მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 13:35

34. იერუსალჱმ, იერუსალჱმ, რომელმან მოსწყჳდენ წინაწარმეტყუელნი და ქვაჲ დაჰკრიბე მოვლინებულთა შენდა, რაოდენ-გზის მინდა შეკრებაჲ შვილთა შენთაჲ, ვითარცა სახედ მფრინველმან თჳსნი მართუენი ფრთეთა ქუეშე, და არა ინებეთ!35. აჰა ესერა დაუტევნეთ თქუენ სახლნი თქუენნი ოჴრად. გეტყჳ თქუენ: არღარა მიხილოთ მე ამიერითგან, ვიდრემდე სთქუათ: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 13
35. აჰა ესერა დაუტევნეთ თქუენ სახლნი თქუენნი ოჴრად. გეტყჳ თქუენ: არღარა მიხილოთ მე ამიერითგან, ვიდრემდე სთქუათ: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.
ლუკას სახარების განმარტება თავი მეცამეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

[თ. 13; მ. 1-5]

1. მო-ვინმე-სრულ იყვნეს მას ჟამსა ოდენ და უთხრეს მას გალილეველთა მათთჳს, რომელთაჲ-იგი სისხლი პილატე შეჰრია მსხუერპლთა მათთა. 2. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეგრე გგონიეს, ვითარმედ გალილეველნი ესე უფროჲს ყოველთა გალილეველთა იყვნეს ცოდვილ, რამეთუ ესევითარი ევნო მათ? 3. გეტყჳ თქუენ: არა; არამედ უკუეთუ არა შეინანოთ, ეგრევე სახედ ყოველნი წარსწყმდეთ. 4. ანუ იგი, რომელ ათრვამეტთა ზედა სილოამს გოდოლი დაეცა და მოსწყჳდნა იგინი, ჰგონებთ, ვითარმედ იგინი ხოლო თანა-მდებ იყვნეს უფროჲს ყოველთა კაცთა, რომელნი მკჳდრ არიან იერუსალჱმს? 5. გეტყჳ თქუენ: არა; არამედ უკუეთუ არა შეინანოთ, ყოველნივე ეგერეთ წარსწყმდეთ.

იუდა გალილეველმა, რომელსაც იგივე მახარებელი „საქმე მოციქლთა“-ში მოიხენიებს (5,37), იყო რა თავად მცოდნე სჯულისა,  დაარწმუნა სხვა მარავალი გალილეველიც მოფყოლოდა მის სწავლებას. ის კი იმას ასწავლიდა, რომ არავისთვის კაცთაგან, თავად მეფისთვისაც კი არ არის ნებადართული ღმერთი უწოდო არც სიტყვა სიტყვითი მნიშვნელობით და არც პატივისცემის და მოწიწების ნიშნად, აქედან მრავალი მათგანი იმისთვის, რომ კეისარს ღმერთს არ უწოდებდა, სასტიკად...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თქუენ არა იცით არცა ერთი, არცა განგიზრახავს, ვითარმედ უმჯობეს არს ჩუენდა, რაჲთა ერთი კაცი მოკუდეს ერისათჳს, და არა ყოველი ნათესავი წარწყმდეს. ხოლო ესე თავით თჳსით არა თქუა, არამედ წინაჲსწარმეტყუელა, რამეთუ მღდელთმოძღუარი იყო“ (11,49-51).:

...ა წმიდისაჲ მცირედრე. ვინაჲთგან უკუე განჰმარტნეს ჴელნი მათნი ქრისტეს ზედა, მაშინ სრულიად დაუტევნა იგინი და მივიდა მოციქულთა მიმართ. და ესე გამოაჩინა განპებამან მან კრეტსაბმელისამან და სიტყუამან ქრისტესმან, რომელ თქუა: „აჰა ესერა დაუტევნეთ სახლნი თქუენნი ოჴრად“; ; და კუალად იოსიპოსცა, რომელი შემდგომად ქრისტესა მცირედისა ჟამისა იყო, თქუა ანგელოსთა მათთჳს, რომელნი იყვნეს მათ თანა, და დაუტევნეს იგინი, რამეთუ ვიდრემდის ვენაჴი იგი დგა, ყოველივე იქმნებოდა, ხოლო რაჟამს მკჳდრი იგი ვენაჴისაჲ მოკლეს, მიერითგან წარწყმდეს იგინი. და ვითარცა სამოსელი ბრწყინვალჱ მონისაგან განდგომილისა, ესრეთ აღსძარცუა ქრისტემან მადლი თჳსი ჰურიათაგან და შეჰმოსა წარმართთაგანთა მათ ერთგულთა მონათა თჳსთა და იგინი დაუტევნა შიშულად და ობლად. ხოლო ესეცა არა მცირე იყო, რამეთუ მტერი წინაჲსწარმეტყუელებდა ესევითართა წინაჲსწარმეტყუელებათა, რამეთუ გონებით სხუასა სახესა ზედა იყო და წინააღმდგომი მისისა ნებისაჲ იქმნა, რამეთუ ვინაჲთგან იგი მოკუდა, ამისთჳს საუკუნოჲსა საშჯელისაგან განთავისუფლდეს მორწმუნენი. და ვითარცა წერილ არს, შემოკრიბნა შორიელნი და მახლობელნი და ყოველნი ერთგუამ-ყვნა,

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ოდეს აღამაღლოთ ძჱ კაცისაჲ, მაშინ სცნათ, რამეთუ მე ვარ და თავით ჩემით არარას ვიტყჳ, არამედ ვითარცა მასწავა მამამან, მასცა ვიტყჳ. და რომელმან მომავლინა მე, ჩემ თანა არს და არა დამიტევა მე მარტოჲ“ (8,28-29).:

...ივსცნე უკეთურნი დაფლვისა წილ მისისა“; და დავით იტყჳს, ვითარმედ: „მა-შინ ეტყოდის მათ რისხვითა მისითა“; და თავადი იტყოდა: „აჰა ესერა დაუტევნეთ სახლნი თქუენნი ოჴრად“. ; და იგავნიცა იგი მისნი ამასვე მოასწავებენ, რომელ-იგი ეტყოდა, ვითარმედ: „რაჲ უყოს მუშაკთა მათ უფალმან მან მის ვენაჴისამან? რამეთუ ბოროტნი იგი ბოროტად წარწყმიდნეს“. ; ; ჰხედავა, რამეთუ ყოველსა ადგილსა ამათ სიტყუათა ეტყოდა, რომელ არღა ჰრწმენა მისი? თუ არა, უკუეთუ თჳთ ეგულების წარწყმედაჲ მათი, ვითარცა ეგულებისცა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „მომგუარენით აქა, რომელთა არა ენება მეუფებაჲ ჩემი მათ ზედა, და მოსწყჳდენით წინაშე ჩემსა“. და ვინაჲთგან თჳთ არს ჴელმწიფჱ წარწყმედასა ზედა მათსა, რაჲსათჳს არა თავისა თჳსისა საქმედ უწესს ამას, არამედ მამისა? საცნაურ არს უკუე, ვითარმედ მათისა უძლურებისათჳს, რამე-თუ ვერ ძალ-ედვა გულისხმის-ყოფად ყოვლი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ესე თქუა სულისა მისთჳს, რომელი მოცემად იყო მორწმუნეთა მათ მისთა, რამეთუ არღა იყო სული წმიდაჲ მოცემულ“ (7,39).:

...ედ სულისა წმიდისა მოცემაჲ იყო. და რაჲ არს უკუე ესე სიტყუაჲ? ისმინეთ უკუე, რამეთუ წინაჲსწარმეტყუელთა მიეცა სული წმიდაჲ, არამედ მადლი იგი სულისა წმიდისაჲ მოკლებულ იყო ქუეყანით მიერ დღითგან, ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: „აჰა ესერა დატევებულ იყოს სახლი თქუენი ოჴრად“, ; და უწინარეს მის სიტყჳსაცა ეწყო მოკლებად ამას, რამეთუ არღა იყო მათ შორის წინაჲსწარმეტყუელი, არცა მადლი იგი მოვიდოდა მათ ზედა, ვინაჲთგან უკუე მოკლებულ იყო სული წმიდაჲ. და ეგულებოდა მოსლვად მდიდრად და ძლიერად, ხოლო ამის მოსლვისა დასაბამი ჯუარს-ცუმისაგან იქმნა და მადლთა მათ დიდ-დიდთა მოცემისა, რამე-თუ უსაკჳრველეს იყო ნიჭი იგი, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „არა უწყი-თა, რომლისა სულისანი ხართ?“ და კუალად წერილ არს, ვითარმედ: „არა მიგიღებიეს სული მონებისაჲ, არამედ სული შვილებისაჲ“; რამეთუ ძუელთა მათ აქუნდა სული წმიდაჲ, გარნა სხუათა ვერ მისცემდეს, ხოლო მოციქულთა მრავალნი ბევრნი აღავსნეს. და ვინაჲთგან ესევითარისა მადლისა მოღებაჲ ეგულებოდა, და ესევითარი იგი მადლი არღა იყო მოცემულ, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „არღა იყო სული წმიდაჲ მოცემულ“, რამეთუ უფალი...

სრულად ნახვა