1.ამიერითგან, ძმანო ჩემნო, გიკითხავთ და გლოცავთ უფლისა მიერ იესუ ქრისტესა, რაჲთა ვითარცა-იგი ისწავეთ ჩუენგან, ვითარ ჯერ-არს თქუენდა სლვაჲ და სათნო-ყოფაჲ ღმრთისაჲ, რაჲთა უფროჲს ჰმატებდეთ;2.რამეთუ იცით, ვითარნი მცნებანი მიგცენით თქუენ უფლისა მიერ იესუ ქრისტესა.3.რამეთუ ესე არს ნებაჲ ღმრთისაჲ, სიწმიდე ეგე თქუენი, განშორებად თქუენდა სიძვისაგან,4.ცნობად კაცად-კაცადისა თქუენისა თავისა თჳსისა ჭურჭელი მოგებად სიწმიდით და პატივით,5.ნუ ვნებითა გულის თქუმისაჲთა, ვითარცა-იგი წარმართნი, რომელთა არა იციან ღმერთი,6.არა გარდასლვად და მოანგაჰრებად საქმესა ძმისა თჳსისასა, რამეთუ შურის-მეძიებელ არს ღმერთი ამათ ყოველთათჳს, ვითარცა-იგი წინაწარ გარქუთ თქუენ და გიწამებდით.7.რამეთუ არა გჳჩინნა ჩუენ ღმერთმან არაწმიდებად, არამედ სიწმიდედ.8.აწ უკუე რომელმან შეურაცხ-ყოს, არა კაცსა შეურაცხ-ჰყოფს, არამედ ღმერთსა, რომელმანცა მოგცა სული წმიდაჲ მისი თქუენ ზედა.9.ხოლო ძმათ მოყუარებისათჳს არა გჳჴმს მიწერად თქუენდა, რამეთუ თქუენ თჳთ ღმრთივ სწავლულნი ხართ სიყუარულისათჳს ურთიერთარს10.და რამეთუ ჰყოფთცა მას ყოველთა მიმართ ძმათა, რომელნი არიან ყოველსა მაკედონიასა. ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, გარდამატებად უფროჲსღა11.და პატივის-ცემის მოყუარე იყვენით და მყუდრო და იქმოდეთ თჳსსა და შურებოდეთ ჴელითა თქუენითა, ვითარცა-იგი გამცენით თქუენ,12.რაჲთა ხჳდოდით შუენიერად გარეშეთა მათ მიმართ, და ნურარაჲ ვის გიჴმნ.13.ხოლო არა გუნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, შესუენებულთა მათთჳს, რაჲთა არა სწუხდეთ, ვითარცა-იგი სხუანი, რომელთა არა აქუს სასოებაჲ.14.რამეთუ უკუეთუ გურწამს, ვითარმედ იესუ მოკუდა და აღდგა, ეგრეცა ღმერთმან შესუენებულნი იგი იესუჲს მიერ მოიყვანნეს მის თანა.15.ხოლო ამას გეტყჳ თქუენ სიტყჳთა უფლისაჲთა, ვითარმედ ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელ დაშთომილ ვიყვნეთ მოსლვასა მას უფლისასა, ვერ მივეწინეთ შესუენებულთა მათ,16.რამეთუ თავადი უფალი ბრძანებითა და ჴმითა ანგელოზთ მთავრისაჲთა და საყჳრითა ღმრთისაჲთა გარდამოჴდეს ზეცით, და მკუდარნი იგი ქრისტეს მიერნი აღდგენ პირველად;17.და მაშინღა ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელნი დაშთომილ ვიყვნეთ, მათ თანავე აღვიტაცნეთ ღრუბლითა შემთხუევად უფლისა ჰაერთა ზედა და ესრეთ მარადის უფლისა თანა ვიყოფვოდით.18.ვინაჲცა ნუგეშინის-სცემდით ურთიერთარს სიტყუათა ამათ მიერ.
„ხოლო ძმათ მოყუარებისათჳს არა გჳჴმს მიწერად თქუენდა, რამეთუ თქუენ თჳთ ღმრთივ სწავლულნი ხართ სიყუარულისათჳს ურთიერთარს და რამეთუ ჰყოფთცა მას ყოველთა მიმართ ძმათა, რომელნი არიან ყოველსა მაკედონიასა. ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, გარდამატებად უფროჲსღა“ ().
1. ღმრთივსწავლული სიყვარული და ხელთა შრომა
რატომღა, მას შემდეგ, რაც მათ უმანკოების შესახებ მკაცრად ელაპარაკა და ახლა შრომის საჭიროებასა და გარდასულთა...
„ხოლო არა გუნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, შესუენებულთა მათთჳს, რაჲთა არა სწუხდეთ, ვითარცა-იგი სხუანი, რომელთა არა აქუს სასოებაჲ.“ ().
1. შესვენებულთა ნუგეში აღდგომის სასოებით
ბევრი რამ მხოლოდ უმეცრების გამო გვაწუხებს; როცა მათ კარგად შევიცნობთ, ტკივილსაც მოვიშორებთ.სწორედ ამას ცხადყოფდა პავლეც, როცა ამბობდა: „ხოლო არა გუნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო,...
„ხოლო ამას გეტყჳ თქუენ სიტყჳთა უფლისაჲთა, ვითარმედ ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელ დაშთომილ ვიყვნეთ მოსლვასა მას უფლისასა, ვერ მივეწინეთ შესუენებულთა მათ, რამეთუ თავადი უფალი ბრძანებითა და ჴმითა ანგელოზთ მთავრისაჲთა და საყჳრითა ღმრთისაჲთა გარდამოჴდეს ზეცით, და მკუდარნი იგი ქრისტეს მიერნი აღდგენ პირველად; და მაშინღა ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელნი დაშთომილ ვიყვნეთ, მათ თანავე აღვიტაცნეთ ღრუბლითა შემთხუევად უფლისა ჰაერთა ზედა და ესრეთ მარადის უფლისა თანა ვიყოფვოდით.“ (<span...
თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ მაშინ რომელნიცა ცხოველნი იყვნენ, ვერ უსწრან წარდგომად წინაშე უფლისა მკუდართა მათ, რომელნი ბევრეულით წლითგან საფლავებსა შინა იყვნენ.
1 თესალონიკელთა მიმართ 4:41 თესალონიკელთა მიმართ 4:51 თესალონიკელთა მიმართ 4:13
6.:
...ვს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, შესუენებულთა მათთჳს, რაჲთა არა სწუხდეთ, ვითარცა-იგი სხუანი, რომელთა არა აქუს სასოებაჲ“** (); და კვლავ: „ცნობად კაცად-კაცადისა თქუენისა თავისა თჳსისა ჭურჭელი მოგებად სიწმიდით და პატივით, ნუ ვნებითა გულის თქუმისაჲთა“ (). და ამით არ დაკმაყოფილდა, არამედ დაუმატა: „ვითარცა-იგი სხუანი წარმართნი, რომელთა არა იციან ღმერთი“ ()8.რადგან სწორედ ასეთი სიტყვა განსაკუთრებით ემწარება ხოლმე ძლიერ დაცემულებსაც.თუ იუდეველებს ეს ბრალდებათ, ჩვენ რა შენდობას მივიღებთ, რა გამართლებას ვიპოვით, ჩვენ, ვინც ამოდენა მადლის, გამოუთქმელი პატივისა და უკვდავი სასოების შემდეგ იმავე ცდომილებაში ვვარდებით, რომელშიც ისინი?რადგან ახლაც მრავალია ამ სნეულებით შეპყრობილი და საკუთარ ცხოვრებას რყვნის: ისინი მისნობათა უგუნურებას ეძლევიან, ღმერთსაც აწყენინებენ, ზედმეტ მწუხარებებსა...
1 თესალონიკელთა მიმართ 4:101 თესალონიკელთა მიმართ 4:111 თესალონიკელთა მიმართ 4:12
2. უქმობის მხილება და ძმური შეგონება:
...ეთუ ვისმე არა უნებს საქმის, ნუცა ჭამნ“** ().
2. უქმობის მხილება და ძმური შეგონება
იხილე, როგორ უფრო ნაზად საუბრობს ამაზე პირველ ეპისტოლეში, როცა ამბობს: „ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, გარდამატებად უფროჲსღა“ () და „და პატივის-ცემის მოყუარე იყვენით“ (), და არსად ამბობს: „გამცნებ თქუენ“ (), არც იმას: „სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა“ (), რაც საშინელი და საფრთხის შემცველი იყო; არამედ ამბობს „გარდამატებას“ და „პატივის-ცემის მოყვარეობას“, რაც სათნოებისკენ მომწოდებელი სიტყვა იყო.იქ ამბობს: „რაჲთა ხჳდოდით შუენიერად“ (); აქ კი მსგავსი არაფერია, არამედ: „უკუეთუ ვისმე არა უნებს საქმის“ ().ამბობს: „ნუცა ჭამნ.“ ()....
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იქმოდეთ ნუ საზრდელსა წარსაწყმედელსა, არამედ საზრდელსა, რომელი ჰგიეს ცხორებად საუკუნოდ, რომელი ძემან კაცისამან მოგცეს თქუენ, რამეთუ ამას მამამან დაჰბეჭდა ღმერთმან“ (6,27).:
...(მათ. 6,34) ხოლო კეთილ არს, რაჲთა ამის ყოვლისათჳს ვთქუა, რაჲთა იგინიცა დასცხრენ, რომელნი ამას იტყჳან, და არა შფოთი შემოვიღოთ შორის საღმრთოთა სიტყუათა; რამეთუ იტყჳს მოციქული პავლე, ვითარმედ: „გევედრები, რაჲთა არა უქმ იყვნეთ, არამედ მოქმედებით შუენიერად ხჳდოდით“; და: „მპარავი იგი ნუღარა იპარავნ, არამედ შურებოდენ ჴელითა თჳსითა, რაჲთა აქუნდეს სხუათაცა მიცემად, რომელთა უჴმდეს“. რამეთუ აჰა ესერა არა ოდენ საქმჱ ბრძანა პავლე, არამედ შრომითცა და ოფლით. და კუალად იგივე იტყჳს, ვი-თარმედ: „საჴმართა ჩემთა და რომელნი იყვნეს ჩემ თანა, ჰმსახურეს ჴელთა ამათ“; და კუალად თქუმულ არს მისთჳს, ვითარმედ: დაადგრა აკჳლას თანა და პრისკილას და შურებოდა. და ჯერ-არს უკუე, რაჲთა თარგმანიცა ვთქუათ ამის სიტყჳსაჲ და არა ოდენ წინააღმდგომსა ვიტყოდით. ამას უკუე ვიტყჳ, ვითარმედ: არაზრუნვაჲ არა თუ არაშრომაჲ არს, არამედ რაჲთა არა შევჰმშჭუალოთ გონებაჲ ჩუენი სოფლისა საქმეთა და გარეწარად გუაქუნდეს საქმჱ ჴორცთაჲ და არა ვიუნჯებდეთ ხვალისა, რამეთუ არა თუ არა ეგების შრომაჲ და...