თარგმანი: ამით დაამტკიცებს, ვითარმედ დავითის მიერ თქუმული ესე ნეტარებაჲ წინადაუცუეთილებასა შეეტყუების უფროჲს, ვიდრე არა წინადაცუეთილებასა, რამეთუ წინადაცუეთაჲ საქმე არს, ხოლო იგი თჳნიერ საქმეთა მისცემს ნეტარებასა მას, ვინაჲცა აბრაჰამ პირველ წინადაცუეთისა მიიღო სარწმუნოებისა მიერ სიმართლე. ხოლო რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ ვინაჲთგან თჳთ მას სარწმუნოებისა მიერ განმართლებულსა საჭიროდ თანა-ედვა შემდგომად განმართლებისა წინადაცუეთაჲ, ამისთჳს თანა-აც აწინდელთაცა მორწმუნეთა, შემდგომად ქრისტეს [მიერისა განმართლებისა წინადაცუეთაჲ. იტყჳს მოციქული, ვითარმედ არარად სხუად, ... არამედ, რეცა აღსანიშნველად მიეცა აბრაჰამს წინადაცუეთაჲ სამთა ამათ მიზეზთათჳს: რაჲთა სასწაულ იყოს სარწმუნოებისა და სახე მოქალაქობისა წმიდისა და განკრძალულისა და საცნაურ-მყოფელ აბრამმანისა ნათესავისა. ხოლო მიეცა არა ვითარცა მომატყუებელი სიმართლისაჲ, არამედ ვითარცა ბეჭედი და სასწაული სარწმუნოებითისა განმართლებისაჲ. ვინაჲცა აწ ქრისტეს მიერ განმართლებულნი არღარა მოქენე არიან წინადაცუეთისა, რაჟამს ნათელ-იღონ...
ჰრომაელთა მიმართ 4:11
თარგმანი: ამათ სიტყუათა მიმართ იტყოდეს ჰურიანი თუ — ეგოდენ დიდ არს წინადაცუეთაჲ, და არა იქმნების თჳნიერ მისსა ცხორებაჲ, ვიდრეღა თჳთ მასცა, რომელი წინადაუცუეთელობასა შინა განმართლდა, სიტყჳსაებრ შენისა, წინადაცუეთაჲვე ეჴმარა. და ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: არა თუ სხჳსა რაჲსათჳსმე მიიღო წინადაცუეთაჲ იგი, გარნა ამისთჳს, რაჲთა წინადაცუეთაჲ იგი აქუნდეს სასწაულად და მქადაგებელად სიმართლისა მის, რომელი მოიგო მან წინადაუცუეთელობასავე შინა. ხოლო ვინაჲთგან სასწაულად და ბეჭდად მისისა სიმართლისა მიეცა წინადაცუეთაჲ, საცნაურ არს, ვითარმედ არარაჲ შემატებაჲ ქმნილ არს მისდა წინადაცუეთისა მისგან, არამედ ოდენ სასწაული იყო სიმართლისა მისისაჲ. რამეთუ სამთა მიზეზთათჳს მოეცა მას წინადაცუეთაჲ: ერთად, რაჲთა იყოს იგი სასწაული მისისა სარწმუნოებისაჲ, რომელი მოიგო წინდაუცუეთელობასა შინა; და მეორედ, რაჲთა სასწაული იყოს გამომაჩინებელი აბრამეანისა თესლისა; და მესამედ, რამეთუ სახე იყო და იგავი განწმედილისა მის ცხორებისა, რომელი მოცემად იყო ნათლისღებისა მიერ. და ესრეთ გამოჩნდების, ვითარმედ არა თუ ვითარცა სიმართლისა მოქმედი რაჲმე მოეცა, არამედ ბეჭდად და სასწაულად...
...შუქს ეკრობიან, როცა უკვე სიმართლის მზე ამოვიდა და ყველგან თავის სხივებს ავრცელებს, ჯერ კიდევ რძით იკვებებიან, როცა უკვე მყარი საზრდოს დრო დადგა, არ სურთ ნეტარი პავლეს მოსმენაც კი, რომელიც ხმამაღლა ამბობს: „და სასწაულად მოიღო წინადაცუეთილებაჲ იგი ბეჭდად სიმართლისა სარწმუნოებისა მის წინადაუცუეთილებასა მას შინა" (). შეხედე, როგორ ასწავლის მოციქული ორივეს ერთდროულად — იმასაც, რომ წინადაცვეთა ნიშნად მიიღო აბრაამმა, და იმასაც, რომ ჯერ კიდევ წინადაუცვეთელმა, მხოლოდ რწმენა გამოავლინა და უკვე მართლად გამოცხადდა. რომ იუდეველს ვერ გაებედა ეთქვა: ნუთუ წინადაცვეთამ მოუტანა მას გამართლება? — ამისთვის ნეტარი მოციქული, გამალიელის ფერხთით აღზრდილი და სჯულში გულდასმით გაწვრთნილი, ამბობს: ნუ იფიქრებთ, უსირცხვილო იუდეველნო, რომ წინადაცვეთამ თავისთავად გაამართლა იგი; ჯერ კიდევ წინადაუცვეთელმა, მხოლოდ რწმენა გამოავლინა და უკვე გამართლდა: „ჰრწმენა აბრაამს ღმრთისაჲ და შეერაცხა მას სიმართლედ" (). მაშ, მას შემდეგ, რაც ღვთისდამი რწმენით გამართლება მიიღო, მიიღო წინადაცვეთის ნიშანი; და ჯერ ღმერთმა სახელს ასო დაუმატა, შემდეგ კი წინადაცვეთა უბრძანა, და ამით აჩვენა, რომ მხოლოდ დიდი სათნოებისთვის ირჩევს და თავისთან აახ...
...თვის, რომ იუდეველებს ეტარებინათ იგი თავის თავზე, თითქოს რაღაც ნიშანი და ბეჭედი, თავიანთი მადლიერების ნიშნად, და, რომ ვერ შერეულიყვნენ წარმართთან.
3. წინადაცვეთა და რწმენით განმართლება (8:21-22)
აი, ამიტომ ნეტარი პავლე წინადაცვეთას ნიშანს უწოდებს და ამბობს: "და სასწაულად მოიღო წინადაცუეთილებაჲ იგი ბეჭდად" (). ხოლო, რომ იგი არავითარად არ ემსახურება განმართლებას, ამის მტკიცებულება ესეც, რომ ამ მართალმა (ნოემ) ამ (მაღალ) სათნოებას მიაღწია, როცა ჯერ კიდევ წინადაცვეთა არ იყო დაწესებული. და რას ვამბობ? თვით პატრიარქი აბრაამი, ჯერ კიდევ წინადაცვეთამდე, მხოლოდ რწმენით განმართლდა. ჯერ კიდევ წინადაცვეთამდე, ამბობს წერილი, "ჰრწმენა აბრაჰამს ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ" (). რას ამაყობ, იუდეველო, წინადაცვეთით? იცოდე, რომ მის გარეშეც ბევრი მართალი იყო. აი, აბელმა რწმენით შეწირა მსხვერპლი, როგორც პავლეც ამბობს მის შესახებ: "სარწმუნოებით უმრავლესი მსხუერპლები შეწირა ღმრთისა აბელ კაენისა" (); ენოქიც ცოცხლად აღიტაცა (ღმერთმა), ნოეც იხსნა საშინელი წარღვნისგან თავისი დიდი სიმართლისთვის; აბრაამიც, ჯერ კიდევ წინადაცვეთამდე, დიდებულ იქნა ღვთის მიმართ რწმე...