მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 11:4

3. პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღითი-დღედ.4. და მომიტევენ ჩუენ ცოდვანი ჩუენნი, და რამეთუ ჩუენცა მიუტევებთ ყოველთა თანა-მდებთა ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.5. და ეტყოდა მათ: ვის თქუენგანსა ესუას მეგობარი და მოვიდეს მისა შუვა-ღამეს და ჰრქუას მას: მეგობარო, მოვასხენ მე სამნი პურნი,
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 11
4. და მომიტევენ ჩუენ ცოდვანი ჩუენნი, და რამეთუ ჩუენცა მიუტევებთ ყოველთა თანა-მდებთა ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პა
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ პა ვითარმედ ჯერ-არს ზეცისა დიდებისა ძიებაჲ და არა ქუეყანისაჲ; და მოწყალებისათჳს:

...ის, რამეთუ მრავალნი წყლულებანი მოვლენ მის ზედა გულისთქუმათაგან, გულისწყრომისაგან, ძჳრისზრახვისა, უდბებისა, ძჳრისჴსენებისა და შურისა. ჯერ-არს უკუე, რაჲთა წამალნიცა დავასხნეთ მის ზედა, ხოლო არა მცირე არს წამალი იგი მოწყალებისაჲ ყოველთათჳს წყლულებათა, რამეთუ „მიეცით მოწყალებაჲ, და ყოველივე წმიდა გეყოს თქუენ“, მოწყალებაჲ დადევით თქუენ ზედა და ნუ ანგაჰრებასა დასდებთ, რამეთუ მოწყალებაჲ ჯერ-არს, რაჲთა უცხო იყოს ყოვლისაგან უსამართლოებისა. უკუეთუ არა, მოწყალებაჲ ანგაჰრებით ქმნილი არად საჴმარ არს, არამედ რომელი წმიდა იყოს, იგი არს კეთილ და ყოვლისა უმჯობეს განანათლებს სულსა და შუენიერ-ჰყოფს და განაპოხებს.

ვიცხოთ უკუე ესე ზეთი ჴელთა ჩუენთა, რაჲთა კეთილად შეუძლოთ ეშმაკისა წინააღდგომად, რამეთუ ყოველივე ვნებაჲ დაჰჴსნდების მოწყალებისა მიერ. რამეთუ ვითარცა მკურნალი, რომელი მარადღე უძლურთა თანა იქცეოდის, დამდაბლდების, უკუეთუ გულისხმა-ჰყოფდეს ბოროტსა მას კაცობრივსა, ეგრეთვე ჩუენ უკუეთუ გლახაკთა თანა ვიქცეოდით და ვსწყალობდეთ მარადის, ფრიადი სიბრძნჱ მოვიგოთ ამის საქმისაგან და ყოველივე სოფელი შეურაცხ-ვყოთ და ავმაღლდეთ ზეცად და ადვილად მივემთხჳნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ თან...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მგ: რაჲთა სულიერთა და არა სოფლისა საქმეთა ვითხოვდეთ ღმრთისაგან:

...(მათ. 6,9-11); ესე მცირე სიტყუაჲ თქუა ხილულისათჳს, და ესეცა სულიერი და წმიდაჲ. და მეყსეულად კუალად იტყჳს: „მოგჳტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევნეთ თანამდებთა მათ ჩუენთა“. ; არარაჲ დადვა დიდებისა ჴორციელისა, ანუ სიმდიდრისა, ანუ სხჳსა რაჲსამე თხოვაჲ, არამედ ყოველივე სულიერი და ზეცისაჲ. ვითარ უკუე არა უბადრუკება არს, უკუეთუ ვითხოვდეთ ღმრთისაგან, რაჲ-იგი მას უბრძანებიეს, რაჲთა დაღაცათუ გუაქუნდეს, და-ვე-უტეოთ? რამე-თუ ესე არს მრავალმეტყუელებაჲ ლოცვასა შინა, რაჟამს ჴორცთასა რას ვითხოვდეთ.

უკუეთუ კულა ვინ თქუას, თუ: ვითარ უკეთურნი განმდიდრდებიან? გულისხმა-ყავთ, ვითარმედ უკეთურთა არა თუ ღმერთი მისცემს სიმდიდრესა, არამედ თჳთ მოტაცებითა და ანგაჰრებითა მოიგებენ. და თუ სთქუა, ვითარმედ: რად შეუნდობს ღმერთი? გულისხმა-ყავთ, რამეთუ ღმერთმან მასცა მდიდარსა მიუშუა განმდიდრებად, რაჲთა უკე-თურებისა თჳსისათჳს უმეტესად დაისაჯოს. და მისთჳს აბრაჰამ ეტყოდა: „შვილო, მიგიღებიეს კეთილი შენი ცხორებასა შენსა“. არამედ რაჲთა არა ჩუენცა იგივე ჴმაჲ გუესმეს შუებითა და ცოდვათა შინა ყო...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მ: ვითარმედ სრული სათნოებითა იგი არს, რომელი ყოველთა მცნებათა იქმოდის; და მოწყალებისათჳს:

...უძლებელ არს მონებაჲ ღმრთისაჲ და მამონაჲსი“. ; რამეთუ ქრისტე გუამცნებს მოწყალებასა, ხოლო იგი - მტაცებლობასა; ქრისტე გჳბრძანებს, რაჲ-თა შეუნდობდეთ თანამდებთა ჩუენთა, ; ხოლო იგი, - რაჲთა რომელთა არა ევნოს, მათცა ვავნებდეთ; ქრისტე იტყჳს, ვითარმედ: „მოწყალე იყავ“, ხოლო იგი იტყჳს: უწყალო იყავო და გულფიცხელ და ნურარად შეგირაცხიან ცრემლნი გლახაკთანი, - რაჲთა მას დღესა უწყალო იყოს უფალი ჩუენ ზედა, რამეთუ მაშინ ყოველი საქმჱ ჩუენი წინაშე თუალთა ჩუენთა წარმოგჳდგეს და ჩუენ მიერ ჭირვეულნი იგი და ძჳრხილულნი, და ყოველსა სიტყუასა ჩუენგან მიგჳღებდენ. რამეთუ უკუეთუ ლაზარეს არაჲ ჰვნებოდა მდიდრისაგან, არამედ ოდენ რამეთუ მოწყალებაჲ მის მიერ არა მიეღო, იყო შემასმენელ მისა და პირისა დამყოფელ, რაჲ ეყოს მათ, რომელნი გლახაკთასა მიიტაცებენ და ობოლთა აჭირვებენ და დააქცევენ? უკუეთუ რომელთა მშიერი გლახაკი არა გამოზარდეს, ესოდენსა ბოროტსა შთაცჳვეს, მაშა რომელთა უცხოთა მონაგები მოიტაცეს, იგინი რასაღა ღირს იქმნნენ? ანუ რაჲ ნუგეშინის-ცემაჲ პოვონ?

ვივლტოდით უკუე ამის ბოროტის...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლთ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლთ ძჳრისჴსენებისათჳს და მოწყალებისა:

...ძნჱცა და განვიკითხვიდეთ აქავე თავთა ჩუენთა, რაჲთა არა სოფელსა თანა დავისაჯნეთ. და ესევითარნი ვიყვნეთ მოყუასთა მიმართ, ვითარ გუნებავს, რაჲთა იყოს ღმერთი ჩუენდა მომართ, რამეთუ ვიტყჳთ: „მოგჳტევენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა“. ; და ვიცი, ვითარმედ რაჟამს სული შეიწუხოს მეორისა მიერ, არა თავს-იდებს მას შეუწუხებელად და უტკივარად; არამედ უკუეთუ გულისხმა-ვყოთ, ვითარმედ არა შემაწუხებელსა მას, არამედ თავთა ჩუენთა უყოფთ კეთილსა, უკუეთუ არა განვრისხნეთ, ესრეთ შეუძლოთ გესლსა მას გულისწყრომისასა აღმოგდებად; რამეთუ რომელმან-იგი ასისა მის დრაჰკანისათჳს ტანჯა მოყუასი იგი თჳსი, არა თუ მას ავნო, არამედ თავი თჳსი ბევრეულისა მის ტალანტისა თანამდებ-ყო, რომელთაჲ პირველად შენდობაჲ მიეღო. რაჟამს უკუე სხუათა არა შეუნდოთ, თავთა ჩუენთა არა შეუნდობთ.

ნუმცა უკუე ღმერთსა ოდენ ვეტყჳთ მარადის, თუ: ნუ მოიჴსენებ ცოდვათა ჩუენთა, არამედ ჩუენთაცა თავთა ვჰრქუათ, ვითარმედ: ნუ მოიჴსენებ ცოდვათა მოყუსისათა, რომელნი ჩუენდა მომართ ქმნნეს, რამეთუ პირველად შენ დასწერ შჯულსა შენდობისასა, და ეგრეთ ღმერთი აღასრულებს მას; ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ შენ სხუათა შეუნდო, იგი შენ შეგინდობს. აწ უკუე ს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ აშენებთ საფლავთა წინაჲსწარმეტყუელთასა და შეამკობთ მოსაჴსენებელსა მართალთასა და სთქჳთ: უკუეთუმცა ვიყვენით დღეთა მათ მამათა ჩუენთასა, არამცა ვიყვენით მათ თანა ზიარ სისხლსა მას წინაჲსწარმეტყუელთასა“ (23,29-30).:

...ჩემებენ ბრალობასა მამათა მათთასა, და იგინი უძჳრესსა მათთასა იქმან. და რაჲთა სცნათ, ვითარმედ იჩემებდეს სიტყუათა მათ და არა ჭეშმარიტებით იტყოდეს, ისმინეთ ლუკაჲსი, ვითარ იტყჳს: „ეწამებით სადმე და თანასათნო-ეყოფითო საქმესა მამათა თქუენთასა, რამეთუ მათ მოსწყჳდნეს წინაჲსწარმეტყუელნი, და თქუენ საფლავთა მათთა აშენებთ“. - გამოაჩინებს უკუე და განაქიქებს გონებათა მათთა, თუ ვითარითა გულისსიტყჳთა აშენებდეს: არა პატივისათჳსო წინაჲსწარმეტყუელთაჲსა, არამედ საცნაურ-ყოფად მოკლვისა მათისა. ნუუკუე სიგრძესა ჟამისასა უცნაურ იქმნენ საფლავნი მათნი, და დაივიწყოს ბოროტისა მის კადნიერებისა მათისა მხილებაჲ. ესრეთ აშენებდეს საფლავთა მათ, ვითარცა საძლეველთა რათმე, და იქადოდეს საქმესა მას ზედა - წინაჲსწარმეტყუელთა კლვისასა. ესრეთ უკუე იტყჳს უფალი, ვითარმედ: აწინდელნი ესე საქმენი თქუენნი გამოაჩინებენ, თუ ვითარითა გულისსიტყჳთა იტყჳთ სიტყუათა მაგათ: „უკუეთუმცა ვიყვენით დღეთა მათ მამათა ჩუენთასა, არამცა ვიყვენით მათ თანა ზიარ სისხლსა მას წინაჲსწარმეტყუელთასა. სწამებთ სადმე თავით თჳსით, ვითარმედ ნაშობნი ხართ მკლველთა წინაჲსწარმეტყუელთანი“ (23,30-31).

რაჲ ცოდვაჲ აქუს შვილსა კაცისმკლველისასა? უკუეთუ გონებითა არა თანაზიარ იყოს მისა, ჭეშმარიტად არარაჲ. საცნაურ არს უკუე, ვი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნ წმიდათა საიდუმლოთათჳს და მოწყალებისათჳს:

...არიან; არამედ რომელნი-იგი შჯულად და წესად მოცემულ არიან მორწმუნეთადა, ახალსაცა შინა რჩულსა და ძუელსაცა, მოწყალებისათჳს, იგინი აღმოვიკითხნეთ; და ფრიადი მოსწრაფებაჲ ვაჩუენოთ ამას საქმესა ზედა, რამეთუ განმწმედელი არს ცოდვათაჲ საქმე ესე, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „მიეცით მოწყალებაჲ, და ყოველივე წმიდა იყოს თქუენდა“.

ესე უაღრეს მსხუერპლებისა არს, ვითარცა იტყჳს: „წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი“. ესე ცათა განახუამს, ვითარცა იტყჳს: „ლოცვანი ეგე შენნი და ქველისსაქმენი აღვიდეს საჴსენებელად შენდა წინაშე ღმრთისა“.

ესე უაღრეს არს ქალწულებისაცა, რამეთუ ქალწულთა რომელთა არა აქუნდა ესე, განითხინეს სასძლოჲსა მისგან, და რომელთა აქუნდა, ბრწყინვალედ შევიდეს.

ვინაჲთგან უკუე ესე ყოველი ესრეთ არს, ვიღუაწოთ, ძმანო, თესვად წყალობისა, რაჲთა წყალობაჲცა მოვიმკოთ და საუკუნეთა მათ კეთილ-თა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა სულით წმიდითურთ დიდებაჲ, პატივი და სუფევაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა