მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 14:23

22. შენ სარწმუნოებაჲ გაქუს? თავისა შენისათჳს გაქუნდინ წინაშე ღმრთისა. ნეტარ არს მისა, რომელმან არა განიკითხოს თავი თჳსი, რომელსა შინა გამოიცადოს.23. ხოლო რომელი-იგი ორგულებდეს, დაღაცათუ ჭამოს, და-ვე-სჯილ არს, რამეთუ არა სარწმუნოებით ჭამს; და ყოველი, რომელი არა სარწმუნოებით არს, იგი ცოდვა არს.24. ხოლო რომელი-იგი შემძლებელ არს დამტკიცებად თქუენდა, სახარებისაებრ ჩემისა და ქადაგებისა ქრისტე იესუჲსისა, გამოცხადებითა საიდუმლოჲსაჲთა, ჟამთა მათ საუკუნეთა დადუმებულსა,
ჰრომაელთა მიმართ თავი 14
23. ხოლო რომელი-იგი ორგულებდეს, დაღაცათუ ჭამოს, და-ვე-სჯილ არს, რამეთუ არა სარწმუნოებით ჭამს; და ყოველი, რომელი არა სარწმუნოებით არს, იგი ცოდვა არს.
თავი ი̂თ. სიწმიდისათჳს და მშჳდობისა და ჭამადთათჳს და მარხვისა და დღეთა და უშფოთველისა სიწმიდისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო რომელი-იგი ორგულებდეს, დაღათუ ჭამოს, და-ვე-შჯილ-არს, რამეთუ არა სარწმუნოებით ჭამს. და ყოველი რომელი არა სარწმუნოებით არს, იგი ცოდვა არს (14,23).:

თარგმანი: ესეცა სიტყუაჲ სრულისა მის მიმართ არს, ვითარმედ: რაჲსა იძულებითა შენითა მიზეზ უმეტესისა საშჯელისა ექმნები მცირედ მორწმუნესა მას? რამეთუ აჰა განჩინებით ვიტყჳ მისთჳს, ვითარმედ: დაღაცათუ იძულებით ანუ სირცხჳლისაგან ჭამოს, არა სარწმუნოებით ჭამს; და ყოველი ორგულებით ქმნილი — ცოდვა არს.

თავი ი̂ზ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო რომელი-იგი ორგულობდეს, დაღაცათუ ჭამოს, და-ვე-შჯილ არს, რამეთუ არა სარწმუნოებით ჭამს; და ყოველი, რომელი არა სარწმუნოებით იყოს, ცოდვა არს (14,23).:

თარგმანი: ესეცა სიტყუაჲ მტკიცისა მის მიმართ არს, ვითარმედ: რასა აიძულებ ჭამად! არა იცია, ვითარმედ, რომელი ორგულობდეს, დაღაცათუ ჭამოს, ბრალსა ქუეშე არს? რამეთუ არა ვითარცა წმიდასა ჭამს სარწმუნოებით, არამედ შენისა მის იძულებისათჳს და სირცხჳლისა, და არარაჲ სასყიდელი აქუს, ვიდრემდის გულითა არა ჰრწმენეს თუ წმიდა არს ჭამადი ესე, რომელი მოციქულთა განუგიეს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის