1.ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნეს უსჯულოებანი და რომელთა დაეფარნეს ცოდვანი.2.ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხოს უფალმან ცოდვაჲ, არცა არს პირსა მისსა ზაკუაჲ.3.რამეთუ დავდუმენ მე, განკფდეს ყოველნი ძუალნი ჩემნი ღაღადებითა ჩემითა მარადღე;4.რამეთუ დღე და ღამრ დამიმძიმდა ჩემ ზედა ჴელი შენი; მივიქეც მე გლახაკობად, რამეთუ განმესხა მე ეკალი.5.ცოდვა ჩემი გაუწყე შენ და უსჯულოება ჩემი არა დავფარე შენგან; ვთქუ: აღუვარო ბრალი ჩემი უფალსა, და შენ მომიტევე მე უღმრთოებაჲ გულისა ჩემისა.6.ამისთჳს ილოცვიდეს შენდამი ყოველი წმიდაჲ ჟამსა შეწყნარებისასა, ხოლო რღუნა წყალთა მრავალთა მას არა მიეახლოს.7.შენ ხარ შესავედრებელი ჩემი ჭირისაგან, რომელი გარემომადგეს მე; სიხარულო ჩემო, მიჴსენ მე მათგან, რომელთა გარემოუცავ მე.8.გონიერ-გყო შენ და გულისხმა-გიყო შენ გზასა მას, რომელსაცა ხჳდოდი; ვიგნე შენ ზედა თუალნი ჩემნი.9.ნუ იყოფით ვითარცა ცხენი და ჯორი, რომელთა თანა არა არს გულისხმა; ჭიმითა და აღჳრითა უქცინე ღაწუნი მათნი, რომელნი შენ არა მიგეახლნეს.10.მრავალ გუემა არიან ცოდჳლთათჳს, ხოლო რომელნი ესვენ უფალსა, წყალობაჲ გარემოადგეს მათ.11.იხარებდით უფლისა მიმართ და იშუებდით, მართალნო, და იქადოდეთ ყოველნი წრფელნი გულითა. დიდებაჲ
ძმანო ქრისტიანენო! წინასწარმეტყველი და მეფე დავით იტყვის ფსალმუნსა შინა: ნეტარ-არიან, რომელთა მიეტევნეს უსჯულოებანი და რომელთა დაეფარნეს ცოდვანი. ნეტარ-არს კაცი, რომელსა არა შეურაცხოს უფალმან ცოდვა, არცა არს პირსა მისსა ზაკვა (ფს. ლა, მუხ. ა. ბ.) თქვენ ხართ, ძმანო, დღეს მეძიებელნი ნეტარებისა ამის დიდისა, ვინაიდგან ლოცვითა და მარხვითა ემზადებით აღსარებასა და ზიარებასა და მოელით ცოდვათა მოტევებასა.
ერთობ ღრმა და შესანიშნავი არის, ძმანო, ის ოც-და-მეთერთმეტე ფსალმუნი, რომლისაგან მოვიყვანეთ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარ შესაძლებელ არს ესე ყოფად? ჰრქუა მას იესუ: შენ ხარ მოძღუარი ისრაჱლისაჲ და ესე არა უწყია?“ (3,9-10).:
...ა უფალმან“; და ვითარმედ: „განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკჱ შენი“; და: „ნათელ-იღე, ნათელ-იღე, იერუსალჱმ!“ და: „ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნენ უშჯულოებანი“. და კუალად შობაჲ ისაკისი ბერწისაგან და სხუათა მრავალთაჲ სახჱ იყო ამისვე შობისაჲ, და ქალწულისაგან შობისაჲცა. და ამას ყოველსა მოაჴსენებს მას და ეტყჳს, ვითარმედ: „შენ ხარ მოძღუარი ისრაჱლისაჲ და ესე არა უწყია? ამენ, ამენ, გეტყჳ შენ, რამეთუ: რომელი ვიცით, ვიტყჳთ, და რომელი ვიხილეთ, ვწამებთ, და წამებასა ჩუენსა არავინ შეიწყნარებს“ (3,10-11).
ენება, რაჲთამცა სრულიად გულსავსე-ყო იგი; ამისთჳს თქუა, ვი-თარმედ: „რომელი ვიცით, ვიტყჳთ, და რომელი ვიხილეთ, ვწამებთ“. რამეთუ ვინაჲთგან ჩუენ მიერ უფროჲს ყოვლისა თუალნი სარწმუნო არიან, და რაჟამს ვის ვეტყოდით დარწმუნებად, ესრეთ ვიტყჳთ, ვი-თარმედ: თუალითა ჩუენითა გჳხილავს, ეგრეთვე ქრისტე კაცობრივ ეტყჳს მას უძლურებისა მისისათჳს, და ვითარმედ ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ მისი, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: „რომელი ვიხილეთ, ვწამებთ“, რაჲთა დაარწმუნოს, ვითარმედ ჭეშმარიტად ესრეთ არს და სხუებრ არა. ხოლო ხილვად ამას ადგილ...
...აქუნდა, ხოლო რვალსა მას არა აქუნდა გესლი, არამედ წმიდაჲ იყო. ეგრეთვე აქაცა წარმწყმედელსა მას სიკუდილსა ცოდვაჲ აქუნდა, ვითარცა-იგი გუელსა - გესლი, ხოლო მეუფისა სიკუდილი ყოვლისავე ცოდვისაგან შორს იყო, ვითარცა-იგი რვალისა გუელი - გესლისაგან, რამეთუ ცოდვაჲ ჯუარცუმულმან არა ქმნა, „არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა“. და ესე არს, რომელსა იტყჳს პავლე, ვი-თარმედ: „განძარცუნა მთავრობანი და ჴელმწიფებანი და განაქიქნა იგინი კადნიერებით მას ზედა“. რამეთუ ვითარცა მოღუაწემან და ახოვანმან მორკინალმან აღიღის რაჲ წინააღმდგომი თჳსი და სიმაღლედ აღამაღლის და დააკუეთის და ბრწყინვალედ გამოაჩინის ძლევაჲ თჳსი, ეგრეთვე ქრისტემან წინაშე ყოვლისა სოფლისა წინააღმდგომნი იგი ძალნი დააკუე-თნა და მოწყლულნი იგი მჴეცისაგან განკურნნა ჯუარ-ცუმითა თჳსითა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვიდრემდის ძე თჳსი მხოლოდშობილი მისცა მას, რაჲთა ყოველთა რომელთა ჰრწმენეს მისი, არა წარწყმდენ, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (3,16).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: ნუ გიკჳრს, რომელ მეგულების ამაღლებაჲ ჯუარსა ზედა, რაჲთამცა თქუენ სცხოვნდით, რამეთუ მამასაცა ესე სათნო-უჩნს; რამ...