მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 6:22

21. რაჲ უკუე ნაყოფი გაქუნდა მაშინ, რომლისათჳს აწ ეგერა გრცხუენის? რამეთუ აღსასრული მათი სიკუდილი არს.22. ხოლო აწ განთავისუფლებულ ხართ ცოდვისაგან და დამონებულ ღმერთსა, და გაქუს ნაყოფი თქუენი სიწმიდედ, და აღსასრულსა – ცხორებაჲ საუკუნოჲ.23. რამეთუ საგზალი ცოდვისაჲ სიკუდილი არს, ხოლო ნიჭი ღმრთისაჲ – ცხორებაჲ საუკუნოჲ ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 6
22. ხოლო აწ განთავისუფლებულ ხართ ცოდვისაგან და დამონებულ ღმერთსა, და გაქუს ნაყოფი თქუენი სიწმიდედ, და აღსასრულსა – ცხორებაჲ საუკუნოჲ.
თავი ზ საქმეთა კეთილთათჳს, რომელნი ჯერ-არიან სარწმუნოებისა თანა]
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲ უკუე ნაყოფი გაქუნდა მაშინ, რომლისათჳს აწ ეგერა გრცხუენის? რამეთუ აღსასრული მათი სიკუდილი არს. ხოლო აწ განთავისუფლებულ ხართ ცოდვისაგან და დამონებულ ღმრთისა, და გაქუს თქუენ ნაყოფი თქუენი სიმართლედ და აღსასრულსა —ცხორებაჲ საუკუნოჲ. რამეთუ საგზალი ცოდვისაჲ სიკუდილი არს (6,21-23).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: რაჲ სარგებელი მოიღეთ პირველისა მის უკეთურებისაგან? — გარნა სირცხჳლი. რამეთუ ესევითარი არსო ნაყოფი ცოდვისაჲ, რომელ ჴსენებაჲცა მისი სირცხჳლ არს. და უკუეთუ ჴსენებაჲ ოდენ სარცხჳნელ არს, თჳთ საქმე რაჲ იყოს! და აწ უკუე ორკერძო კეთილი გეყოო: ერთად, რომელ განსთავისუფლდით სირცხჳლისა მისგან, და მეორედ, რამეთუ სცანთ, რასა შინა იყვენით. რამეთუ, გულისჴმა-ყავთ თუ საქმეთა მათ, რომელთა ჴსენებითა სირცხჳლი მოგივალს გონებასა, რაჲმცა იყო სასყიდელი მათი? რამეთუ ცოდვისა ნაყოფი და აღსასრული სიკუდილი არს სულისაჲ. ხოლო სიმართლისა ნაყოფი და აღსასრული — კადნიერებაჲ ღმრთისა მიმართ და სიხარული და სიწმინდე და ცხორებაჲ საუკუნოჲ. და ცოდვისა საგზალი სიკუდილი არს სულიერი, ხოლო სიმართლისა — მადლი ღმრთისაჲ ცხორებად საუკუნოდ. ხოლო საგზლად იტყჳს ნაყოფსა და მოსაგებელსა ცოდვისასა.

თავი ჱ. დაწყებისათჳს მადლიერისა ამის ჩინებისა ჩუენისაებრ ცხორებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო აწ განთავისუფლებულ ხართ ცოდვისაგან და დამონებულ ღმერთსა, და გაქუს ნაყოფი თქუენი სიწმიდედ, და აღსასრულსა — ცხორებაჲ საუკუნოჲ. რამეთუ საგზალი ცოდვისაჲ სიკუდილი არს, ხოლო ნიჭი ღმრთისაჲ — ცხორებაჲ საუკუნოჲ ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა (6,22-23).:

თარგმანი: კეთილად გჳჩუენა ნაყოფი ცოდვისაჲ: პირველ — სირცხჳლი მრავალჟამეული, და დასასრულსა — სიკუდილი. ხოლო აწ მონებისა ღმრთისასა იტყჳს "ნაყოფსა", ესე იგი არს სიწმიდით მოქალაქობაჲ, რომლისა აღსასრული არს ცხორებაჲ საუკუნოჲ. რამეთუ საგზალი, ესე იგი არს სასყიდელი ცოდვისაჲ — სიკუდილი არს, ხოლო სიმართლისაჲ არღარა სასყიდელი, არამედ ნიჭი ღმრთისა მიერი, ცხორებაჲ საუკუნოჲ, რომელი-იგი არა სასყიდლად, არამედ ნიჭად და მადლით მიეცემის ყოველთა. ესრეთ უკუე, წარმოაჩინა რაჲ ცოდვაჲ და ნაყოფი მისი, სიმართლე და ნაყოფი მისი, —არარას უმეტესსა ითხოვს, უმეტესობისა წილ ნიჭთაჲსა, თჳნიერ ამა ოდენ, რაჲთა, ვითარ-იგი მონებასა შინა ცოდვისასა ყოვლად უნაწილო ვიყვენით სიმართლისაგან, ეგრეთვე აწ, მონებასა შინა სიმართლისასა, ყოვლად უნაწილო ვიყვნეთ ცოდვისა და სიბოროტისაგან, რაჲთა სირცხჳლისაგან ვიჴსნნეთ და კადნიერებასა მივემთხჳნეთ.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ივ რაჲთა მოსწრაფე ვიყვნეთ დამარხვად მცნებათა ქრისტესთა:

...თ სიმართლისაგან. რაჲ უკუე ნაყოფი გაქუნდა მაშინ, რომლისათჳს აწ ეგერა გრცხუენის? რამეთუ აღსასრული მათი სიკუდილი არს“. ხოლო შრომათათჳს და ჭირთა ღმრთისმსახურებისათა მარადის მოქადულ არს და მოხარულ, რამეთუ უწყის, ვითარმედ აღსასრული მათი ცხორებაჲ საუკუნოჲ არს. ამისთჳს ღაღადებს: „რამეთუ საწუთროჲ ესე მცირე ჭირი ჩუენი გარდარეულსა დიდსა დიდებასა შეიქმს ჩუენთჳს“.

ამისთჳს მეცა გლოცავ თქუენ, საყუარელნო, განვიწმიდნეთ თავნი ჩუენნი ყოვლისაგანვე შეგინებისა ჴორცთაჲსა და სულისა და აღვასრულებდეთ სიწმიდესა შიშითა ღმრთისათა; შემდგომსა მას დავივიწყებდეთ და წინასა მივსწუთებოდით და კრძალულებით ვსდევდეთ გჳრგჳნსა მას ზეცისა ჩინებისასა, რაჲთა ღირს ვიქმნეთ მიმთხუევად მისა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა