მოციქულისაჲ: და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან (13,11).
თარგმანი: რაჲ უწყოდეთ? - გარნა თუ ჟამი ესე შეისწავეთო, რამეთუ მოახლებულ არს აღსასრული, რომლისა შიშისათჳს ვითარცა ძილისაგან გჳჴმს განღჳძებაჲ, განყრაჲ უდებებისა და მცონარებისაჲ, და ესრეთ მოქმედებაჲ კეთილთა საქმეთაჲ.
მოციქულისაჲ: აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ ოდეს-ღა-ესე გურწმენა (13,11).
თარგმანი: უსაკუთრეს არს სიტყუად, ვითარმედ: აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ვიდრე მაშინ, ოდეს-იგი გურწმენა. ესე იგი არს, ვითარმედ აწ უფროჲს მიახლებულ ვართ ჟამსა აღსასრულისა და საუ კუნოჲსა ცხორებისასა, ვიდრეღა მაშინ, ოდეს-იგი ახალმორწმუნე ვიყვენით, დასაბამსა სახარებისა ამის ქადაგებისასა, რამეთუ დღითი-დღე შემცირდების საწუთროჲ ესე, და უმახლობელეს იქმნების დღე აღდგომისა და განშჯისაჲ, რომლისათჳს გჳჴმს უმეტესი განმზადებაჲ, რამეთუ უკუეთუ ჯერისაებრ განმზადებულ ვიყვნეთ, მაშინ ოდენ საცხორებელ არს ჩუენდა დღე განკითხვისაჲ, ხოლო უკუეთუ უნაყოფო და განუმზადებელ ვიყვნეთ, მოსასრველ და წარსაწყმედელ გუექმნეს, გარნა აწ მოციქულმან მართალთა ნაწილისაგან საცხორებელ...