მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 15:3

2. კაცად-კაცადი ჩუენი მოყუასსა სათნო-ეყოფოდენ კეთილისათჳს აღსაშენებელად.3. და რამეთუ ქრისტჱცა არა თავსა თჳსსა სათნო-ეყო, არამედ ვითარცა წერილ არს: ყუედრებანი მაყუედრებელთა შენთანი დამეცნეს ჩემ ზედა.4. რამეთუ რაოდენი-იგი წინაწარ დაიწერა, ჩუენდა სამოძღურებელად დაიწერა, რაჲთა მოთმინებითა მით და ნუგეშინის-ცემითა წიგნთაჲთა სასოებაჲ გუაქუნდეს.
ჰრომაელთა მიმართ თავი 15
3. და რამეთუ ქრისტჱცა არა თავსა თჳსსა სათნო-ეყო, არამედ ვითარცა წერილ არს: ყუედრებანი მაყუედრებელთა შენთანი დამეცნეს ჩემ ზედა.
თავი ი̂ჱ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: თანა-გუაც ჩუენ ძლიერთა უძლურებანი იგი ტჳრთვად უსუსურთანი, და თავთა თჳსთა სათნო-ყოფად კაცად-კაცადი ჩუენი, არამედ მოყუასსაცა სათნო-ეყოფოდენ კეთილისათჳს აღსაშენებელად, რამეთუ ქრისტჱცა არა თავსა თჳსსა სათნო-ეყო (15,1-3).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ არა თუ ძნელ იყო წინაშე ქრისტესა, უკუეთუმცა ენება, რაჲთამცა არა ჯუარცუმულ იყო. არცამცა ყუედრებულ იყო, უკუეთუმცა თჳსსა ოდენ ეძიებდა. არამედ თჳსი საქმე უგულებელს-ყო, და ჩუენი მოიძია, და ამისთჳს იგინა და იგუემა, და მრავალთა შორის ვითარცა ბოროტისმოქმედი შეირაცხა ჩუენთჳს, და ჩუენთჳს ესე ყოველი თავს-იდვა. ეგრეთვე ჩუენცა, ნუმცა მარადის ჩუენსა ვეძიებთ, არამედ მოყუასსაცა სათნო-ვეყუნეთ კეთილსა ზედა და ნუ ბოროტსა, რამეთუ იქმნების ბოროტსაცა ზედა სათნოყოფაჲ.

თავი კ̂. მსგავსებისათჳს ქრისტეს ძჳრუჴსენებლობისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და რამეთუ ქრისტეცა არა თავსა თჳსსა სათნო-ეყო (15,3).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუმცა ჰნებებოდა ქრისტესა, არამცა ჰვნებოდა, არცამცა გინებულ იყო, გარნა არა თავისა თჳსისასა, არამედ ჩუენსა ეძიებდა უმჯობესსა და ცხორებასა; ამისთჳს იყუედრა და ივნო.

ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 14
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: რამეთუ ქრისტჱ არა თავსა თჳსსა სათნო-ეყო (15,3).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ არა თუ ძნელ იყო წინაშე მისა, რაჲთამცა არა ჯუარცუმულ იყო და არამცა ყუედრებულ იყო, უკუეთუმცა უნდა, და თჳსისამცა თავისა საქმესა ეძიებდა, არამედ არა ინება, არამედ ჩუენსა ეძიებდა და თჳსი შეურაცხ-ყო.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის