მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 4:5

4. გულისჴმა-ყავთ, რამეთუ საკჳრველ-ყო უფალმან წმიდაჲ თჳსი; უფალსა შეესემინ ჩემი ღაღადებასა ჩემსა მისა მიმართ.5. განრისხნებოდეთ და ნუ სცოდავთ; რაჲ სთქუათ გულთა შინა თქუენთა, სარეცელთა თქუენთა ზედა შეინანეთ.6. შეწირეთ მსხუერპლი სიმართლისა და ესევდით უფალსა. მრავალთა თქუან: ვინ გჳჩუენოს ჩუენ კეთილი?
ფსალმუნნი თავი 4
5. განრისხნებოდეთ და ნუ სცოდავთ; რაჲ სთქუათ გულთა შინა თქუენთა, სარეცელთა თქუენთა ზედა შეინანეთ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი ზ̂. სიწმიდისათჳს და სიმართლისა, რომელნი გუყოფენ ჩუენ მსგავს ღმრთისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: გული გიწყრებოდენ და ნუ სცოდავთ; მზე ნუ დაჰვალნ განრისხებასა თქუენსა; ნუცა სცემთ ადგილ ეშმაკსა (4,26-27).:

...ან ვართ ურთიერთას ასოებ, და ყოველნი — ერთ გუამ ქრისტეს მიერ.

მოციქულისაჲ: გული გიწყრებოდენ და ნუ სცოდავთ; მზე ნუ დაჰვალნ განრისხებასა თქუენსა; ნუცა სცემთ ადგილ ეშმაკსა (4,26-27).

თარგმანი: მეოთხისა ფსალმუნისაგან შემოიღებს სიტყუასა საწამებელსა, ვითარ-იგი მუნ ითქუმის უსაკუთრესად: "განრისხნებოდეთ და ნუ სცოდავთ" (). ხოლო ძალსა ამისსა თჳთ მოციქული თარგმნის, ვითარმცა გუეტყოდა, ვითარმედ: ზემო ვთქუ, რაჲთა არა უტყუვოდით ურთიერთას, ხოლო ვინაჲთგან ტყუვილი მოყუსისაჲ რეცა სამართალსა მიზეზსა გცემს განრისხებისასა, ამისთჳს ვიტყჳ: კეთილ არს ყოვლად არა განრისხებაჲ. ხოლო ესე თუ ვერ, ესეღა სადმე უეჭუელად საძიებელ არს, რაჲთა არა ცოდვად აღიგზებდეთ განრისხებასა მას, მიმყოვრებულად განგრძობითა ვნებისაჲთა, არამედ რაოდენცა მართალ საგონებელ იყოს განრისხებაჲ იგი, ნუმცა წარჰჴდების საზღვარსა მზისა დასლვისასა, რაჲთა არა ღამემან უმეტეს მყუდროებით წურთითა უძლიერეს აღაგზნას ვნებაჲ იგი. ჳკუმენისი: მესმა ვისგანმე მთარგმნელთაგანისა, ვითარმედ ერთი ოდენ არს უცოდველი განრისხებაჲ — ეშმაკთა მიმართ და ვნებათა, და ამის პირისათჳს იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: "განრისხნებოდეთო", არამედ — ეშმაკთა მიმართ და ვნებათა, და ნუღარაჲს სხჳსა ცოდვისა ნივთად იჴუმევთ საჴმარებასა მრისხანებისასა. ხო...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მბ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მბ რაჲთა ვიღუაწოთ არა ვნებად, არცა ძჳრის-ზრახვად მოყუასთა, არამედ თავთა თჳსთა განვიკითხვიდეთ:

...არცა ბჭენი დიდებულნი შინაგან კრეტსაბმელისა სხდიან, ეგრეთვე შენ შევედ საუნჯესა შენსა, სენაკსა ფარულსა, და ესე ყოველი განიკითხე. ეგრეთვე კუალად მწუხრი სარეცელსა ზედა შენსა ესევე განსაკითხავი გონებასა შინა შენსა შემზადე. ამისთჳს თქუა წინაჲსწარმეტყუელმან: „რაჲ სთქუათ გულთა თქუენთა, სარეცელთა თქუენთა ზედა შეინანეთ“; და კუალად იტყჳს: „უკუეთუმცა მოგიჴსენე შენ სარეცელსა ჩემსა ზედა, ცისკარსამცა აღვიმსთუე და გევედრებოდე შენ“. ხოლო იგი წინაჲსწარმეტყუელი ვითარცა იტყოდა, ეგრეთცა იქმოდა. ამისთჳსცა ღაღადებს: „დავშუერი მე სულ-თქუმითა ჩემითა, დავბანე მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტვე“. რამეთუ ესევითარსა განსაკითხავსა შეუმზადებდა სულსა თჳსსა დღითი-დღე.

უკუეთუ შენცა ეგრეთ იქმოდი და მცირეთაცა ცთომათათჳს სულსა შენსა ბრალსა მოჰჴდიდე, დიდთა ყოვლადვე არა მიეახლო, არამედ რომელნი გექმნენ ცოდვანი, იგინიცა შეინანნე და კადნიერებით წარსდგე წინაშე საყდარსა ქრისტესსა. ამისთჳს იტყოდა პავლე: „უკუეთუმცა თავ-თა თჳსთა განვიკითხევდით, არამცა განვიკითხენით“. ეგრეთ წმიდაჰყოფდა იობ შვილთა თ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა ემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა“ (5,20).:

...ე ქრისტესი დაიჴსნებოდის და უწესოებისა საქმე იქმნებოდის, შემუსრვილ და მდაბალ იქმნებიან და დუმილსა იმარხვენ, რომელ-ესე ორივე წინააღმდგომ არს რჩულსა მას სახარებისასა. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ არა განრისხებაჲ ბოროტ არს, არამედ ცუდად განრისხებაჲ. ამისთჳსცა წინაწარმეტყუელი იტყჳს: „გულისწყრომასა თქუენსა ნუ სცოდავთ“, რამეთუ უკუეთუ განრისხებაჲ იგი არა შურისათჳს საღმრთოჲსა იყოს, ცოდვა არს, ვითარცა ესერა შემდგომთაცა სიტყუათა მიერ გუამცნებს უფალი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა: რაკა, თანამდებ არს კრებულისაგან განსლვად“ (5,22).

თ ა რ გ მ ა ნ ი: შესაკრებელად აქა სამსჯავროსა მას ჰურიათასა უწოდა და ამისთჳს აჴსენა იგი, რაჲთა არა ჩნდეს სიტყუაჲ მისი სრულიად უცხო წესისა მისგან რჩულიერისა. ამისთჳს შესაკრებელსა მათსა მისცა სასჯელი ამის სიტყჳსაჲ. ხოლო სიტყუაჲ ესე - „რაკაჲ“ - არა გინება არს, არამედ შეურაცხება, რამეთუ ესრეთ გამოითარგმანების ასურასტანელთა ენისაგან: რაკა - ჵ შენო, რომელ-ესე არს შეურაცხებისა სიტყუაჲ, ვითარცა ვინ ჰრქჳს მონასა თჳსსა. ხოლო კაცთმოყუარე ღმერთი ყოვლისავე ბოროტისა დასაბამსა და ძირსა აღმოჰფხურის, რაჲთა არა უძჳრესიცა მოვიდეს, და გჳბრძანებს, რაჲთა ურთიერთას არა შეურაცხებით, არამედ პატივით ვეტყოდით, ვითარცა წერი...

სრულად ნახვა