მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 4:3

2. უკუეთუ აბრაჰამი საქმეთაგან განმართლდა, აქუს სიქადული, არამედ არა ღმრთისა მიმართ.3. რასა უკუე იტყჳს წიგნი? ჰრწმენა აბრაჰამს ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ.4. ხოლო მოქმედსა მას სასყიდელი იგი არა შეერაცხების მადლით, არამედ თანა-ნადებით.
ჰრომაელთა მიმართ თავი 4
3. რასა უკუე იტყჳს წიგნი? ჰრწმენა აბრაჰამს ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ.
თავი დ̂. მადლისა მისთჳს, რომლისა მიერ ხოლო განმართლდებიან კაცნი, არა ტომებით განყოფილნი, არამედ ნიჭისაებრ და მადლისა სწორებით, სახისა მისებრ აბრაჰამისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲ-მე უკუე ვთქუათ? [იპოვა-მეა აბრაჰამ, მამაჲ იგი ჩუენი, ჴორციელად? უკუეთუ აბრაჰამი საქმეთაგან განმართლდა, აქუს სიქადუ]ლი, არამედ არა ღმრთისა მიმართ. რასა უკუე იტყჳს წიგნი? — ჰრწმენა აბრაჰამს ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ (4,1-3).:

მოციქულისაჲ: აწ უკუე, რაჲ? [წინა-მე-ვჰმატთა? — არა სამე, რამეთუ წინაჲსწარვე ვაბრალეთ ჰურიათა] და წარმართთა ყოველთაჲ ცოდვასა ქუეშე ყოფაჲ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: არავინ არს მართალ, არცაღა ერთ, არავინ არს გულისჴმის-მყოფელ, არავინ არს გამომეძიებელ ღმრთისა; ყოველთავე მიაქციეს ერთბამად, უჴმარ იქმნნეს; არავინ არს, რომელმანცა ქმნა სიტკბოებაჲ; არავინ არს მიერთადმდე. სამარე ზე-ებულ არს ჴორჴი მათი, ენითა მათითა ზაკუვიდეს. გესლი ასპიტთაჲ ბაგეთა მათთა, რომელთა პირი წყევითა და სიმწარითა სავსე არს. მალე არიან ფერჴნი მათნი დათხევად სისხლისა. შემუსრვაჲ და უბადრუკებაჲ არს გზათა მათთა, და გზაჲ მშჳდობისაჲ არა იცნეს. არა არს შიში ღმრთისაჲ წინაშე თუალთა მათთა (3,9-18).

თარგმანი: ვინაჲთგან ორკერძოვე აბრალა ჰურიათა და წარმართთა, აწ შეუდგენს, ვითარმედ არარაჲთ ვჰმატთ ჩუენ მათ, რომელნი-იგი ბრა ვყვენით. არცა რას სხუასა ვიტყჳთ უმეტეს მათსა ქონებასა, თჳნიერ სარწმუნოებისა, რომელი-იგი მადლით განმამართლებს ჩუენ, და არა საქმეთაგან. ხოლო ვინაჲთგან ენება დ<span...

სრულად ნახვა
პირი დ მადლისა მისთჳს ღმრთისა, რომლითა განმართლდებიან კაცნი უსასყიდლოდ.
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ აბრაჰამი საქმეთაგან განმართლდა, აქუს სიქადული, არამედ არა ღმრთისა მიმართ. რასა უკუე იტყჳს წიგნი? — ჰრწმენა აბრაჰამს ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ (4,2-3).:

თარგმანი: ამას ისწრაფის გამოჩინებად, ვითარმედ აბრაჰამ სარწმუნოებითა განმართლდა, და ვითარმედ უზეშთაეს არს სარწმუნოებისა მიერი სიმართლე. და იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუმცა საქმეთა მიერ და მოღუაწებათა განმართლებულ იყო აბრაჰამ, აქუნდამცა სიქადული, არამედ არა ღმრთისა მიმართ, გარნა თავსა თჳსსა ზედა-მცა იქადოდა, ვითარცა მოქმედსა სათნოებისასა, ხოლო რომელი სარწმუნოებისა მიერ განმართლდეს და ცხონდეს, იგი ვერ იქადის თავსა თჳსსა ზედა, რამეთუ არარაჲ უქმნიეს, არამედ ღმრთისა მიმართ იქადის, რომელი-იგი ჰრწამს. რამეთუ, რომელი საქმეთათჳს იტყოდის, იგი თავსა ზედა თჳსსა იქადის, თუ "ესე რაჲმე მიქმნიეს"; ხოლო რაჟამს სარწმუნოებისათჳს ვინ იქადოდის, ღმრთისა მიმართ იქადის და იტყჳს, ვითარმედ: ღმერთი მრწამსო. და უმჯობეს და უვაღრეს არს ღმრთისა მიმართ სიქადული, ვიდრე თავისა მიმართ თჳსისა, რამეთუ მოღუაწებანი მრავალგზის უჩინო იქმნებიან სხუათა ცოდვათა მიერ, ხოლო ღმრთისა მიმართ სიქადული უცვალებელ არს.

საუბარი 63. „არარაჲ იცოდა მესაპყრობილეთმთავარმან მან არცა ერთი რაჲ იოსებისათჳს" (დაბ 39:23)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. მოთმინება ჭირთა შინა და სასოება ღვთისა:

...თ მხოლოდ იმით, რასაც ხორციელი თვალებით ვხედავთ, არამედ გონების თვალებით უხილავს ვჭვრეტთ. და ეს უფრო სარწმუნოდ უნდა მივიჩნიოთ, ვიდრე ის, რასაც ხორციელი თვალებით ვხედავთ. ასე იყო ღვთის სათნო პატრიარქი, რომელმაც ღვთის აღთქმა ირწმუნა და ბუნებისა და ყველა ადამიანური ფიქრის ზემოთ ავიდა; და ეს „შეერაცხა მას სიმართლედ" (). იცოდე, რომ „სიმართლე" სწორედ ღვთის სიტყვების რწმენაში მდგომარეობს. როცა ის თავის აღთქმებს გამოთქვამს, ნუ განიხილავ, გთხოვ, ადამიანური მსჯელობით, არამედ, ჩვეულებრივ ზრახვებს აღემატე და მტკიცედ ესავდე აღმთქმელის ყოვლისშემძლეობას. ასე იყო ღვთის სათნო ყოველი მართალი კაცი. ასე საკვირველი ეს იოსებიც, როცა სიზმრების შემდეგ ასეთი დიდი გამოცდები წამოიჭრა, არ შეშფოთებულა, არ მიცემია შიშს; არამედ სულის სიმტკიცით ყოველივეს მამაცურად იტანდა, რადგან იცოდა, რომ შეუძლებელია ღვთის განზრახვა აუსრულებელი დარჩეს. ამიტომაც, მონობის, საპყრობილისა და ასეთი სასტიკი ცილისწამების შემდეგ, მთელ ეგვიპტეზე ხელმწიფება მიიღო. ამ ყოველივეზე ვიფიქროთ, სულგრძელად შევეგებოთ უბედურებებს, ყოველივეში კაცთმოყვარე ღმერთს მადლობას აღვუვლენდეთ და მისგან ველოდოთ შეწევნას, რომლისაც ღირსნი ვიქნებით ყველანი, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის...

სრულად ნახვა
საუბარი 27. "და აღუშენა ნოე საკურთხეველი ღმერთსა" (დაბ 8:20)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. წინადაცვეთა და რწმენით განმართლება (8:21-22):

...ბას, ამის მტკიცებულება ესეც, რომ ამ მართალმა (ნოემ) ამ (მაღალ) სათნოებას მიაღწია, როცა ჯერ კიდევ წინადაცვეთა არ იყო დაწესებული. და რას ვამბობ? თვით პატრიარქი აბრაამი, ჯერ კიდევ წინადაცვეთამდე, მხოლოდ რწმენით განმართლდა. ჯერ კიდევ წინადაცვეთამდე, ამბობს წერილი, "ჰრწმენა აბრაჰამს ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ" (). რას ამაყობ, იუდეველო, წინადაცვეთით? იცოდე, რომ მის გარეშეც ბევრი მართალი იყო. აი, აბელმა რწმენით შეწირა მსხვერპლი, როგორც პავლეც ამბობს მის შესახებ: "სარწმუნოებით უმრავლესი მსხუერპლები შეწირა ღმრთისა აბელ კაენისა" (); ენოქიც ცოცხლად აღიტაცა (ღმერთმა), ნოეც იხსნა საშინელი წარღვნისგან თავისი დიდი სიმართლისთვის; აბრაამიც, ჯერ კიდევ წინადაცვეთამდე, დიდებულ იქნა ღვთის მიმართ რწმენისთვის. ასე უძველესი დროიდან და თავიდანვე ადამიანის მოდგმა რწმენით იხსნებოდა. ამიტომაც კაცთმოყვარმა უფალმა ნება დართო, მასთვის შეწირულიყო მსხვერპლი, რათა მათი მეშვეობით ადამიანებს, რომლებიც მაშინ ჯერ კიდევ ნაკლებად სრულყოფილნი იყვნენ, შეძლებოდათ ღვთისადმი მადლობის გამოხატვაც და კერპთმსახურების სენისგან თავის არიდებაც. მართლაც, თუ ამ შეწყნარების შემდეგაც მრავალმა ვერ აიცდინა დაცემა, ვინ თავიდან აიცილებდა დამ...

სრულად ნახვა