მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 14:18

17. რამეთუ არა არს სასუფეველი ღმრთისაჲ საჭმელ და სასუმელ, არამედ სიმართლე და მშჳდობა და სიხარულ სულითა წმიდითა.18. რამეთუ რომელი ამათ შინა ჰმონებდეს ქრისტესა, სათნო არს იგი ღმრთმისა და რჩეულ კაცთა.19. აწ უკუე მშჳდობასა შეუდგეთ და აღშენებასა ურთიერთას.
ჰრომაელთა მიმართ თავი 14
18. რამეთუ რომელი ამათ შინა ჰმონებდეს ქრისტესა, სათნო არს იგი ღმრთმისა და რჩეულ კაცთა.
თავი ი̂თ. სიწმიდისათჳს და მშჳდობისა და ჭამადთათჳს და მარხვისა და დღეთა და უშფოთველისა სიწმიდისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ რომელი ამათ შინა ჰმონებდეს ქრისტესა, სათნო არს იგი ღმრთისა და რჩეულ კაცთა (14,18).:

თარგმანი: ვინაჲთგან იქმნების ბრალობაჲ ცუდად მზუაობრობისაგანცა, და არა შიშითა ოდენ და სიყუარულითა ღმრთისაჲთა, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: არა საჭმელთათჳს ჴდომაჲ, არამედ მშჳდობით და სიმართლით მოქალაქობისა მიერი სიხარული სულითა წმიდითა შეირაცხების მონებად ქრისტესსა. და ესევითარი იგი მონებაჲ ღმრთისაჲ გუყოფს ჩუენ სათნო ღმრთისა და კაცთა, რამეთუ ღმრთისმსახურებაჲ არა ხოლო ღმრთისა, არამედ კაცთა მიერცა პატივსა მომატყუებს ჩუენ.

თავი ი̂ზ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ნუ საჭმლითა შენითა მას წარსწყმედ, რომლისათჳს ქრისტე მოკუდა. და ნუმცა იგმობვის კეთილი იგი თქუენი, რამეთუ არა არს სასუფეველი ღმრთისაჲ საჭმელ და სასუმელ, არამედ სიმართლე და მშჳდობა და სიხარულ სულითა წმიდითა. რომელი ამას შინა ჰმონებდეს ქრისტესა, სათნო არს იგი ღმრთისა და რჩეულ წინაშე კაცთა (14,15-18).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ნუ იქმ ამას, თუმცა ვინაჲთგან შენ ყოველსა შჭამ სარწმუნოებით, ამისთჳს ჰყო დაბრკოლებაჲ მხილებითა მით ჭამადისაჲთა ძმისა მის, და განსდევნო იგი სრულიად ქრისტიანობისაგან, რამეთუ ქრისტე მისთჳსცა მოკუდა, არა თუ შენთჳს ოდენ. ამისთჳს გიღირს განგებულებით მის თანა აყოლაჲ, რაჲთა არა განაგდო იგი სარწმუნოებისაგან და საგმობელ ჰყო შენითა უგულისჴმოებითა კეთილი იგი სარწმუნოებაჲ თქუენი. რამეთუ არა თუ ჭამამანმცა ჴორცისამან ანუ სხჳსა რაჲსამან ოდენ შეგიყვანა სასუფეველად; რამეთუ არა არს იგი საჭმლისა სასყიდელ ანუ სასუმლისა, არამედ სიმართლითა მოიგების და სიხარულითა და მშჳდობითა, სულისა წმიდისა მიერ მოგებულითა, და რომელი ამას სწავლასა შინა ჰმონებდესო ქრისტესა, იგი არს სათნო წინაშე ღმრთისა და კაცთა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის