მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 14:19

18. რამეთუ რომელი ამათ შინა ჰმონებდეს ქრისტესა, სათნო არს იგი ღმრთმისა და რჩეულ კაცთა.19. აწ უკუე მშჳდობასა შეუდგეთ და აღშენებასა ურთიერთას.20. ნუ ჭამადისათჳს დაჰჴსნი საქმესა ღმრთისასა. ყოველივე წმიდა არს, არამედ ბოროტ არს კაცისა, რომელი შებრკოლებისათჳს ჭამდეს.
ჰრომაელთა მიმართ თავი 14
19. აწ უკუე მშჳდობასა შეუდგეთ და აღშენებასა ურთიერთას.
თავი ი̂თ. სიწმიდისათჳს და მშჳდობისა და ჭამადთათჳს და მარხვისა და დღეთა და უშფოთველისა სიწმიდისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ უკუე მშჳდობასა შეუდგეთ და აღშენებასა ურთიერთას (14,19).:

თარგმანი: ვინაჲთგან გამოაჩინა სარგებელი ჯეროვნისა მის მშჳდობისაჲ, აწ ზოგად ყოველთა თანა თავსაცა თჳსსა შეჰრთავს, რაჲთა წადიერ-ყვნეს ყოველნი შედგომად მისსა.

თავი ი̂ზ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მშჳდობასა უკუე შეუდეგით და აღშენებასა ურთიერთას. ნუ ჭამადისათჳს დაჰჴსნი საქმესა ღმრთისასა. რამეთუ ყოველივე წმიდა არს, არამედ ბოროტ არს კაცისა, რომელი დასაბრკოლებელად ჭამდეს (14,19-20).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ნუ იქმ ამას, რაჲთამცა ჭამადისათჳს მუნამდინ აყუედრე, ვიდრემდის სრულიად დაჰჴსნა საქმე იგი ღმრთისაჲ, რომელ არს სარწმუნოებაჲ მისი. რამეთუ ყოველივე, რომელიცა მოციქულთა განგჳგია ჭამად, წმიდა არს. გარნა, რომელი მეორისა დაბრკოლებად ჭამდეს, მისთჳს ბოროტ არს. რამეთუ უფროჲსად კეთილ არს, რაჲთა ძმისა არა-წარწყმედისათჳს შენცა თავს-იდვა არა-ჭამაჲ ჴორცისაჲ, გინა არა-სუმაჲ ღჳნისაჲ, ანუ თუ სხუაჲ რაჲმე.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის