მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 15:14

13. უფროჲსი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაჲთა სული თჳსი დადვას მეგობართა თჳსთათჳს.14. თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ, უკუეთუ ჰყოთ, რომელსა-ესე გამცნებ თქუენ.15. არღარა გეტყჳ თქუენ მონად, რამეთუ მონამან არა იცინ, რასა იქმნ უფალი მისი. ხოლო თქუენ გარქუ მეგობრად, რამეთუ ყოველი, რაოდენი მესმა მამისა ჩემისაგან, გაუწყე თქუენ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 15
14. თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ, უკუეთუ ჰყოთ, რომელსა-ესე გამცნებ თქუენ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ, უკუეთუ ჰყოთ, რომელსა გამცნებ თქუენ. არღარა გეტყჳ თქუენ მონა, რამეთუ მონამან არა უწყინ, რასა ჰყოფნ უფალი მისი. ხოლო თქუენ გარქუ მეგობარ, რამე-თუ [ყოველი], რაოდენი მესმა მამისა ჩემისაგან, გაუწყე თქუენ“ (15,14-15).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარ უკუე ეტყოდა, ვითარმედ: „მრავალი მაქუს სიტყუად თქუენდა, არამედ ვერ ძალ-გიც აწ ტჳრთვად“? რამეთუ არარას აწ სხუასა გულისხმა-გჳყოფს სიტყჳთა ამით, რომელ თქუა, ვითარმედ: „ყოველი, რაოდენი მესმა მამისაგან, გითხარ თქუენ“, არამედ ამას გამოა-ჩინებს, ვითარმედ: არარას უცხოსა ვიტყჳ, არამედ ყოველსავე მამისასა. და ვინაჲთგან ესე არს სახჱ სიყუარულისაჲ, რაჲთა საიდუმლოთაცა მიუთხრობდეს, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: საიდუმლონიცა მითხრობიან თქუენდა. ხოლო რაჟამს „ყოველი“ თქუას, რომელი ჯერ-იყო მათა სმენად, მათ იტყჳს; და მერმე სხუასაცა სახესა სიყუარულისასა უჩუენებს და იტყჳს:

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა არს მოწაფე უფროჲს მოძღურისა თჳსისა, არცა მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა. კმა არს მოწაფისა მის, უკუეთუ იყოს, ვი-თარცა მოძღუარი თჳსი, და მონაჲ იგი, ვითარცა უფალი თჳსი. უკუეთუ სახლისა უფალსა ბერზებულით ხადოდეს, რავდენ უფროჲს სახლეულთა მისთა? ნუუკუე გეშინინ მათგან“ (10,24-26).:

...ედა საქმე გულის-ჴმა-ყავ, ვითარმედ მარადის მოძღუარი უზეშთაეს არს მოწფისა და უფალი - მონისა. ხოლო აწ მეტყუელი იგი უფალი იყო და მეუფე და ღმერთი და დამბადებელი და არა თქუა მათთჳს მონობაჲ, არამედ სახლეულად თჳსად უწოდა; ვითარცა სხუასა ადგილსა ეტყოდა: „თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ, არღარა გეტყჳ თქუენ მონად“, ეგრეთვე აქა სახლეულად სახელსდვა, რაჲთა აჩუენოს მრავალი იგი საკუთრობაჲ მათი. და არა თქუა: უკუეთუ სახლისა უფალსა ძჳრსა ეტყოდეს და შეურაცხ-ჰყოფდეს, არამედ სიტყუაჲ მებრ იგი ძჳრისმეტყუელებისაჲ აუწყა, ვითარმედ: „ბერზებულით ხადოდეს“; ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: უკუეთუ გაგინებდენ თქუენ და ბოროტსა იტყოდინ თქუენთჳს, ნუ მწუხარე ხართ, ნუცა უცხო-გიჩნს; მოიჴსენეთ, თუ ჩემთჳს რასა იტყოდეს, რომელი-ესე მოძღუარი ვარ და უფალი თქუენი; რაჲ უკუე საკჳრველ არს, უკუეთუ თქუენთჳსცა ეგრეთვე თქუან? რამეთუ დიდ არს თქუენდა მსგავსებაჲ ჩემი.

ამისა შემდგომად კუალად სხუაჲცა ნუგეშინის-ცემისა სიტყუაჲ წინაუყო და ჰრქუა მათ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოჩნდეს, და არცა საიდუმლოჲ, რომელი არა განცხადნეს“ (10,26).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო სიტყუაჲ ესე ესრეთ არს, ვითარმედ: კმა იყო თქუენდა ნუგეშინისსაცემელად, რომელ-ესე ზიარ ჩემდა იქმნენით, უფ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლ ჴსენებაჲ შრომათა და მოღუაწებათაჲ წმიდათა მოციქულთა და მოწამეთაჲ:

...იდებისა მისისათა და იდიდების ქერობინთა მიერ და სერაბინთა. ხოლო შე-რაჲ-ვიდეს, თაყუანის-სცეს უფალსა მათსა და ღმერთსა და მეუფესა; და შეიწყნარნა იგინი დიდითა პატივითა არა ვითარცა მონანი, არამედ ვითარცა მეგობარნი, ვითარცა ეტყოდა სახარებასა შინა, ვითარმედ: „თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ, არღარა გეტყჳ თქუენ მონა“. და ესე ღირს არს და სამართალ, რამეთუ თავადმან თქუა, ვითარმედ: „ამისა უმეტესი სიყუარული არა არს, რაჲთა სული თჳსი დადვას ვინმე მეგობართა თჳსთათჳს“. აწ უკუე ვინაჲთგან ამათ სული თჳსი უფლისა თჳსისათჳს დადვეს, შეიწყნარნა მან იგინი, ვითარცა მეგობარნი, და მიერითგან ვითარი მისცა მათ დიდებაჲ, ანუ რაბამსა სიხარულსა ღირს-ყვნა, მან მხოლომან უწყის, მიმცემელმან ესევითართა მათ ნიჭთამან, რამეთუ გონებაჲ კაცობრივი ვერ შემძლებელ არს მოგონებად, ვერცა ენაჲ - გამოთქუმად.

აწ უკუე, საყუარელნო, ვისწრაფოთ ჩუენცა ბაძვად მათდა. დაღაცათუ ვერ ძალ-გჳც ბაძვაჲ მოციქულთაჲ, არამედ მოწამეთა ვჰბაძვიდეთ. თქუას ვინმე, ვითარმედ: ვითარ ვჰბაძვიდე მოწამეთა, რამეთუ არა არს ჟამი დევნულებისაჲ? - უწყი მეცა, ვითარმედ ჟამი დევნულებისაჲ არა არს, გარნა ჟამი წამებისაჲ არს; არა იპოების ჟამი ესევითართა სატანჯველთაჲ, არამედ გჳრგჳნოსნო...

სრულად ნახვა