მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 49:12

11. ვიცნი მე ყოველნი მფრინველნი ცისანი, და შუენიერებაჲ ველთა ჩემ თანა არს, შე-თუ-მემშიოს, არავე შენ გეტყოდი, რამეთუ ჩემი არს სოფელი და სავსებაჲ მისი.12. ნუ ვჭამოა ჴორცი ზუარაკთა, ანუ სისხლი ვაცთა ვსუაა?
ფსალმუნნი თავი 49
12. ნუ ვჭამოა ჴორცი ზუარაკთა, ანუ სისხლი ვაცთა ვსუაა?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ ქრისტეს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა ჰეროდე მეფისათა, აჰა მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალჱმდ და იტყოდეს: სადა არს, რომელი-იგი იშვა მეუფე ჰურიათაჲ? რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავალით და მოვედით თაყუანისცემად მისა“ (2,1-2).:

...შესწირვიდენ მისა შესაწირავსა და საკუერთხსა ვერძთასა, ზუარაკთასა და ბევრეულსა კრავთა მართებულთასა, ვითარცა დანიელ იტყჳს. არა თუ საჴმარ იყვნეს მისა შესაწირავნი იგი ზუარაკთა და ვაცთანი, ვი-თარცა იტყჳს პირითა დავითისითა, ვითარმედ: „არა ვჭამ მე ჴორცსა ზუარაკთა შენთასა, არცა სისხლსა ვაცთა შენთასა ვსუამ მე“. ესე იგი არს, ვითარმედ: არა თუ შესაწირავნი ეგე მიჴმან მე, „რამეთუ ჩემი არს ყოველი მჴეცი მაღნარისაჲ, ნადირი მთათაჲ და ყოველი პირუტყჳ; ვიცნი მე მფრინველნი ცისანი, და შუენიერებაჲ ველთაჲ ჩემ თანა არს“.

არა საჴმარ იყვნეს უკუე, ვითარცა ვთქუ, შესაწირავნი იგი და მსხუერპლნი ღმრთისადა, არამედ სიზრქესა გონებისა მათისასა და ჩუეულებისა მათისა წესსა მიჰყვა, რაჲთამცა წუთერთ შესწირვიდეს მისა მსხუერპლებსა მას და მოიქცესმცა ეშმაკთა ზორვისაგან, და ამისა შემდგომად მსხუერპლთაცა და მრგულიადდასაწუველთამცა წესი აღიღო და უსისხლოჲსა მის მსხუერპლისა შეწირვაჲ გუასწავა, რომელ-ესე იქმნა მოსლვითა მით მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისაჲთა. ამის ესევითარისა სახისათჳს მოგუთაცა ვარსკულავისა ხილვითა მოუწოდა, რამეთუ ესრეთ იყო წესი ჩუეულებისა მათისაჲ. ხოლო მო-რაჲ-იყვანნა ბეთლემდ და წარმოადგინნა ბაგასა ზედა და იხ...

სრულად ნახვა