...ფსალმ 77:34). მაშ, საყვარელნო, ვინაიდან ამჟამინდელ მარხვის დროს ჩვენს თანამოშველედ გვყავს, ვისწრაფოთ ყველანი ცოდვათა აღსარებისკენ, განვეშოროთ ყოველ ბოროტებასა და ყოველი სათნოება ვქმნათ. ასე გვასწავლის ნეტარი წინასწარმეტყველი დავითი, რომელიც ამბობს: „მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი" (). თუ ასე მოვიწყობთ თავს და საჭმლის მარხვას ბოროტებისგან თავის შეკავებასაც შევუერთებთ, უფრო დიდ კადნიერებას მივიღებთ და ღვთისგან უხვი მოწყალების ღირსნი შევიქნებით, როგორც ამჟამინდელ ცხოვრებაში, ისე იმ საშინელ დღეს, ღვთისთვის სათნო ადამიანთა ლოცვითა და შუამდგომლობით, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ფსალმუნნი 36:27
26. მარადღე სწყალობს და ავასხებს მართალი, და ნათესავი მისი კურთხეულ იყოს.27. მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი და დაემკჳდრე უკუნითი უკუნისამდე.28. რამეთუ უფალსა უყუარს მშჯავრი და არა დასთხინეს ღირსნი მისნი, უკუნისამდე დაიცვნენ იგინი; ხოლო უშჯულონი იდევნნენ და თესლი უღმრთოთა მოისრას.
ფსალმუნნი თავი 36