თარგმანი: დაცხრომაჲ ჰნებავს შფოთებისა მათისაჲ, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: არა საჭმელთა და სასუმელთა მიერ იქმნების ღონე სათნო-ყოფისაჲ, შემყვანებელი ჩუენდა სასუფეველსა ღმრთისასა, არამედ მშჳდობითა და სიმართლითა და სიხარულითა მით, რომელი მოგუეცემის სათნოებით მოქალაქობისაგან, ვინაჲთგან უკუე იქმნების მშჳდობაჲ და სიხარული ბილწთაცა ზედა საქმეთა. ამისთჳს მშჳდობასა თანა დასდებს სიმართლესა, რაჲთა გულისჴმა-ჰყო, ვითარმედ იგი ერთობაჲ საქებელ არს ძმათაჲ, რომელი სიმართლითა სულიერითა იქმნებოდის და ჭეშმარიტისა მშჳდობისა მიმართ მიუძღოდის, ხოლო სიხარულსა გჳბრძანებს არარაჲსა სოფლიოჲსა და საეშმაკოჲსა მიერ, არამედ სულითა წმიდითა. ესე იგი არს, ვითარმედ მით სიხარულითა ჯერ-არს სიხარული, რომელსა შემოიღებდეს ჩუენ შორის მოქმდებაჲ სათნოებათაჲ, ჩუენ თანა დამკჳდრებითა სულისა წმიდისაჲთა.
ჰრომაელთა მიმართ 14:17
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ნუ იქმ ამას, თუმცა ვინაჲთგან შენ ყოველსა შჭამ სარწმუნოებით, ამისთჳს ჰყო დაბრკოლებაჲ მხილებითა მით ჭამადისაჲთა ძმისა მის, და განსდევნო იგი სრულიად ქრისტიანობისაგან, რამეთუ ქრისტე მისთჳსცა მოკუდა, არა თუ შენთჳს ოდენ. ამისთჳს გიღირს განგებულებით მის თანა აყოლაჲ, რაჲთა არა განაგდო იგი სარწმუნოებისაგან და საგმობელ ჰყო შენითა უგულისჴმოებითა კეთილი იგი სარწმუნოებაჲ თქუენი. რამეთუ არა თუ ჭამამანმცა ჴორცისამან ანუ სხჳსა რაჲსამან ოდენ შეგიყვანა სასუფეველად; რამეთუ არა არს იგი საჭმლისა სასყიდელ ანუ სასუმლისა, არამედ სიმართლითა მოიგების და სიხარულითა და მშჳდობითა, სულისა წმიდისა მიერ მოგებულითა, და რომელი ამას სწავლასა შინა ჰმონებდესო ქრისტესა, იგი არს სათნო წინაშე ღმრთისა და კაცთა.
თარგმანი: რამეთუ არა თუ ჭამაჲ ოდენ ჴორცისაჲ ანუ სხჳსა რაჲსაჲმე გერგოს სასუფეველად შეყვანებად, არამედ საქმენი გიჴმან კეთილნი და მშჳდობაჲ ძმათა მიმართ.
უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან გამოუცხადა თავი თვისი სოფელსა და იწყო ქადაგება სახარებისა თვისისა შემდგომად ნათლის-ღებისა იოანესაგან იორდანესა შინა, ხოლო პირველნი სიტყვანი ქადაგებისა მისისანი იყვნენ ესენი: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა. მერმეცა მრავალგზის ახსენებდა მაცხოვარი სიტყვათა შინა თვისთა სასუფეველსა ღვთისასა და უხმობდა მსმენელთა შესვლად მას შინა; და ვინაიდგან წარსულს კვირიაკესა შინა ჩვენ ვიდღესასწაულეთ ნათლის-ღება იესო ქრისტესი, არ იქმნება უდროო, დღეს ჩვენ ვიფიქროთ, რაი არს სასუფეველი ღვთისა, რომლითა მაცხოვარმან ამ ჟამად იწყო ქადაგება თვისი. და რა უნდა ჰქნას კაცმან, რათა ეღირსოს შესვლად სასუფეველსა ამას შინა.
რომელნიმე ქრისტიანენი შეცდომით ფიქრობენ, ვითომც სასუფეველი ღვთისა იქმნება მხოლოდ ცათა შინა მომავალსა საუკუნესა; გარნა მაცხოვარი არ იტყოდა: მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა; არ შეაგონებდა მსმენელთა, რათა მიეღოთ სასუფეველი ესე და შესულიყვნენ მას შინა. არა ძმანო, სასუფეველი ცათა არის და დაიწყობა ქვეყანასა ზედა, კაცთა შორის; იგი არის უხილავი, შინაგანი ცხოვრება კაცისა, ოდეს კაცი დაუმორჩილებს გულსა თვისსა...
მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის