მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 7:13

12. ღმერთი მართლმსაჯულ, ძლიერ და სულგრძელ, რომელმან არა მოავლინის რისხვა მისი მარადღე.13. არა თუ მოიქცეთ, მახჳლი მისი ლესულ არს, მშჳლდსა მისსა გარდაუცუამს და განუმზადებიეს იგი;14. და მის თანა განუმზადებიან ჭურნი სიკუდილისანი; ისარნი მისნი შესაწველთათჳს ქმნნა.
ფსალმუნნი თავი 7
13. არა თუ მოიქცეთ, მახჳლი მისი ლესულ არს, მშჳლდსა მისსა გარდაუცუამს და განუმზადებიეს იგი;
ფსალმუნი 7-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ფსალმუნი დავითისი, რომლითა აქო უფალი სიტყუათა მათთჳს ქუშისთა, ძისა იემენისთა.“ ().

„უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ, მაცხოვნე მე და ყოველთა მდევართა ჩემთაგან მიჴსენ მე.“ ().

1. ქუშის ერთგულება დავითის ჭირში

საჭირო იყო წმიდა წერილებისა და ისტორიული ამბების ცოდნა ისე ზედმიწევნით გვქონოდა, რომ მათი სწავლებისთვის უფრო ვრცელი სიტყვა აღარ დაგვჭირვებოდა; მაგრამ ვინაიდან ერთნი ამქვეყნიური საქმეებით არიან დაკავებულნი, სხვანი კი თავს უდებებას აძლევენ და ამ ამბებს ყურს არ უგდებენ, აუცილებელია სიტყვა უფრო გავავრცოთ და ფსალმუნის საგანზე ვილაპარაკოთ. მაგრამ ყურადღებით დაუგდეთ ყური. მაშ, რა არის ეს საგანი? „ფსალმუნი დავითისი, რომლითა აქო უფალი“ (). სხვა ვარიანტია: „ფსალმუნი უმეცრებისათვის, დავითისა“. <span...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 44-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. სახეობრივი იარაღი და ქრისტეს ძლევა:

...დ შევიცნობთ, რომ ეს ყოველივე მის მამაზეც ითქმის. რადგან სხვაგან წინასწარმეტყველი მასაც შეიარაღებულად წარმოგვიდგენს, როდესაც ამბობს: „არა თუ მოიქცეთ, მახჳლი მისი ლესულ არს, მშჳლდსა მისსა გარდაუცუამს და განუმზადებიეს იგი; და მის თანა განუმზადებიან ჭურნი სიკუდილისანი“ (). და კვლავ სხვაგან: „და შეიმოსა სიმართლე; ვითარცა ჭაჯუ-ჭური“ (). იხილე იგივე თვითხელმწიფებაც. როგორც იქ ამბობს: „მახჳლი მისი ლესულ არს“ (), არა სხვისი ბრძანებით, არამედ თვითონ თავისთავად; ასევე აქაც: „ისარნი შენნი ლესულ არიან, ძლიერო; ერნი შენ ქუეშე დაეცნენ, გულითა მტერნი მეუფისანი“ ().

შემდეგ, იმის საჩვენებლად, რომ ყოველივეს თავისთავად აღასრულებს, ამბობს: „და გიძღოდის შენ საკჳრველად მარჯუენე შენი“ (). ამბობს: მოქმედებას სხვაგანიდან კი არ იღებ...

სრულად ნახვა
თავი ა̂. პირველად უკუე შემდგომად დაწყებისა — განშჯისათჳს წარმართთაჲსა, რომელნი-იგი არა იმარხვენ ბუნებითსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამას სადმე [ჰგონება, ჵ კაცო, რომელი შჯი ესევითარისა მოქმედთა მათ, და იქმ მასვე, ვითარმედ შენ განერე საშჯელსა ღმრთისასა? ანუ სიმდიდრესა მას სიტკბოებისა მისისასა, და თავს-დებასა და სულგრძელებასა შეურაცხ-ჰყოფ? (2,3-4).:

...ნი დაჰსაჯე. და უკუეთუ შენთა სიტყუათა საშჯელისა თუალუხუავობასა ვერ განერი, ვითარ გაწერე ღმრთისა მართლმსაჯულობისაგან, რომელი-იგი უზეშთაეს არს ყოველთა სიმართლეთა და უცოდველობათა? ანუ სულგრძელებასა და თავს-დებასა მისსა შეურაცხ-ჰყოფა? მეცა ვიტყჳ, ვითარმედ სულგრძელ არს, არამედ "არა თუ მოვიქცეთ, მახჳლი მისი ლესულ არს" ().

მოციქულისაჲ: ვერ გიცნობიეს, რამეთუ სიტკბოებაჲ ღმრთისაჲ სინანულად მოგიყვანებს შენ, ხოლო სიფიცხლითა მაგით შენითა და შეუნა (2,4-6).

თარგმანი: ამის, რაჲთა, შეურაცხ-ყოფისა, დროებაჲ და ჟამი სინანულისაჲ. ხოლო, უკუეთუ ესე შეურაცხ-ჰყო თჳთ მოიზიდავ თავისა შენისა რისხვასა სიფიცხითა მაგით შენითა. რამეთუ, ვინმცა იყო უფიცხესი მისსა, რომელი არცა სულგრძელებისაგან შეიკდემდეს, არცა რისხვისაგან შეიშინ...

სრულად ნახვა