მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 8:29

28. ესე უწყით, რამეთუ ღმრთის მოყუარეთა ყოველივე განემარჯუების კეთილად, რომელნი-იგი ბრძანებით ჩინებულ არიან.29. რამეთუ რომელნი-იგი წინაწარ იცნნა, წინაწარცა განაჩინნა თანა-მსგავსად ხატისა მის ძისა თჳსისა, რაჲთა იყოს იგი პირმშო მრავალთა შორის ძმათა;30. ხოლო რომელნი-იგი წინაწარ განაჩინნა, მათცა უწოდა; და რომელთა-იგი უწოდა, იგინიცა განამართლნა; და რომელნი-იგი განამართლნა, იგინიცა ადიდნა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 8
29. რამეთუ რომელნი-იგი წინაწარ იცნნა, წინაწარცა განაჩინნა თანა-მსგავსად ხატისა მის ძისა თჳსისა, რაჲთა იყოს იგი პირმშო მრავალთა შორის ძმათა;
თავი ი̂ბ. უწყებაჲ წმიდათათჳს განმზადებულისა მის დიდებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

მოციქულისაჲ: რამეთუ მე ესრე მგონიეს, ვითარმედ ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელი გამოჩინებად არს ჩუენდა (8,18).

თარგმანი: წუთჟამობასა აქათა ამათ ჭირთასა გჳჩუენებს, და ვითარმედ ვერარას შემძლებელ ვართ შესწორებად შრომათა სიმრავლესა, მოსაგებელთა მათ ღმრთისა მიერთა გარდამატებულებასა თანა, ხოლო გამოჩინებადობაჲ, და უსაკუთრ არს თქუმად, ვითარმედ: გამოცხადებადობაჲ მერმისა დიდებისაჲ ჯეროვნად თქუა, რამეთუ არს აქაცა მერმე იგი დიდებაჲ, არამედ დაფარულად-რე და უჩინოდ, ხოლო მერმესა მას - განცხადებულად სახილველ იქმნების.

მოციქულისაჲ: რამეთუ იჭჳ იგი დაბადებისაჲ გამოჩინებასა შვილთა ღმრთისათა მოელის (8,19).

თარგმანი: უსაკუთრეს არს, რაჲთა ესრეთ ითქუას სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: მყოვარ მოლოდებაჲ იგი დაბა ძეთა ღმრთისათასა მო იგი არს, ვითარმედ მრავალლად განგრძობილი იგი ვრებული მოსალოდებე<span...

სრულად ნახვა
თავი ი̂ბ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ რომელნი-იგი წინაჲსწარ იცნნა, წინაჲსწარცა განაჩინნა (8,29).:

თარგმანი: რაჲ არს ესე თუ "წინაჲსწარ იცნნა"? რომელნი იცნნა წინაჲსწარ? — გარნა ამას იტყჳს, ვითარმედ: რომელნი წინაჲსწარ იცნნა, თუ ნებითა მათითა ჩინებულ არიან. ესე იგი არს, ვითარმედ: რომელნი იცნოდა, თუ ნებანი კეთილნი ჰქონან, იგინიცა განაჩინნა რჩეულებად. რამეთუ ყოველთა უწოდა, ხოლო რომელთა არა უსმინეს, მათ არა ეწოდების ჩინებულ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის