თარგმანი: ესრეთ იტყჳს ვითარმედ არა ხოლო ჭამადთა მიმართ რწმუნებად ვერ მოიყვანებ უზომოებითა ბრალობისაჲთა, არამედ მათ ძლით დაჰჴსნი მის შორის მყოფსა მასცა სარწმუნოებასა ღმრთისასა, რომელ არს ჭეშმარიტი საქმე ღმრთისაჲ.
19. აწ უკუე მშჳდობასა შეუდგეთ და აღშენებასა ურთიერთას.20. ნუ ჭამადისათჳს დაჰჴსნი საქმესა ღმრთისასა. ყოველივე წმიდა არს, არამედ ბოროტ არს კაცისა, რომელი შებრკოლებისათჳს ჭამდეს.21. უმჯობეს არს არა-ჭამაჲ ჴორცისაჲ და არცა სუმაჲ ღჳნისაჲ, არცა რომლითა ძმაჲ იგი შენი შეჰბრკოლდების გინა დაჰბრკოლდების ანუ მოუძლურდების.
ჰრომაელთა მიმართ თავი 14