თარგმანი: ესრეთ უსარწმუნოეს იქმნების სიტყუაჲ სწავლისაჲ, რაჟამს თანა-შეზაოს ქებაჲ და გარდასრულსა კეთილსა თჳთ მათ მიერვე ქმნილსა აღაბაძვნეს კაცნი, ვითარ-ესე აწ მოციქული მორჩილ და საყუარელ უწოდს და ჩუეულებისაებრსა მორჩილებასა ეძიებს მათგან, უმეტესადღა შორს მყოფი, რამეთუ პირისპირი მორჩილებაჲ რეცა კაცთა სირცხჳლისად შეირაცხების, ხოლო შორიელი ღმრთისა მხოლოჲსათჳს ქმნილობასა თჳსსა დაგჳმტკიცებს, არამედ არს ვიეთგანმე ქმნაჲ სათნოებისა და მოღუაწებისაჲ, არამედ სიმჴნით და სილაღით, და არა სიმდაბლით და შემუსრვილებით. ამისთჳსცა მოციქული ეძიებს მოქმედებასა თჳსისა ცხორებისასა, რომელ არს მოღუაწებაჲ სულიერი; რაჲთა შიშით და ძრწოლით ვიქმოდით, ვითარმედ ყოველგან არს ღმერთი და ყოვლისავე ზედამხედველ; ამისთჳს გუეშინოდენ ქმნად რასმე არა-სათნოსა მისსა, ხოლო ამისთჳს ვძრწოდით, ვითარმედ საშჯელი მიეჴადების მოქმედთა ბოროტისათა, რამეთუ არარაჲ კეთილთაგანი მტკიცედ მოიგებვის თჳნიერ შიშისა და ძრწოლისა, ვითარ-იგი გესმის წინაჲსწარმეტყუელისაჲ: ჰმონეთ უფალსა შიშით და იხარებდით მის წინაშე ძრწოლით. ესე იგი არს, ვითარმედ არა ხოლო ცოდვათა მოქმედებისათჳს გუეშინოდენ, არამედ...
ფილიპელთა მიმართ 2:12
...რა მხოლოდ ჩვენი სიტყვები თავად მოისმინოთ, არამედ სხვებსაც გადასცეთ და შეცდომაში შესულნი ჭეშმარიტების გზაზე მოაქციოთ, როგორც პავლეც ამბობს: „ნუგეშინის-სცემდით ურთიერთას და აღაშენებდით ურთიერთსა" (); და: „შიშით და ძრწოლით თჳსსა ცხორებასა იქმოდეთ" (). ამგვარად, ჩვენი ეკლესიაც მორწმუნეთა რიცხვით გაიზრდება და თქვენც ზეგარდმო დიდ მოწყალებას მიიღებთ თქვენი თანამოძმეთა მიმართ დიდი მზრუნველობისთვის.
5. საქმით სწავლება და ჭეშმარიტი მარხვა
ღმერთს სურს, რომ ქრისტიანი არა მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავდეს, არამედ სხვებსაც აღაშენებდეს, არა მხოლოდ მოძღვრებით, არამედ ცხოვრებითა და მოქცევითაც. ქრისტიანული ცხოვრების უმწიკვლობაზე უკეთ ვერაფერი მოაქცევს ადამიანს ჭეშმარიტებისკენ, რადგან ადამიანები არა იმდენად სიტყვებს უყურებენ, რამდენადაც ჩვენს საქმეებს. და, რომ ეს ასეა (რადგან რამდენიც არ უნდა ვფილოსოფოსოთ სიტყვებით და ვილაპარაკოთ მოთმინებაზე, მაგრამ თუ დროის დადგომისას საქმით შემწყნარებლობას არ გამოვიჩენთ, სიტყვა ვერ მოიტანს იმდენ სარგებელს, რამდენ ზიანსაც საქმე მოიტანს; პირიქით, თუ სიტყვებზე წინ და მის შემდეგაც საქმით დამოწმებას წარმოვადგენთ, სარწმუნონი გამოვჩნდებით, რადგან სხვებს იმას...
...ის ყურთა მსმენელთა"** (). ეს მარხვის ნაყოფია; ეს წამალი ჩვენი სულების ცხონებად იქცა. თუ (მარხვამ) ამგვარი ძალა თავის დასაწყისშივე გამოავლინა, მაშინ რა სარგებელს უნდა ველოდოთ მისგან მომდევნო დღეებში? მხოლოდ, გთხოვთ, „შიშით და ძრწოლით თჳსსა ცხორებასა იქმოდეთ" () და არავითარი ხელი არ მისცეთ თქვენი ცხონების მტერს. იგი, ხედავს რა ახლა თქვენს სულიერ სიმდიდრეს, მძვინვარებს და ბობოქრობს, და „ვითარცა ლომი მყჳრალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა" (). მაგრამ თუ ფხიზლად ვიქნებით, ღვთის მოწყალებით, არავის სძლევს.
2. სულიერი საჭურველი და სამყაროს შექმნა
ასეთია ჩვენი სულიერი იარაღი, რომლითაც სულიწმიდის მადლმმა შემოგვმოსა, როგორც გუშინ ავხსენით, საყვარელნო. ამრიგად, თუ ამ იარაღით მუდმივად შემოვზღუდავთ ყველა ასოს, მტრის მიერ გასროლილი ისრებიდან არცერთი ვერ გვეხება, არამედ ყველა უშედეგოდ დაუბრუნდება მას: ღვთის მადლი ალმასზე მტკიცესა და სრულიად დაუძლეველს გაგვხდიდა, თუ გვსურდა. როგორც ალმასს რომ ურტყამ, არავითარ ზიანს არ აყენებ მას, მხოლოდ საკუთარ ძალას ხარჯავ, და ვინც ეკალს დააბიჯებს, მხოლოდ საკუთარ ფეხებს სისხლისღვრამდე ჭრის, ასე იქნება ჩვენთა...