თ ა რ გ მ ა ნ ი: უჩუენებს მას, ვითარმედ არა საჴმარ არს მისა სხუაჲ შეწევნაჲ, ვინაჲთგან თჳთ არს აღდგომაჲ და ცხორებაჲ. ამისთჳსცა შესძინა, ვითარმედ: „რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღათუ-კუდეს, ცხოვნდესვე“, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ იგი არს მომცემელი კეთილ-თაჲ და მის მიერ ჯერ-არს თხოვაჲ.
სახარებაჲ იოვანესი 11:25
...რმედ: „რაჲთა პატივ-სცემდენ ძესა, ვითარცა პატივ-სცემენ მამასა“, და ვითარმედ: „საქმეთა, რომელთა იგი იქმს, მეცა ვიქმ“, ; (14,12) და კუალად, რომელი იტყჳს, ვითარმედ: „მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ სოფლისაჲ“, ესე ყოველი სწორებისა მისისა სახე არს, რამეთუ ყოველნი ესე სიტყუანი სიმდაბლისა სახენი სიტყუანი იყვნეს მსმენელთა მათ უძლურებისათჳს, რამეთუ ვერ იტჳრთვიდეს მაღალთა და ღმრთეებისა მისისა შემსგავსებულთა სიტყუათა, არამედ დაბრკოლდებოდეს; და კუალად ამისთჳს, რაჲთა არა უშობელად შეჰრაცხონ იგი ვიეთმე.
ხოლო რაჲ საკჳრველ არს, უკუეთუ ძჱ იქმს ამას, რომელი კაც იქმნა ჩუენთჳს? ვინაჲთგან მამაჲცა, რომელი უჴორცოჲ არს და არა განკაცებული, მრავალგზის მსმენელთათჳს სიმდაბლისა სახეთა იტყოდა, რაჲთამცა მათ ერგო; რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ადამ, ადამ, სადა ხარ?“ რომელმან-იგი ყოველივე იცოდა; რამეთუ კუალად იტყჳს, ვითარმედ: „რაჲთა ვცნა, უკუეთუ ჴმისა მათისაებრ ჩემდა მომავალისა იყოფებიან“; და კუალად ეტყჳს აბრაჰამს: „აწ უწყი, რამეთუ გეშინის შენ ღმრთისაგან“;...
...ხილეს იგი გამომავალი, და საყნოსელნი, რომელთა ეცა სულმყრალობაჲ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო თქუა მართა: უფალო, ყროდის, რამეთუ მეო-თხჱ დღჱ არს“ (11,39).
თ ა რ გ მ ა ნ ი: კეთილად სამე ვიტყოდე, ვითარმედ არა იცოდა დედაკაცმან მან, სიტყუაჲ იგი ქრისტესი თუ რაჲ არს, რომელი თქუა, ვითარმედ: „მო-ღათუ-კუდეს, ცხოვნდესვე“. რამეთუ იხილე, რასა იტყჳს აქა, ვითარცა შეუძლებელისა საქმისათჳს, რამეთუ უცხოჲცა იყო ოთხისა დღისა განხრწნილისა მკუდრისა აღდგინებაჲ. ხოლო უფალმან ჰრქუა მას:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა გარქუა შენ, ვითარმედ: უკუეთუ გრწმენეს, იხილო დიდებაჲ ღმრთისაჲ?“ (11,40).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო მოწაფეთა ეტყოდა, ვითარმედ: „რაჲთა იდიდოს ძჱ ღმრთისაჲ მის ზედა“, ხოლო მართას მამისათჳს ეტყჳს: „რაჲთა იდიდოს ღმერთიო“. ჰხედავა, ვითარ უძლურებაჲ მსმენელთაჲ მათ იყო სიტყუათა შეცვალებისა მიზეზი? ხოლო მოაჴსენა მას სიტყუაჲ თჳსი და ამხილა არამოჴსენებაჲ მისი და ჰრქუა: „არა გარქუა შენ, ვითარმედ: უკუეთუ გრწმენეს, იხილო დიდებაჲ ღმრთისაჲ?“
სწავლაჲ ჲგ სარწმუნოებისათჳს
რამეთუ სარწმუნოებაჲ დიდად კეთილ არს და დიდთა კეთილთა მიზეზი, ვიდრეღა სარწმუნოებისა მიერ შემძლებელ იქმნებიან საქმე-თა ღმრთისათა ქმნად სახელითავე მისითა. რ...
...მა-ყავ იგიცა სიტყუაჲ, რომელი თქუა, ვითარმედ: „უჩუენოს მას“, რამეთუ სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა“, და კუალად გამოა-ჩინებს, ვითარმედ არა უჴმს შეწევნაჲ, და იტყჳს, ვითარმედ: „მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ“. რაჲთა ვერ სთქუათ, თუ: მკუდართა აღადგინებს და ცხოველ-ჰყოფს, ხოლო სხუასა ვერ ესრეთ იქმს, ამისთჳს წინაჲსწარ ყოველი სიტყუაჲ მოსწყჳდა, რამეთუ თქუა, ვითარმედ: „რაოდენსაცაიგი მამაჲ იქმს, მისა მსგავსად ძჱცა იქმს“, გინა თუ მკუდართა აღდგომაჲ სთქუა, გინა თუ გუამოვნებისა დაბადებაჲ, გინა თუ ცოდვათა შენდობაჲ, გინა თუ სხუაჲ რაჲმე, ყოველივე მსგავსად მისა ითქუმის; არამედ არცა ერთსა ამათგანსა ისმენენ, რომელთა-იგი სძულს თჳსი ცხორებაჲ. ესევი-თარი ბოროტი არს წინამძღურებისა გულისთქუმაჲ, ამან შვნა წვალებანი, ამან დაამტკიცა წარმართთა უშჯულოებაჲ. რამეთუ ღმერთსა ენება, რაჲთა უხილავნი მისნი დაბადებულთა მიერ ამის სოფლისათა გულისხმავყვნეთ, ხოლო მათ არა ინებეს ამას სწავლასა შედგომაჲ, არამედ სხუაჲ გზაჲ მოიპოვეს, ამისთჳსცა ჭეშმარიტისაცა მისგანცა გზისა დაეცნეს. და ჰურიათა არა ჰრწმენა, რამეთუ დიდებასა კაცთაგან მიიღებდეს და დიდებასა მხოლოჲსა ღმრთისასა არა ეძიებდ...
...ლობაჲ იყო, ვითარმცა არღა კეთილად ჰრწმენა. და კუალად, ოდეს იგი ეტყოდა, ვითარმედ: „ვიცი, რაჲცა სთხოო ღმერთსა, მოგცეს შენ ღმერთმან“, განაყენებდა ესევითარისა გულისსიტყჳსაგან და გულისჴმა-უყოფდა, ვითარმედ არა საჴმარ არს მისდა თხოაჲ, არამედ იგი თავადი არს წყაროჲ კეთილთაჲ. ამისთჳს ჰრქუა: „მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ“. ესე იგი არს, ვითარმედ არა საჴმარ არს ჩემდა მოცემად ძალი ზეგარდამო, არამედ უფალი ვარ ყოფად, რაჲცა მენებოს.
ხოლო აქა ვინაჲთგან ასისთავმან მან ესოდენი წამა ჴელმწიფებაჲ მისი, აქო და უაღრესად ყოვლისა მის ერისა გამოაჩინა და ღირს-ყო სასუფეველსა ცათასა და სხუათა ბაძვად მისისა სათნოებისა მოუწოდა, ვითარცა იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „ჰრქუა ერსა მას: არცა თუ ისრაჱლსა შორის ესოდენი სარწმუნოებაჲ ვპოე“. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ რომელ-იგი გულისჴმა-ყო დიდი ჴელმწიფებაჲ და ძალი მისი, ესე ექმნა მიზეზ სარწმუნოებისა და სასუფეველისა და სხუათა მათ კეთილთა. რამეთუ არა თუ სიტყჳთ ხოლო აქო, არამედ უძლურებაჲცა იგი მონისა მისისაჲ განკურნა და ნიჭი დიდი აღუთქუა მას, რამეთუ იტყჳს: