მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 8:21

20. რამეთუ ამაოებასა დაემორჩილა დაბადებული არა ნებსით, არამედ მის მიერ, რომელმან-იგი დაამორჩილა, სასოებით.21. რამეთუ თჳთ იგიცა დაბადებული გან-ვე-თავისუფლდეს მონებისაგან ხრწნილებისა აზნაურებასა მას დიდებისა შვილთა ღმრთისათა.22. უწყით, რამეთუ ყოველი დაბადებული თანა-კუნესის და თანა-ელმის მოაქამდე.
ჰრომაელთა მიმართ თავი 8
21. რამეთუ თჳთ იგიცა დაბადებული გან-ვე-თავისუფლდეს მონებისაგან ხრწნილებისა აზნაურებასა მას დიდებისა შვილთა ღმრთისათა.
ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ თჳთ იგიცა დაბადებული გან-ვე-თავისუფლდეს (8,21).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: არა თუ შენ ოდენ, არამედ სხუაჲცა ყოველი დაბადებული, რომელი შენსაცა უდარეს არს, ვითარმედ იგიცა ზიარვე იქმნას შენთა კეთილთა და უხრწნელად გარდაიცვალოს ხრწნილებისა ამისგან; რაჲთა სცნა, თუ რაბამი არს სახარებაჲ მეუფისაჲ, რამეთუ, ვითარცა-იგი შენ რაჲ ხრწნილებაჲ შეიმოსო, იგიცა განხრწნადი შეიქმნა. ეგრეთვე, რაჟამს შენ უხრწნელნი ჴორცნი შეიმოსნე, იგიცა უხრწნელ იქმნას.

თავი ი̂ბ. უწყებაჲ წმიდათათჳს განმზადებულისა მის დიდებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ამაოებასა დაემორჩილა დაბადებული არა ნებსით, არამედ მის მიერ, რომელმან-იგი დაამორჩილა სასოებით. რამეთუ თჳთ იგიცა დაბადებული გან-ვე-თავისუფლდეს მონებისაგან ხრწნილებისა, აზნაურებასა მას დიდებისა შვილთა ღმრთისათა (8,20-21).:

თარგმანი: ესე იყო ამაოებისა დამორჩილებაჲ, რამეთუ განხრწნილებასა ჩუენსა თანა იგიცა განხრწნილ იქმნა. ხოლო რაჲთა არა, გესმოდის რაჲ, ვითარმედ "განხრწნილ იქმნა", და კუალად, "უხრწნელებასა მოელის", — ჰგონებდე, ვითარმედ გრძნობაჲ რაჲმე აქუს დაბადებულსა, გინა სულიერი თჳთმფლობელობაჲ მორჩილებად გინა ურჩებად, ანუ მოლოდებად რაჲსამე. ამისთჳს დაჰრთავს, ვითარმედ: "არა ნებსით", რამეთუ იგი უგრძნობელ არს და უმეცარ მეცნიერებისა და უმეცრებისა, მორჩილებისა და ურჩებისა. არამედ ღმერთმან უნებლიეთ დაამორჩილა იგი კაცსა, რომლისათჳს შეექად და განსასუე. ამისთჳს, ვიდრემდის კაცი უხ იყო, ნივთნიცა ესე დაბაანი სამსახურებელად ქმნულნი უხრწნელ ეს. და რაჟამს-იგი განიხრწნა მცნებისა გარდასლვითა, მაშინ შემოქმედმან მისმან შექმნულნიცა იგი ხრწნილებასავე დაამორჩილნა, სასოებითა კუალად მის თანავე უხრწნელ...

სრულად ნახვა
თავი ი̂ბ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ თჳთ იგიცა დაბადებული გან-ვე-თავისუფლდეს (8,21).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: არა თუ შენ ოდენ, არამედ სხუაჲცა ყოველი დაბადებული, რომელი შენსაცა უდარეს არს, ვითარმედ იგიცა ზიარვე იქმნას შენთა კეთილთა და უხრწნელად გარდაიცვალოს ხრწნილებისა ამისგან, რაჲთა სცნა თუ რაბამი არს სახიერებაჲ მეუფისაჲ, რამეთუ ვითარცა-იგი შენ რაჲ ხრწნილებაჲ შეიმოსო, იგიცა განხრწნადი შეიქმნა. ეგრეთვე, რაჟამს შენ უხრწნელნი ჴორცნი შეიმოსნე, იგიცა უხრწნელ იქმნას.

საუბარი 22. „და იყო ნოე წელისა ხუთასისაჲ" (დაბ 5:32, 6:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. საყოველთაო უსჯულოება და ნოეს მადლი (6:6-8):

...ვემდებარა, ისე ახლაც, როცა ადამიანს წარწყმედა ემუქრება, უტყვნიც სასჯელის თანამონაწილენი ხდებიან. როგორც ადამიანის ღვთისმოსაობის ჟამს ქმნილებაც ადამიანის კეთილდღეობაში მონაწილეობს, პავლეს სიტყვით: „რამეთუ თჳთ იგიცა დაბადებული გან-ვე-თავისუფლდეს მონებისაგან ხრწნილებისა აზნაურებასა მას დიდებისა შვილთა ღმრთისათა" (), — ისე ახლაც, როცა ადამიანი მრავალი ცოდვის გამო სასჯელსა და სრულ წარწყმედას უნდა დაექვემდებაროს, მასთან ერთად პირუტყვნი, ქვეწარმავალნი და ფრინველნიც წარღვნას დაექვემდებარებიან, რომელსაც მთელი ქვეყანა უნდა დაეფაროს. და როგორც სახლში, მთავარი მსახური რომ ბატონის რისხვას დაიქვემდებარებს, ჩვეულებრივ მისი თანამსახურნიც მასთან ერთად მწუხარებენ, — ზუსტად ასევე, როცა აქ, თითქოს სახლში, ადამიანები იღუპებიან, აუცილებლად სახლში არსებული და მათთვის დამორჩილებული ყოველივე იმავე სასჯელს ექვემდებარება. „შევინანე, — ამბობს წერილი, — რამეთუ შევქმენ იგინი". რამდენი მოწყალებაა ამ სიტყვაში! განა მე მინდოდა, ამბობს (ღმერთი), ასეთი სასჯელი მეყარა მათთვის? მათ თავად, თავიანთი დიდი უსჯულოებებით, ასეთ ძლიერ რისხვამდე მიმიყვანეს. თუმცა, რათა არ ვიფიქროთ, თითქოს კაცთა მოდგმა სრულად ისპობა და ჩვენი ბუნება ფესვიანად იძირკვება, — პირიქით, ვიცოდეთ, რამდ...

სრულად ნახვა