მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 6:45

44. ვერვის ჴელ-ეწიფების მოსლვად ჩემდა, უკუეთუ არა მამამან, მომავლინებელმან ჩემმან, მოიყვანოს იგი ჩემდა, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა.45. წერილ არს წინაწარმეტყუელთა შინა, ვითარმედ: იყვნენ ყოველნი ღმრთივ სწავლულ. ყოველსა რომელსა ესმეს მამისა ჩემისაგან და ისწავოს, მოვიდეს ჩემდა.46. არა თუ მამაჲ ვის უხილავს, არამედ რომელი-იგი არს ღმრთისაგან, ამან იხილა მამაჲ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 6
45. წერილ არს წინაწარმეტყუელთა შინა, ვითარმედ: იყვნენ ყოველნი ღმრთივ სწავლულ. ყოველსა რომელსა ესმეს მამისა ჩემისაგან და ისწავოს, მოვიდეს ჩემდა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მვ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „დრტჳნვიდეს მისთჳს ჰურიანი იგი, რამეთუ თქუა, ვითარმედ: მე ვარ პური იგი, რომელი ზეცით გარდამოვჴედ, და იტყოდეს: არა ესე არს იესუ, ძჱ იოსებისი, რომლისა მამაჲ და დედაჲ ჩუენ ვიცით? ვითარ უკუე იტყჳს აწ ესე, ვითარმედ: ზეცით გარდამოვჴედ?“ (6,41-42).

თ ა რ გ მ ა ნ ი: „რომელთაჲ ღმერთი მუცელი არს, და დიდებაჲ მათი არს სირცხჳლსა შინა მათსა“, ვითარცა მოციქული იტყჳს ჰურიათათჳს; და ესე საცნაურ არს პირველთა მათცა სიტყუათაგან და საცნაურ არს აწინდელთა ამათცა სიტყუათაგან, რაჟამს-იგი მოუჴდეს ქრისტეს, რამეთუ ოდეს-იგი პური მისცა მათ და მუცელი მათი აღმოავსო, წინაჲსწარმეტყუელით ჰხადოდეს მას და მეფედ დადგინებად ეძიებდეს, ხოლო რა-ჟამს-იგი სულიერისა მის საზრდელისათჳს ასწავებდა და ცხორებისათჳს საუკუნოჲსა, რაჟამს-იგი ქუეყანისა ამის ხილულთაგან საქმეთა აღამაღლებდა და აღდგომისათჳს ეტყოდა და გონებათა მათთა წმიდა-ჰყოფდა, რაჟამს-იგი უმეტესად ჯერ-იყო განკჳრვებაჲ და თაყუანის-ცემაჲ მისი, მაშინ უმეტესად დრტჳნვენ.

არამედ მითხართღა თქუენ, ჵ ჰურიანო, უკუეთუ ეგე არს წინაჲსწარმეტყუელი იგი,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი“ (7,38).:

...(შდრ. იოან. 7,42) ამისთჳს წერილთა იტყოდა, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ არა ევლტის იგი მათსა წამებასა, და მიავლენს მათ წერილთა მიმართ. რამეთუ პირველცა იტყოდა, ვითარმედ: „გამოეძიებდით წერილთა“; და კუალად იტყჳს, ვი-თარმედ: „წერილ არს წინაჲსწარმეტყუელთასა“; და კუალად, ვითარმედ: „ყოველნი იყვნენ ღმრთივსწავლულ“; და კუალად: „მოსე შეგასმენსო“; და აქა უკუე იტყჳს, ვითარმედ: „რომელსა ჰრწმენეს ჩემდა მომართ, ვი-თარცა თქუა წიგნმან, ესევითარისა მისგან გამოდიოდიან მუცლისაგან მისისა (რომელ არს გული) მდინარენი წყლისა ცხოველისანი“, რამეთუ სიმდიდრესა მას და უშურველობასა მას მის მადლისასა მოასწავებდა; ვითარცა სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „წყაროჲ წყლისა მდინარისაჲ ცხორებად საუკუნოდ“, ესე იგი არს, ვითარმედ მრავალი აქუნდეს მას მადლი. ხოლო სხუასა ადგილსა „ცხორებასა საუკუნესა“ იტყჳს მოქმედსა მას. რამეთუ მადლი იგი სულისა წმიდისაჲ რაჟამს გონებასა შინა კაცისასა დაემტკიცოს, უმეტეს ყოვლისა წყაროჲსა აღმოეცენების და არა მოაკლდების, არცა დაცალიერდების, არცა დასწყდე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:

...რამეთუ დაღაცათუ პავლე იტყოდის, ქრისტე იტყჳს მის მიერ; დაღაცათუ დიდთა სასწაულთა იქმოდის, მადლი ქრისტესი იქმს ყოველსავე; და რომელ-იგი ყოველთა ზედა მიიწია მეცნიერებაჲ ღმრთისაჲ, მისი საქმე არს, რომელი გარდამოჴდა ზეცით და შუამდგომელ იქმნა ღმრთისა და კაცთა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „იყვნენ ყოველნი ღმრთივსწავლულ“. ; აწ უკუე სანატრელ არს ჭეშმარიტად და თაყუანისსაცემელ ცხოელსმყოფელი ჯუარი ქრისტესი, რომლისა მიერ სიკუდილი განქარდა, და ეშმაკი მოიკლა, და ჯოჯოხეთი წარმოიტყუენა.

დიდებაჲ შენდა, სიტყუაო ღმრთისაო, ღმერთო ჭეშმარიტო, სიბრძნეო და ძალო მამისაო, რომელმან მრავალღონე იგი მძლავრი შეჰმუსრე და ამპარტავანი იგი ქედი მისი დაჰკაფე და მოგუეც ძალი დათრგუნვად მისა.

კაცთმოყუარეო და სახიერო მეუფეო, შენ ტყუეობისაგან გჳჴსნენ ჩუენ და მონებისაგან ცოდვისა განგუათავისუფლენ სიკუდილითა შენითა.

მშჳდობისმყოფელო, მოწყალეო, ძეო ღმრთისაო ჭეშმარიტო, შენ შვილ ღმრთისა გუყვენ ჩუენ და დამაგენ მამასა შენსა, რამეთუ მტერობაჲ იგი ჴორცითა შენითა განაქარვე.

მდიდარო მაცხოვარო, მეუფეო ტკბილო, შენ დაჰგლახაკენ ჩუენთჳს, რაჲთა სიგლახაკითა შენითა ჩუენ განვმდიდრდეთ, და სასუფეველი მოგუანიჭე ჩუენ.

დამბადებელო ყოველთაო, სიტყუა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ა
თემატური კომენტარი
წმინდა იოანე ოქროპირი
ჴსენებაჲ წმიდისა მათე მახარებელისაჲ დაწყებაჲ სიტყჳსაჲ:

...4,26) და რაჲთა სცნა უაღრესობაჲ ამის სახისაჲ, ისმინე, რასა იტყჳს წინაწარმეტყუელისა მიერ: „აღგითქუა თქუენ აღთქუმაჲ ახალი, მივსცე რჩული ჩემი გონებასა შვილთა თქუენთასა და გულთა ზედა მათთა დავწერნე მცნებანი ჩემნი, და იყვნენ ყოველნი ღმრთივსწავლულ“. ; და მოციქული პავლე ამის მადლისა უზეშთაესობასა გამოაჩინებს და იტყჳს დაწერასა რჩულისა მის ახლისასა „არა მელნითა, არამედ სულითა ღმრთისა ცხოველისაჲთა, არა ფიცართა ქვისათა, არამედ ფიცართა გულისა ჴორციელისათა“.

ვინაჲთგან კულა სიგრძესა შინა ჟამისასა მიდრკეს კაცნი, რომელნიმე გარდაქცევითა მართლისა სარწმუნოებისაჲთა და სხუანი საქმეთა მიერ ბოროტთა, ამისთჳს კუალად საჴმარ იქმნა წერილთამიერი სწავლაჲ. აწ უკუე გულისჴმა-ყავთ, რაოდენ ბოროტ არს, რომელთა-ესე თანაგუედვა ესევითარისა მოქალაქობისა მოგებაჲ, რაჲთამცა არად საჴმარ იყო ჩუენდა წერილი, არამედ წიგნთა წილ სულისა მიერ წმიდისამცა განათლდებოდეს გულნი ჩუენნი, ვინაჲთგან მას პატივსა დავაკლდით და მეორე ესე სახე საჴმარ იქმნა ჩუენდა, უკუეთუ აწ ესეცა წამალი არა ვიჴმაროთ კეთილად. ხოლო უკუეთუ ესე საბრალობელ არს, რომელ წერილნი გუეჴმარებიან და არა სულისა...

სრულად ნახვა