1.მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა მუნ დავსხედით და ვტიროდით, რაჟამს მოვიჴსენეთ ჩუენ სიონი.2.ძეწნთა ზედა შორის მისსა მუნ დავჰკიდენით საგალობელნი ჩუენნი,3.რამეთუ მუნ მკითხვიდეს ჩუენ წარმტყუენველნი ჩუენნი სიტყუათა მათ ქებათასა, და წარმყუანებელნი ჩუენნი გალობასა: გჳგალობდით ჩუენ გალობათა მათგან სიონისათა.4.ვითარმე ვგალობდეთ გალობასა უფლისასა ქუეყანასა უცხოსა?5.რამეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალჱმ, დაივიწყენ მარჯვენეცა ჩემი.6.აექუნ ენაჲ ჩემი სასასა ჩემსა, არა თუ მოგიჴსენო შენ და არა თუ პირველ განგებელ-ვყო იერუსალჱმი, ვითარცა-იგი დასაბამსა მას სიხარულისა ჩემისასა.7.მოიჴსენენ, უფალო, ძენი ედომისნი და დღე იგი იერუსალჱმისა, რომელნი იტყოდეს: დაარღჳეთ, დაარღჳეთ მისაფუძვლადმდე მისა!8.ასულო ბაბილოვნისაო, უბადრუკო, ნეტარ არს, რომელმან მიგაგოს შენ მისაგებელი შენი, რომელ შენ მომაგე ჩუენ!9.ნეტარ არს, რომელმან შეიპყრნეს ჩჩჳლნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა. დიდებაჲ
„მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა მუნ დავსხედით და ვტიროდით, რაჟამს მოვიჴსენეთ ჩუენ სიონი.“ ().
1. ტყვეობის გლოვა და იერუსალიმის ხსოვნა
დიდია ამ კაცთა მონატრება ქალაქისა, დიდია დაბრუნების წადილიც.რადგან, ვიდრე სიკეთეები ხელთ ჰქონდათ, ჭირვეულობასა და კადნიერებაში ატარებდნენ დროს; ხოლო როცა ამ სიკეთეებს მოაკლდნენ, მხოლოდ მაშინ მიეცნენ ნატვრას. <span...
...დამცველებად იქცნენ, როგორც ამის სწავლა იმ ფსალმუნიდან შეიძლება, რომლის მოყვანაც დღეს საჭიროა, რათა ტყვეობის ნაყოფი შეიცნოთ. რომელია ეს ფსალმუნი?„მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა მუნ დავსხედით და ვტიროდით, რაჟამს მოვიჴსენეთ ჩუენ სიონი“ ().„ძეწნთა ზედა შორის მისსა მუნ დავჰკიდენით საგალობელნი ჩუენნი,“ ().რადგან იქ „მუნ მკითხვიდეს ჩუენ წარმტყუენველნი ჩუენნი სიტყუათა მათ ქებათასა“, და ამბობდნენ: „გჳგალობდით ჩუენ გალობათა მათგან სიონისათა“ ().„ვითარმე ვგალობდეთ გალობასა უფლისასა ქუეყანასა უცხოსა?“ ().
ხედავ, როგორ მოაკრძალა ისინი ტყვეობამ?რადგან ტყვეობამდე, თუმცა წინასწარმეტყველები განუწყვეტლივ ჩასძახოდნენ, სჯულს ნუ გადააბიჯებთო, იუდეველებმა ეს ვერ აიტანეს; ტყვეობის შემდეგ კი, როცა ბარბაროსები თავს ესხმოდნენ და მბრძანებლე...