მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 2:4

3. ამას სამე ჰგონება, ჵ კაცო, რომელი შჯი ესევითარისა მოქმედთა მათ და იქმ მასვე ვითარ-მე შენ განერე საშჯელსა ღმრთისასა?4. ანუ სიმდიდრესა მას სიტკბოებისა მისისასა და თავს-დებასა და სულგრძელებასა შეურაცხ-ჰყოფ, ვერ გიცნობიეს, რამეთუ სიტკბოებაჲ ღმრთისაჲ სინანულად მოგიყვანებს შენ?5. ხოლო სიფიცხლითა მაგით შენითა და შეუნანებელითა გულითა იუნჯებ თავისა შენისა რისხვასა დღესა მას რისხვისა და გამოჩინებისა და მართლმსაჯულებისა ღმრთისასა,
ჰრომაელთა მიმართ თავი 2
4. ანუ სიმდიდრესა მას სიტკბოებისა მისისასა და თავს-დებასა და სულგრძელებასა შეურაცხ-ჰყოფ, ვერ გიცნობიეს, რამეთუ სიტკბოებაჲ ღმრთისაჲ სინანულად მოგიყვანებს შენ?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 25. „ხოლო ნოე იყო წელისა ექუსასისაჲ" (დაბ 7:6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ღვთის სულგრძელობა და ვადის შემოკლება:

...და: „ანუ სიმდიდრესა მას სიტკბოებისა მისისასა და თავს-დებასა და სულგრძელებასა შეურაცხ-ჰყოფ, ვერ გიცნობიეს, რამეთუ სიტკბოებაჲ ღმრთისაჲ სინანულად მოგიყვანებს შენ? ხოლო სიფიცხლითა მაგით შენითა და შეუნანებელითა გულითა იუნჯებ თავისა შენისა რისხვასა დღესა მას რისხვისა და გამოჩინებისა და მართლმსაჯულებისა ღმრთისასა" (). ხედავ, როგორ ამ საკვირველმა მსოფლიოს მოძღვარმა ნათლად გვაჩვენა, რომ ისინი, ვინც ღვთის სულგრძელობას, სინანულისთვის ბოძებულს, ჯეროვნად არ იყენებენ, უფრო დიდ მსჯავრსა და სასჯელს იმსახურებენ? სწორედ ამიტომ ახლა კაცთმოყვარე ღმერთი, თითქოს იმართლებს თავს და აჩვენებს მიზეზს, რის გამოც ვადის გასვლამდე მოავლინა წარღვნა, მართლის წლების რიცხვს მიგვანიშნებს და ამბობს: „ნოე იყო ექუსასთა წელთა". მართლაც, ისინი, ვინც ასი წლის განმავლობაში არ ისურვეს შეცვლა, რა სარგებელს მიიღებდნენ ოცი წლისგან, გარდა იმისა, რომ კიდევ უფრო მეტ ცოდვას დაამატებდნენ? თავის მხრივ ღმერთმა, რომელსაც სურდა გამოუთქმელი კაცთმოყვარეობისა და სახიერების უზომო სიდიდე ეჩვენებინა, კიდევ შვიდი დღით ადრე აუწყა მათ წარღვნის მოახლოების შესახებ, რათა ისინი, თუნდაც ამ მოკლე ვადის სიმცირით შეშინებულნი, რაიმე ცვლილება გამოეჩინათ.

3. კაცთმოყვარეობის საშუალებანი და წარღვნის დ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამისა შემდგომად პოვა იგი იესუ ტაძარსა მას შინა და ჰრქუა მას: აჰა ესერა ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაჲთა არა უძჳრჱსი რაჲმე გეყოს შენ“ (5,14).:

...გუელხინოს, ვითარმედ: აჰა ესერა ცოცხალ ქმნულ ვართ, ნუღარამცა ვცოდავთ. უკუეთუ კულა ვცოდვიდეთ და არა ვიტანჯებოდით აქავე, მოვიჴსენებდით სიტყუასა მას პავლე მოციქულისასა, ვითარმედ: „სიტკბოებაჲ ღმრთისაჲ სინანულად მოგჳყვანებს, ხოლო სიფიცხისაებრ ჩუენისა და უნანელისა გულისა ვიუნჯებთ რისხვასა დღესა მას რისხვისასა“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წარვიდა კაცი იგი და ჰრქუა ჰურიათა, ვითარმედ: იესუ არს, რომელმან განმკურნა მე“ (5,15).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეთ, ვითარ ჰგიეს პირველსავე ერთგულებასა ზედა და ქადაგებს მკურნალსა მას და სხუათაცა მოიზიდავს მისა მიმართ. რამეთუ არა თუ შესმენით თქუა სიტყუაჲ ესე; ანუ ვითარმცა ქმნა საქმჱ ესე? დაღაცათუმცა მჴეცი იყო, კმა იყო ქველისმოქმედებაჲ იგი და შიში, რომლითა შეაშინა უფალმან მოდრეკად მისა. არამედ არა ესრეთ არს, გარნა დიდისა კადნიერებისა არიან სიტყუანი ესე, და ქადაგებს ქველისმოქმედსა მას არა უდარჱს ბრმისა მის, რომელმან თქუა, ვითარმედ: „ქმნა თიჴაჲ და აღმიხილნა თუალნი“. ეგრეთვე ამან თქუა, ვითარმედ: „იესუ არს, რომელმან განმკურნა მე“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სდევნიდეს ჰურიანი იგი იესუს, რამეთუ ამას იქმოდა შაბათსა შინა. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: მამაჲ ჩემი მოაქამომ...

სრულად ნახვა