მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 6:42

41. დრტჳნვიდეს მისთვის ჰურიანი იგი, რამეთუ თქუა: მე ვარ პური იგი, რომელი ზეცით გარდმოვჴედ,42. და იტყოდეს: არა ესე არსა იესუ, ძე იოსებისი, რომლისა მამაჲ და დედაჲ ჩუენ ვიცით? ვითარ უკუე იტყჳს ესე, ვითარმედ: ზეცით გარდამოვჴედ?43. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ნუ სდრტჳნავთ ურთიერთას.
სახარებაჲ იოვანესი თავი 6
42. და იტყოდეს: არა ესე არსა იესუ, ძე იოსებისი, რომლისა მამაჲ და დედაჲ ჩუენ ვიცით? ვითარ უკუე იტყჳს ესე, ვითარმედ: ზეცით გარდამოვჴედ?
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „დრტჳნვიდეს მისთჳს ჰურიანი იგი, რამეთუ თქუა, ვითარმედ: მე ვარ პური იგი, რომელი ზეცით გარდამოვჴედ, და იტყოდეს: არა ესე არს იესუ, ძჱ იოსებისი, რომლისა მამაჲ და დედაჲ ჩუენ ვიცით? ვითარ უკუე იტყჳს აწ ესე, ვითარმედ: ზეცით გარდამოვჴედ?“ (6,41-42).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: „რომელთაჲ ღმერთი მუცელი არს, და დიდებაჲ მათი არს სირცხჳლსა შინა მათსა“, ვითარცა მოციქული იტყჳს ჰურიათათჳს; და ესე საცნაურ არს პირველთა მათცა სიტყუათაგან და საცნაურ არს აწინდელთა ამათცა სიტყუათაგან, რაჟამს-იგი მოუჴდეს ქრისტეს, რამეთუ ოდეს-იგი პური მისცა მათ და მუცელი მათი აღმოავსო, წინაჲსწარმეტყუელით ჰხადოდეს მას და მეფედ დადგინებად ეძიებდეს, ხოლო რა-ჟამს-იგი სულიერისა მის საზრდელისათჳს ასწავებდა და ცხორებისათჳს საუკუნოჲსა, რაჟამს-იგი ქუეყანისა ამის ხილულთაგან საქმეთა აღამაღლებდა და აღდგომისათჳს ეტყოდა და გონებათა მათთა წმიდა-ჰყოფდა, რაჟამს-იგი უმეტესად ჯერ-იყო განკჳრვებაჲ და თაყუანის-ცემაჲ მისი, მაშინ უმეტესად დრტჳნვენ.

არამედ მითხართღა თქუენ, ჵ ჰურიანო, უკუეთუ ეგე არს წინაჲსწარმეტყუელი იგი, რომლისათჳს თქუენ იტყოდეთ, ვითარმედ: ესე არს წინაჲსწარმეტყუელი იგი, რომლისათჳს თქუა მოსე, ვითარმედ: „წინაჲსწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან ძმათაგან თქუენთა, ვითარცა მე; მისი ისმინეთ“. და ვინაჲთგან...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არამედ მე ჭეშმარიტსა გეტყოდე თქუენ“ (16,7).:

...და სასწაულნი დიდნი, მაშინ უმეტესისა საშჯელისა თანამდებ იქმნენ, რაჟამს ჰხედვიდენ, ვითარმედ იგი ყოველი სახელითა ჩემითა იქმნებოდის. რამეთუ აწ იტყჳან, ვითარმედ: „ხუროჲსა ძჱ არს, რომლისა მამაჲ და დედაჲ ჩუენ ვიცით“; ; ; ხოლო რა-ჟამს იხილონ სახელითა ჩემითა უკეთურებისა დევნულებაჲ, ბუნებათა კურნებაჲ, ეშმაკთა სივლტოლაჲ, მაშინ რაჲ თქუან? რამეთუ წამა ჩემთჳს მამამან, წამოს სულმანცა, დაღაცათუ პირველცა წამა, არამედ აწცა წამოს „და ამხილოს სოფელსა ცოდვისათჳს“ (16,8). ესე იგი არს, ვითარმედ ყოველი მიზეზი მოუწყჳდოს და გამოაჩინოს, ვითარმედ შეუნდობელად ცოდეს, და დაამტკიცოს, ვითარმედ მე არასადა მიცოდავს; „და სიმართლისათჳს, რამეთუ მე მამისა ჩემისა მივალ, და არღარა მხედვიდეთ მე“ (16,10), ესე იგი არს, ვითარმედ: გამოაჩინოს უბიწოჲ იგი ცხორებაჲ ჩემი, რომლისა სახე არს მამისა მიმართ მისლვაჲ. რამეთუ ვინაჲთგან ჰურიანი იტყოდეს, ვითარმედ არა ღმრთისა მიერ და ცოდვილი არსო, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ ესეცა მიზეზი მოუწყჳდოს და ამისთჳსცა ამხილოს, რაჟამს მოვიდეს სული იგი წმიდაჲ და გამოაჩინოს სიმართლჱ ჩემი და ვითარმედ მამისა თანა მისრულ ვარ და უკუნისამდე მის თანა ვიყო. რამეთუ ამას...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სიტყუანი ცხორებისა საუკუნოჲსანი გქონან“ (6,68).:

...წყნარა და ყოველივე იგი განსუენებაჲ საუკუნოჲ. ხოლო იხილე შენ ძმათმოყუარჱ იგი და კეთილი პეტრე, ვითარ ყოვლისათჳსვე კრებულისა მიუგო; და არა იტყჳს, თუ: მრწმენა, არამედ „გურწმენაო“. გულისხმა-ყავ, ვითარ სიტყუათა მათებრ მოძღურისათა იტყჳს და არა ვითარცა ჰურიანი, რამეთუ იგინი იტყოდეს, ვითარმედ: „ესე არს ძჱ იოსებისი“; ხოლო ამან თქუა, ვითარმედ: „შენ ხარ ქრისტე, ძჱ ღმრთისა ცხოველისაჲ“, ; ; ; და ვითარმედ: „სიტყუანი ცხორებისა საუკუნოჲსანი გქონან“, რამეთუ ასმიოდეს მას კეთილად სიტყუანი იგი მოძღურისანი, რომელთა იტყოდა, ვითარმედ: „აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა, და აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ“, რამეთუ აჩუენა, ვითარმედ ყოველნივე სიტყუანი მისნი აჴსოვნან, რაჟამს თჳთ იგინი თქუნა. ხოლო ქრისტემან, იხილეთ, რაჲ ყო, არა აქო, არცა დაუკჳრდა პეტრჱსთჳს, არამედ მიუგო და ჰრქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა-მე ათორმეტნი გამოგირჩიენა? და ერთი თქუენგანი ეშმაკი არს“ (6,70).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ვინაჲთგან თქუა პეტრე, თუ: „ჩუენ გურწმენაო“, მერმე უფალმან კრებულისა მისგან გან...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროჲს მისა არს“ (11,11).:

...გან ჰასაკითაცა ჴორციელითა უხუცეს იყო იოვანე და მღდელთმოძღურისა ძე და უდაბნოს აღზრდილი და ყოველ-თა მიერ სახელოანი (რამეთუ განვიდოდესო მისა ყოველი იერუსალჱმი და ჰურიასტანი და ნათელს-იღებდეს და აღიარებდეს ცოდვათა თჳსთა, და ჰყვა იგი ყოველსა ერსა, ვითარცა მოძღუარი; ხოლო ქრისტესთჳს იტყოდეს: „არა ესე არსა ძე იოსებისი?“ და „აჰა კაცი მჭამელი და მსუმელი ღჳნისაო“; და შეურაცხად საგონებელ იყო უგუნურთა მათ მიერ), ამისთჳს მათისა სიტყჳსა და გულისსიტყჳსაებრ თქუა თავი თჳსი უმცირესად, ვითარმედ: რომელი-ესე თქუენ მიერ უმცირეს საგონებელ არს, უფროჲს მისსა არს სასუფეველსა ცათასა, რამეთუ მეუფე არს და დამბადებელი მისი და ყოველთაჲვე.

თქუას ვინმე, ვითარმედ: რაჲ არს ესე სიტყუაჲ? და შემსგავსებითა იოვანესითა ხოლო არსა სიდიდე მისი? ნუ იყოფინ! არცა იოვანე, იტყოდა რაჲ: „მოვალს უძლიერესი ჩემსა“, შემსგავსებასა იქმოდა მისსა თავისა თჳსისა თანა; არცა პავლე, ოდეს მოსესთჳს აჴსენა და თქუა: „უმრავლესსა დიდებასა ესე ღირს იყო, ვიდრე მოსე“, შემსგავსებასა მათსა ჰყოფს, არამედ ესე წეს არს წერილთა შინა და მრავალგზის გულისჴმისსაყოფელად უგულ...

სრულად ნახვა