...ოდესაც შეძრწუნდა და ამბობდა: „კიდევ რატომ განვიკითხები შეგონებული და ვამხილებ უფალს?“ ()3, და კვლავ: „ჰამბავით ყურთა მესმინა შენთჳს პირველ და აწ თუალმან ჩემმან გიხილა შენ“ (); „ამისთჳს განვიქარვე თავი ჩემი და დავაგდე. შემირაცხიეს თავი ჩემი მიწად და ნაცრად“ (); „ჴელი დავიდვა პირსა ჩემსა“ (), ღმერთი ეუბნება მას: „ნუ ეგრე, არამედ შეირტყენ, ვითარცა მამაკაცმან წელნი შენი“ (), თითქოს იობისავე სიტყვებს ახსენებს და ამბობს: რადგან ჩემთან სამსჯავრო პაექრობა გსურდა, აჰა, მოვედი, რომ შენთან პაექრობა გავმართო. ხედავ ღვთის გამოუთქმელ კაცთმოყვარეობას, ხედავ უსაზღვრო სიკეთეს? სწორედ ამიტომ სამი ყრმაც ამასვე ამბობდა. „შევცოდეთ, ურჯულოებით მოვიქეცით, უსამართლობა ჩავიდინეთ“ ()...