მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 8:16

15. რამეთუ არა მიგიღებიეს სული იგი მონებისაჲ, რაჲთამცა კუალად გეშინოდა, არამედ მიგიღებიეს სული იგი შვილებისაჲ, რომლითა ვღაღადებთ: აბბა, მამაო!16. იგივე სული ეწამების სულსა ამას ჩუენსა, რამეთუ ვართ შვილნი ღმრთისანი.17. ხოლო უკუეთუ შვილ, მკჳდრცა, მკჳდრ ღმრთისა თანა და თანა-მკჳდრ ქრისტესა. უკუეთუ მის თანა ვივნოთ, მის თანაცა ვიდიდნეთ.
ჰრომაელთა მიმართ თავი 8
16. იგივე სული ეწამების სულსა ამას ჩუენსა, რამეთუ ვართ შვილნი ღმრთისანი.
თავი ი̂ა. განძარცუვისათჳს ბუნებითთა ვნებათა შეთქუმულებისა მის მიერ, რომელი იქმნების სულისა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: იგივე სული ეწამების სულსა ამას ჩუენსა, რამეთუ ვართ შვილნი ღმრთისანი, ხოლო უკუეთუ შვილ, — მკჳდრცა; მკჳდრ ღმრთისა თანა და თანამკჳდრ ქრისტესსა. უკუეთუ მის თანა ვივნოთ, მის თანაცა ვიდიდნეთ. (8,16-17).:

მოციქულისაჲ: აწ უკუე თავადი მე გონებითა ჩემითა ვჰმონებ მე შჯულსა ღმრთისასა, ხოლო ჴორცითა — შჯულსა ცოდვისასა (7,25).

თარგმანი: ზ იგი გამოთარგმანა ნებითა, "თანა-მნებავს შჯულსა ღმრთისასა", ვითარმედ: ვჰმონებ შჯულსა ღმრთისასა, და უწყი სჳნიდისისა მიერ დამტკიცებითა სიმაღლე და სიწმიდე მისი გონებასა შინა ჩემსა, დაღაცათუ ბოროტი ჩუეულებაჲ, რომელსა უწოდ შჯულად ცოდვისა, იგი მიმიზიდავს უნებლებით ქმნად ცოდვისა.

მოციქულისაჲ: არა-მე რაჲ დასაშჯელ არსა აწ ქრისტე იესუჲს მიერ მათდა, რომელნი-იგი არა ჴორცთაებრ ვლენან, არამედ სულისაებრ (8,1).

თარგმანი: უსაკუთრეს არს, რაჲთა არა კითხვის სახედ, არამედ ესრეთ წარიკითხვოდის სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: არღარაჲ სადმე დასაშჯელ არს აწ ქრისტეს იესუჲსთა მათდა, არა ჴორცთაებრ მავალობაჲ, არამედ სულისაებრ. ვითარმცა ესრეთ იტყოდა, ვითარმედ: აწ არღარაჲ აყენებს მორწმუნეთა ქრისტესთა სლვად, არა წესითა ჴორციელითა, არამედ სულიერითა; ვინაჲთგან არა...

სრულად ნახვა
თავი ი̂ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: იგივე სული ეწამების სულსა ამას ჩუენსა (8,16).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ჩუენთა ამათ სიტყუათა სული წმიდაჲ მოწამე არს, რამეთუ მან მომცა ჩუენ მადლი ამათ სიტყუათა ქადაგებად.

ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: იგივე სული ეწამების სულსა ამას ჩუენსა (8,16).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ჩუენთა ამათ სიტყუათა სული წმიდაჲ მოწამე არს, რამეთუ მან მომცა ჩუენ მადლი ამათ სიტყუათა ქადაგებად.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის