მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 17:10

9. მე მათთჳს გკითხავ; არა თუ სოფლისათჳს გკითხავ, არამედ მათთჳს, რომელნი მომცენ მე, რამეთუ შენნი არიან.10. და ჩემი ყოველი შენი არს, და შენი ჩემი არს, და დიდებულ ვარ მე მათ შორის.11. და არღარა ვარ მე სოფელსა ამას, და ესენი სოფელსა შინა არიან, და მე შენდა მოვალ. მამაო წმიდაო, დაიცვენ ესენი სახელითა შენითა, რომელნი მომცენ მე, რაჲთა იყვნენ ერთობით, ვითარცა ჩუენ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 17
10. და ჩემი ყოველი შენი არს, და შენი ჩემი არს, და დიდებულ ვარ მე მათ შორის.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ჩემი ყოველი შენი არს, და შენი ჩემი არს, და დიდებულ ვარ მე მათ შორის“ (17,10).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა სარწმუნოებაჲ ესე? რაჲთა რაჟამს გესმეს, ვი-თარმედ: „მომცენ“, არა ჰგონებდე, ვითარმედ ჴელმწიფებისაგან მამისა განშორებულ არიან და პირველ ამისა ძისაგან უცხო იყვნეს, ამისთჳს ესე ორივე იჭჳ დაჰჴსნა სიტყჳთა თჳსითა, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ნუცა, ოდეს გესმეს, თუ: „მე მომცენ“, ჰგონებ, თუ მამისაგან უცხო იქმნნეს, რამეთუ „ჩემი ყოველი მისი არს“, ნუცა, ოდეს გესმეს, თუ: „შენნი იყვნეს“, ჰგონებ, თუ ჩემგან უცხო იყვნეს, რამეთუ „მისი ყოველი ჩემი არს“. ხოლო სიტყუაჲ ესე, თუ: „მომცენ მე“, მსმენელთათჳს ითქუა, რამეთუ ყოველი, რაოდენი მამასა აქუს, ძისაჲ არს, და რაოდენი ძესა აქუს, მამისაჲ, ვითარ სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „ყოველი მამისაჲ ჩემი არს“. ხოლო სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „მომცენ მე“, და სხუანი ესევითარნი თქუნა, რამეთუ გამოაჩინებს, ვითარმედ: არა თუ უცხონი შევიწყნარენ, არამედ ჩემნი იყვნეს და შევიწყნარენ; და მერმე მიზეზიცა თქუა და გამოჩინებაჲ, ვითარმედ: „დიდებულ ვარ მათ შორის“, ესე იგი არს, ვითარმედ: ჴელმწიფებაჲ მაქუს მათ ზედა, და ვითარმედ: მადიდონ მე, რაჟამს ჩემდა მომართ და...

სრულად ნახვა
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არამედ ცხოველ არს ძალითა ღმრთისაჲთა (13,4).:

...დღე აღადგენს დაჴსნილსა მას ტაძარსა ჴორცთა თჳსთასა, ვინაჲცა ღმრთეებით ერთ არს მოქმედებაჲ წმიდისა სამებისაჲ. ამისთჳს ერთისა გუამისა საქმესა ზოგად და განუყოფელად იტყჳს მოციქული სამგუამოვნისა და ერთარსისა წმიდისა სამებისად, ვითარცა თჳთ თავადი ჴმობს მამისა მიმართ, ვითარმედ: "ჩემი ყოველი შენი არს და შენი — ჩემი არს" ().

მოციქულისაჲ: და რამეთუ ჩუენცა უძლურ ვართ მისსა მიმართ, არამედ ვცხონდეთ მის თანა ძალისაგან ღმრთისა თქუენითურთ (13,4).

თარგმანი: აჰა ესერა თჳთვე თარგმნის, თუ რომელსა უძლურებასა იტყჳს მიზეზად ჯუარცუმისა უფლისა. ცხად არს, ვითარმედ —დევნულებათა და ჭირთა, გინებათა და ბასრობათასა, ვითარმედ: ვითარ-იგი მას თავადსა არაჲ დამაყენებელ ექმნა ესევითარითა ამით უძლურებითა სიკუდილი, ადდგოძად და ძლიერებით ცხოველ ყოფად, ეგრეთვე ჩუენ, მოციქულთა მისთა, არა დამაყენებელ გუექმნას მისსა მიმართი ესე უძლურებაჲ, რომელ არს სახელისა მისისათჳს შემთხუევაჲ ჭირთა და დევნულებათაჲ, მის თანა ცხორებად, ძალითავე მისითა, რაჲთა, ვითარცა-ესე ვეზიარენით ვნებათა, ვეზიარნეთ დიდებასაცა. და ესე — თქუენითურთ, რაჲთა აქა დაუყენებელად გიქადაგებდეთ სიტყუათა ცხორებისათა, და მერმესა მას ზოგად ვცხონდეთ მის მიერ.

მოციქულისაჲ: თავნი თჳსნი გამოიცადენით, უკუეთუ ხართ სარწმუნოე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ ვინ ნებასა მისსა ჰყოფდეს, ცნას მოძღურებაჲ ესე“ (7,17).:

...ამცა ერთი იგი მოძღურებაჲ მისიცა იყო და არა მისი? ესრეთ უკუე არს, რამეთუ მისი ამისთჳს არს, რომელ არა თუ ვისგანმე ისწავლიდა და ესრეთ იტყოდა, არამედ უსწავლელად, ხოლო არა მისი ესრეთ, რამეთუ მამისაჲ იყო მოძღურებაჲ იგი. ხოლო ვითარ იტყჳს სხუასა ადგილსა, თუ: „ყოველივე მამისაჲ ჩემი არს, და ჩემი ყოველივე მისი არს“? რამეთუ უკუეთუ ესე ვინაჲთგან მამისაჲ არს, შენი არა არს, უფალო, არა სამე ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ იგი, რამეთუ ვინაჲთგან მამისაჲ არს, ამისთჳს ჯერ-არს, რაჲთამცა შენი იყო. არამედ სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „არა ჩემი არს“, ფრიად თჳსობასა მოასწავებს მისსა და მამისასა, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: არარაჲ აქუს განყოფილებაჲ, ვითარმცა სხჳსაჲ იყო. დაღაცათუ გუამი სხუაჲ არს, ესრეთ ვიტყჳ და ვიქმ, რომელ არა საგონებელ არს, თუ არა ჭეშმარიტებით მამისაჲ არს, არამედ ეგევითარივე, ვითარი არს მამისაჲცა სიტყუაჲ, გინა თუ საქმჱ.

და კუალად სხუასაცა სიტყუასა შემოიღებს შორის სიბრძნესა და სახესაცა კაცობრივსა, რაჲთამცა დაარწმუნნა. ხოლო რომელი არს ესე? რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: რომელსა ენებოს თჳსისა რაჲსმე სწავლისა დამტკიცებად, არარაჲსათჳს იქმს ამას სხჳსა, გარნა ამისთჳს, რაჲთა დიდებაჲ მოატყუას თავსა თჳსსა. ხოლო მე ვინაჲთგან არა თავისა ჩემისა დიდებასა ვეძიებო, რაჲსათჳსმცა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გარდამოვჴედ, არა რაჲთა ვყო ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ“ (6,38).:

...(ლუკ. 13,34) რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს? გარნა ესე არს, ვითარმედ: არა თუ ამისთჳს მოსრულ ვარ, რაჲთამცა სხუაჲ რაჲმე ვქმენ, რომელი მამასა არა ჰნებავს, და არა თუ მე სხუაჲ რაჲმე ნებაჲ მაქუს, რომელი მამასა არა აქუს, რამეთუ „ყოველივე მამისაჲ ჩემი არს, და ჩემი მამისაჲ არს“. აწ უკუეთუ ყოველივე მამისაჲ და ძისაჲ ზოგადი არს, კეთილად სამე იტყჳს, ვითარმედ: „არა მოვედ, რაჲთამცა ჩემი ნებაჲ ვქმენ“, რამეთუ არცა მაქუსო ნებაჲ, რომელი მამასა არა ჰნებავს. ხოლო ესე აქა არა თქუა, თუ: ყოველივე მამისაჲ ჩემი არს, ხოლო დასასრულისა კერძსა იტყჳს ამას, რამეთუ, ვითარცა ვთქუ, მაღალთა მათ საქმეთა ჯერეთ ჰფარვიდა და არა უთხრობდა; და ჰნებავს ჩუენებად, ვითარმედ უკუეთუმცა ეთქუა, თუ: ესე არს ნებაჲ ჩემი, შეურაცხმცაეყო სიტყუაჲ მისი. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: მეცა მისსავე ნებასა ვიქმ, რაჲთამცა უმეტესად მოწყლნა იგინი, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: რასა ჰგონებთ, თუ მე ოდენ განმარისხებთა ურწმუნოებითა თქუენითა?

არამედ უფროჲსად მამასაცა ჩემსა განარისხებთ, რამეთუ „ესე არს ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ, რაჲთა ყოველი რომელი მომცა მე, არა წარვწყმიდო მისგანი“ (6,39). და აქა გამოაჩინებს, ვითარმედ არა მას ეჴმარების მათი მორჩილებაჲ, არცა თავისა თჳ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა ემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა“ (5,20).:

...ოდეს: „ესრეთ იტყჳს უფალიო“. ხოლო მხოლოდშობილმან მან ძემან ღმრთისამან არა ესრეთ თქუა, არამედ ყოველივე ბრძანებით და ჴელმწიფებით. რამეთუ იგინი მეუფისა სიტყუათა იტყოდეს, ხოლო ესე - მამისათა და უფროჲსღა თჳსთა; რამეთუ ოდეს მამისაჲ ვთქუა, ძისათა ვიტყჳ, ვითარცა თქუა, ვითარმედ: „ჩემი ყოველი შენი არს, და შენი ჩემი არს“; და იგინი მოყუასთა თჳსთა შჯულსა დაუდებდეს, ხოლო ესე მონათა ეტყჳს უკუე, ვითარმედ: „ითქუა პირველთა მათ მიმართ“; და მაშინცა მათდა მიმართ მეტყუელი თავადივე იყო, რამეთუ იგი არს მომცემელი ძუელისა და ახლისა შჯულისაჲ. არამედ არარაჲ ჰრქუა ესევითარი, თუ: გასმიეს, რამეთუ ვთქუ პირველთა მათ მიმართ, რამეთუ იცოდა გონებათა მათ ჰურიათასა უგულისჴმოებაჲ, ვითარმედ არა შეიწყნარებდეს სიტყუასა მას, არცა ესე თქუა, თუ: გასმიეს, რამეთუ ითქუა მამისა ჩემისა მიერ, ხოლო მე აწ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ესეცა ძნელვე იყო, არამედ ესრეთ განუჩინებელად თქუა, ვითარმედ: „გასმიეს, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ“, რაჲთა ესე ხოლო უჩუენოს, ვითარმედ ჟამსა ჯეროანსა შემოვიდა აწ ახალი ესე სწავლაჲ. რამეთუ ამისთჳს ჰრქუა: „გასმიეს, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ“, რაჲთა სიმრავლე იგი ჟამისაჲ მოასწავოს, ვინაჲთგან ითქუა იგი, და აყუედროს, რომელ უმაღლესისა ამის მოქალაქობისა მიმართ უდე...

სრულად ნახვა