შეინანოს კაცმა ცოდვილმა, უკეთუ იგი სრულიად არ არის მკვდარი. რაც რომ კი არის მაღალი, კაცის გულის შემმუსვრელი და გრძნობად მომყვანებელი, ვითარცა საღმრთოსა წერილსა შინა, ეგრეთვე თხზულებათა შინა წმიდათა მამათასა, ესე ყოველივე განგებ შეკრიბა წმიდამან ეკლესიამან დღეთა ამათ შინა შენდა აღსაშენებლად და...
...სა მის მოღებად და ნათლისა საუკუნოჲსა. და „ღამედ“ ძუელსა მას კაცსა სახელ-სდებს და ძუელსა მას ცხორებასა, რამეთუ იტყჳს: „აღვიძუარცნეთ საქმენი ბნელისანი“. ჰხედავა, რამეთუ ბოროტთა საქმეთა ქმნასა უწესს „ღამედ“? ამისთჳს „ვითარცა დღისი, ცხადად შუენიერად ვიდოდით“, რაჲთა ნათელი იგი საუკუნო მოგუეცეს. რამეთუ უკუეთუ ესე ნათელი ესრეთ კეთილ არს, გულისხმა-ყავ, თუ რაბამ იყოს იგი, რამეთუ რაოდენ მცირისა სანთლისა ნათელსა მზისა ბრწყინვალებაჲ უმჯობეს არს და უდიდებულეს? და ამისთჳს თქუმულ არს, ვითარმედ: „მზეცა დაბნელდეს“ მის ნათლისა დიდებულებისაგან. ხოლო უკუეთუ ამას სოფელსა შინა სახლთა ნათელთა და შუენიერთათჳს ფრიადსა ვიქმთ წარსაგებელსა და შრომასა, არა ჯერ-არსა, რაჲთა სრულიად ჴორცნი ჩუენნი მოვაკუდინნეთ და წარვწყმიდნეთ, რაჲთა საუკუნესა მას მოვიგოთ სოფელი დიდებული, სადა-იგი ნათელი თუალშეუდგამი არს? რამეთუ აქა ჭირი გჳჴმს და შფოთნი და საშჯელნი და შურნი სხუათა თანა, ხოლო მუნ არარაჲ არს ესევითარი: არცა შური, არცა ჴდომაჲ, არცა საშჯელი ზღვართათჳს. და ამის სოფლისა საყოფელთა უეჭუელად დატევებაჲ თანაგუაც, ხოლო იგი საუკუნოდ ჰგიეს; და ესე ყოველი წარჴდეს, ხოლო იგი დაუ...
...ვლე ბრძანებს, რამეთუ რომელი მღჳძარე იყოს და ფრთხილ, დაღაცათუ შეპყრობილ იქმნეს ცოდვისა მიერ, არამედ არა სრულიად დაეცეს, ხოლო მძინარე და განცოფებული ვერ გულისხმა-ჰყოფს, ვითარ შეპყრობილ არნ მის მიერ. ნუმცა უკუე გუძინავს, რამეთუ არა ღამისაჲ არს ჟამი ესე, არამედ დღისაჲ, და „ვითარცა დღისი, ხატად შუენიერად ვიდოდით“. რამეთუ არარაჲ არს უუშუერჱს ცოდვისა. გულისხმა-ყავ ნუ სულიერსა ოდენ, არამედ ჴორციელიცა, ვითარ რაჟამს-იგი ცოდვასა რასმე ზედა შეპყრობილი მიიყვანებინ საშჯელად წინაშე მთავართასა, ვითარ უშუერ არნ და სირცხჳლეულ, და ცრუდ ფიცავნ და ტყუვინ, და უშუერ არნ.
ხოლო ჩუენ სამოსლისა გარემოქცევით შთაცუმაჲ სირცხჳლ-გჳჩნნ, და უკუეთუ სხუაჲცა ვნახოთ ესრეთ, ვსძაგებთ, ვითარცა უგუნურსა, და ცოდვასა ზედა ყოფასა შინა არა სირცხჳლეულ ვართ. მითხარღა, რაჲ არს უსაძაგელჱს მამაკაცისა მეძვისადა დედაკაცისა მიმართ შესლვასა, ანუ რაჲ არს უსაკიცხელჱს მოშურნისა და ძჳრისმეტყუელისა? ხოლო რაჲ არს ესე საქმჱ, რომელ შიშულად სლვაჲ სარცხჳნელად გუაქუს, ვიდრეღა ესევითარნი საქმენი? რამეთუ შიშულობასა არავინ სადა იქმს ნებსით. ყოველი, რომელი არანებსით იყოს, არა ესრეთ სირცხჳლ არს. ხოლო ცოდვასა ყოველი კაცი, რომელიცა იქმოდის, ნებსით იქმს, რომელი-იგი უძჳრჱს არს და უსაძაგელჱს. და უკუეთუმცა...