თარგმანი: უსაკუთრეს არს, რაჲთა ესრეთ ითქუას სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: მყოვარ მოლოდებაჲ იგი დაბადებულისაჲ გამოცხადებასა ძეთა ღმრთისათასა მოელის. ესე იგი არს, ვითარმედ მრავალჟამეულად განგრძობილი იგი და მიმყოვრებული მოსალოდებელი ამის დაბადებულისაჲ, რომელ არს სოფელი ესე, ამას მოელის, რაჲთა გამოცხადნენ ჭეშმარიტებით, თუ ვინ არიან ძენი ღმრთისანი, ანუ ვინ — ძენი ეშმაკისანი, რომელ არს უკუანასჲსკნელი იგი განრჩევაჲ ცხოვართაჲ თიკანთაგან. ხოლო თუ რაჲ არს მოსალოდებელი სოფლისაჲ, ამას ქუემოთა სიტყუათა მიერ მოასწავებს, ვითარმედ ჩუენ ძლით განხრწნილი ჩუენ თანავე მიმღებელობასა უხრწნელებისასა წადიერ არს; რამეთუ რაჟამს ჩუენ განვახლდეთ, მაშინ ცაჲცა ახალ იქმნეს და ქუეყანაჲცა.
ჰრომაელთა მიმართ 8:19
18. რამეთუ მე ესრე მგონიეს, ვითარმედ ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელ გამოჩინებად არს ჩუენდა მომართ.19. რამეთუ იჭჳ იგი დაბადებისაჲ გამოჩინებასა მას შვილთა ღმრთისათა მოელის,20. რამეთუ ამაოებასა დაემორჩილა დაბადებული არა ნებსით, არამედ მის მიერ, რომელმან-იგი დაამორჩილა, სასოებით.
ჰრომაელთა მიმართ თავი 8